მისტიური ბიჭუნა. (თამუნა)

jjjjjjjjjj

 

 

 

 

 

ამბობენ, ბავშვობა ადამიანის საუკეთესო პერიოდიაო, ჩემი ლამაზი პერიოდი კი ბნელი და ბურუსით სავსე აღმოჩნდა. პატარა ქალაქში სადაც მე ვცხოვრობდი ყველა შეშინებული სახეებით დადიოდა, ამ ქალაქში არც გაზაფხულის ლამაზი დღეები ნიშნავდა რამეს და არც დღესასწაულები ამხიარულებდნენ ან აქარწყლებდნენ ბურუსს, ყველგან გლოვა, ტირილი, შავები.. სიცილი ისეთი იშვიათობა იყო, რომ ხალხს დავიწყებოდა მნიშვნელობა იყო ბედნიერი, რას ნიშნავს ამ ცხოვრებიდან მიიღო სილაღე და საუკეთესო წუთები ,სიბერეში გასახსენებლად, მაგრამ ჩემს ქალაქში ასეთი რაღაც უცხო და მიუწვდომელი იყო.

” სკოლა” ამ სიტყვის გაგონებისას სხვა ცხოვრება მიდგება ხოლმე თვალწინ, საათობით ვიჯექი და ვოცნებობდი როდის გავიცნობდი ჩემ ტოლ გოგონებს, ვითამაშებდით და ვისწავლიდით ერთად, ვოცნებობდი ლაღ ცხოვრებაზე, თავისუფლად თამაშსა და გაღიმებულ სახეებზე. მაგრამ სკოლაში ფეხის შედგმისას ოცნებები ჩაიფუშა ისე როგორც ბიჭები მიფუშავდნენ ხოლმე ბუშტებს. არვიცი რას ველოდი , რატომ ველოდი მაგრამ 7 წლის ბავშვი რომ ამ ცხოვრების გასაჭირზე დაიწყებს ფიქრს და უკეთეს ცხოვრებას ინატრებს რა უნდა უსაყვედურო? ალბათ დაგაინტერესებთ რა მოხდა ამ პატარა ქალაქში ისეთი , რომ ხალხის სახე უკვე უბედურებით იყო დამჭკნარი, იქნებოდა როცა სახლებში ახალი სიცოცხლის დაბადების ეშინოდათ   , იქნებოდა როცა დედას შვილი უკვდებოდა, როცა ახალგაზრდა გოგოები ქუჩაში გავლის შემდეგ უკვალოდ ქრებოდნენ, როცა გარეთ ხალხი ჯგუფ-ჯფუფებად დადიოდა, კომენდანტის საათი მიუხედავად იმისა ,რომ სახემწიფოს არ დაუდგეია ხალხი მაინც წმინდად იცავდა. შებინდების მერე ქუჩებში ისეთი სიწყნარე იყო, ჰაერი დაძაბულობით არ იძვროდა, ზაფხულის თბილი დღეები კი, უბრალოდ სადღაც გამქრალიყო.

ჩემს მისტიურ ქალაქში ადამიანებს აღარაფერი აკვირვებდათ, მეც შევეჩვიე სიტუაციას, ბოლოს და ბოლოს ყოველი დღე ერთმანეთს გავდა.ცოტა გავიზარდე, სიტუაციაც თითქოს გამოკეთდაო, აღარც მკვლელობები ხდებოდა, აღარც გატაცებები და ავარიები, ხალხს თითქოს სახეები  დაუმშვიდდათ, ცხოვერბამაც წინ წაიწია, მეც როგორც მოზარდმა ,ჩემს გონებაში მივჩქმალე ბუნდოვანი ბავშვობა და იმ დღით ვხარობდი რასაც უფალი მჩუქნიდა. თუმცა ჩემს ჯგუფში იყო ადამიანი რომელიც კვლავ იმ ბუნდოვან დღეებს მახსენებდა, ბიჭი უკანა მერხიდან, რომლის ხმა თითზე შემეძლო ჩამომეთვალა იმდენჯერ გამეგონა, იჯდა თავისთვის ფერმკთალი შავთმიანი ბიჭი და რაღაცეებს ხატავდა, რამდენჯერ გამჩენია სურვილი მივახლოებოდი , დავლაპარაკებოდი თუმცა თითქოსდა მის ირგვლივ უჩინარი კედელი იყო აღმართული რომელიც ხალხს იშორებდა, ვგრძნობდი რომ ჩემი სხვა ამხანაგებიც იგივეს ფიქრობდნენ, თუმცა ყოველი გახედვისას ის შიშის შეგრძნება მეუფლებოდა რაც ბავშვობისას როცა წამებით მარტო აღმოვჩნდებოდი.

ერთ დღესაც მარტომ მომიწია სკოლიდან წამოსვლა. 14 წლისას უკვე აღარ მეშინოდა გარეთ მარტო გასვლის თანაც დღე იყო, ძველ პერიოდსაც თითქოს მიწა მივაყარეთ, ამიტომაც ღიღინით განვაგრძე გზა, ჩიხში შესვლისას შავი მანქანა დავინახე, ეს მანქანა მეცნო მაგრამ დაწმუნებული ვიყავი არსად მენახა მანამდე, ღრმად ვიყავი ჩიხში შესული როცა უკან გზა იგივე შავმა მანქანამ გადამიღობა, იმწამსვე მივხვდი რომ რაღაც მწყობრში არიყო, ამის გაფიქრება და მანქანიდან გიჟის ტანისამოს ჩაცმული შუაწლოვანების მამაკაცი გადმოვიდა, იმწამსვე ვიცანი ,ეს კაცი ტელევიზორში საიმფორმაციოში მყავდა ნანახი წლები ეძებდნენ, გაღიმებული სახით მიახლოვდებოდა, მეკიდე ერთ ადგილას გავხევდი და ვერ ვიძროდი, თვალები დავხუჭე და ღმერთს შევევედრე ძალა მოეცა როგორმე თავი დამეღწია, უცებ ნაცნობი ხმა შემომესმა , არმეგონა ამ ხმის გაგონება ასე თუ გამახარებდა,

– არა! მამა არ მოკლა, ის ჩემი მეგობარია

– ჩამომეცალე ბიჭო ,თორე სახლში რომ მოხვალ ტყავს გაგაძრობ

-არა გთხოვ არ მოკლა, გთხოოვ ( ცრემლ მორეული ევედრებოდა ბიჭი)

მეკიდე ადგილიდან ვერ ვიძროდი , თვალებ დახუჭული განაბულლი ვიდექი , ამ სიტუაციაში მე უკვე მეორე პლანზე ვიყავი..

– მამა გთხოვ არ მოკლა, ვიცი გეცნობა ეს სიტყვები ,ამ სიტყვებს მაშინ ვიმეორებდი როცა გევედრებოდი ჩემთვის ეთადერთი ტკბილი ადამიანი არ დაგეშორებინა, როცა გევედრებოდი დედის მაგივრად მე მოგეკალი. გთხოვ ახლა მაინც გაითვალისწინე ჩემი ვედრება, ერთხელ მაინც იგრძნოს შენმა სისხლმა რას ნიშნავს იყო მამა,გთხოვ არ მომიკლა ძვირფასი ადამიანი

მისტიკურ ბიჭს სიტყვები ტუჩებზე შეახმა რადგან ,ტყვიამ მისი გული განგმირა, ტყვიამ რომელიც მამამ ჯერ საყვარელ ცოლს ესროლა შემდეგ კი შვილს. ბიჭს რომელიც ერთ დროს მისი სათაყვანებელი არსება იყო, ბიჭს რომელსაც 9 თვე მოუთმენლად ელოდებოდა, ხოლო მის შემდეგ რაც პირველად ხელში დაიკავა , თითქოს სისხლი გაეყინა, სამუდამოდ შეძულდა ადამიანი ვის ძარღვებშიც მისი სისხლი ასე ძლიერად ჩქეფდა, და მისი მოკვლის უდიდესმა წყურვილმა შეიპყრო.

თვალები შიშით გავახილე და ისეთი სცენა დავინახე რამაც უფრო გამაკვირვა. მამა შვილის ცხედართან იჯდა და ტიროდა მისტიკური ბიჭუნა კი რომელმაც ამდენი რამ გადაიტანა მშვიდად იწვა და იღიმოდა, დაისვენა სამუდამოდ ამ წამებული ცხოვრებიდან და განაგრძო გზა სამუდამო ბედნიერი ცხოვრებისაკენ.

მე? მე მე რაღა უნდა გითხრათ ,მე როგორ უნდა ვიწუწუნო ცუდ ბავშვობაზე. უკვე ჭაღარა თმა მამშვენებს და, ჩემ წინ ჩემი შვილიშვილები დარბიან , იმ დღეს კი ჩემს თავს სამუდამო პირობა მივეცი რომ იმ ქალაქიდან წავიდოდი და ჩემს მომავალს ისეთ დღეებს ვაჩუქებდი როგორზეც მე ვნატრობდი, ჩემი მისია შევასრულე ახლა კი თამამად შემიძლია დავხუჭო თვალები და გაღიმებულმა სამუდამო ცხოვრებას შევეგებო …

 

1 thoughts on “მისტიური ბიჭუნა. (თამუნა)

  1. გამოხმაურება: შეცვლილი მეტიჩარა? მაინც მეტიჩარა სამუდამოდ! (თამუნა) | მეტიჩარა

დატოვე კომენტარი