იიკოს დღიური

111

ხელში ჩამივარდა ჩემი საუკეთესო დაქალის დღიური. თვითონ მომცა როცა მოგენატრები ნახეო. ახლა ბლოკნოტებზე ვლაპარაკობდით და გამახსენდა, რომ ჩემ პირად კოლექციაში ინახება ერთი ძველისძველი, გაქუცული ნივთი, რომელშიც ბევრი ძალიან კარგი რაღაც წერია.

ვინ არის იიკო?

ბლოგზე შეგიძლიათ თეგი ნახოთ სადაც საკმაოდ ბევრი მიწერია მასზე. ჩვეულებრივი გოგოა, ლამაზი, თბილი, საყვარელი. ვინც იცის ჩვენი მეგობრობის შესახებ ამბობს რომ დებს არ უყვართ ისე ერთმანეთი როგორც ჩვენ. თუმცა მაგათ გარეშეც ვიცით. ეგ გულია, მე ტვინი და ერთი სული 2 სხეულში.

რატომ მინდა მისი ნაწერების გამომზეურება?

მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად წერს. ალბათ მთლად კრიტიკული არ ვარ. იმედია არ გამიბრაზდება. ან თუ გაბრაზდება ცივი წყლის დალევა მოუწევს.

ჰო და ესეც პოსტები იიკო პეტირაშვილის დღიურიდან:

დატოვე კომენტარი