ნუ დააბოტებ მზეში! (მარიამი)

tumblr_mmout13cyx1s5gteeo1_500

ის იჯდა ოდნავ მოზრდილ ხის კუნძზე და ფიქრობდა. ალბათ რამდენჯე სცადეს ამ კუნძის ბოლომდე ამოძირკვა, ნაჯახსაც გატეხავდნენ ალბათ. ხე ხომ ძირში ყველაზე მაგარია. თუ არცარის. არ იცის. ქარი უბერავდა და ფერადი ფოთლები მოჰქონდა. ჰორიზონტს უყურებდა. მთები მოთეთრო-მომწვანო გაუნძრევლად იდგნენ. ჯობეები მოიქექა, ხურდები და მობილური ეგდო. სიგარეტის კოლოფი ისევ სახლში დარჩა. უცებ ქარს ძველი და კარგად ნაცნობი მელოდია გამოყვა. დააჟრიალა, პატარა ბუსუსებმა დააყარეს ხელებზე. მერე გადაწვა მწვანე ბალახზე და დაელოდა მზის ჩასვლას.მზე ნელა ჩადიოდა, ისე ნელა, რომ დროსაც ჩამორჩა.კუნძზე მისი მოვარდისფრო მოოისფრო კულულები ეყარა. ღრუბლებმა სირბილი დაიწყეს ცაზე. 

რამსიგრძე ენა გაქვს. ვერ იტევ პირში. მოაღებ ხოლმე და ისე ლაქლაქებ ვეღარ ჩერდები. ყველაფერი წამოგცდება ხოლმე. და მერე ისევ მე მებუზღუნები რატო იბუტებიო.

ნუ წიკვინებ რა. შეხედე რა ლამაზია ცა. იქით მდინარის ხმაც ისმის. დედაჩემმაც ამიფეთქა მობილური. მელოდია მაინც ღირს აღსანიშნავად.

ნუ დააბოტებ მზეში, დაიწვები ან ჭორფლები გაგიჩნდება!

მერე უფრო მომეწონები და შემიყვარდები.

ნუ მაბნევ რა.

წადი დაიძინე გვიანია უკვე.

არ ეჩხუბო იმ იდიოტ ქალსაც რა.

ყველამ ტვინი წაჭამა.

აიღე შენი მძიმე ხელები ჩემი მუცლიდან და წაეთრიე.

აღარ მჭირდები ჭორიკანავ.

tumblr_mnda1fBd4O1s8fglzo1_500

მინდორზე მოვარდისფრო მოიისფროთმიანი გოგონა იწვა. მზე ჩავიდა ცოტათი. ჰო მაგრამ რავიცი. აი ახლა მართლა არაფერი არ ვიცი.

დატოვე კომენტარი