ცუდი დღეები (მარიამი)

tumblr_mlh75zjdIs1qafc06o1_500

იმდენად არარეალურ ადგილას ვარ რომ თავი დიდ ბუშტში მგონია. ერთი პატარა ეკალი და ბრახ. ალბათ უკვე მილიარდი ეკალი შეესო მაგრამ მე ჯერ მაინც ვერ მივხვდი.
მუსიკა თავში მირტყავს, უაზრო ფიქრები ტვინში მიკაკუნებენ.
კარგად დაშლილი ნერვების ნარჩენებს ვაკოწიწებ და ვღეჭავ.
თვალებზე რაღაც მაწვება.
ყოველი ამოსუნთვისას ფილტვები მეჭმუჭნება და მტკივა.
ოჰ გად, ამდენი ხანია მინდოდა რამე მტკიებოდა და მაინცდამაინც ჩემი სასწაულმოქმედი ფილტვები ემსხვერპლა უაზრო სურვილებს.
ჰოდა სიტყვების ძებნას ჯობია ის ტიპი მოძებნო დღევანდელი დღე და უახლოესი მომავალი რომ ამიტრიალა.
და იცით რა?
გოგოა.
ალბათ ძალიან სასაცილოა. მეც ჩავკვდებოდი სიცილით თქვენ ადგილას რომ ვიყო.

tumblr_m90p5kaTe61raoke9o1_500

ყველას ემართება რაღაც უაზრობები.მეც დამემართა რა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვეცადე მაინც დამემართა. ჰოდა ახლა მიღწეული მიზნით მომეცა მუღამი გულის არარსებული ნაწილების პოვნის და შიდა მეხსიერებაში გადაბლუთუზების.

tumblr_mj1nmrFYoz1rw2a8mo1_400.

ანა მენატრება კივილამდე. მინდოდა მიმეწერა, მაგრამ მე აღარ ვარ მარიამი. მე ისევ მარი ვარ, ბოლოზდაბოლოს. ჰოდა ეგეც ძველი მეგობრების სიას შემორჩება ალბათ.

tumblr_mglgk5B5Bo1rkthauo1_500

თვალები მეწვებოდა ძალიან. ვიფიქრე მეძინებათქო, თურმე ტირილი მდომებია. ისევ ვერ დავამუღამე საკუთარი თავი. ნეტა ინსტრუქცია, დამტენი და დამატებითი ბატარეები მომყოლოდა.

10 thoughts on “ცუდი დღეები (მარიამი)

დატოვე კომენტარი