tumblr_m7vj8jTjN41rv5ncpo1_500

ნახევარ საათში ქართულის გამოცდა დაიწყება.

მე აქ ვზივარ და ველოდები როდის დავწერ რამეს.ისე კარგა ხანია არ დამიწერია.

ჰო, ყველაფერი მეზარება ამ ბოლო დროს. მუსიკის მოსმენაც კი, სხვა არაფერს ვამბობ. მივეციკლე 1-2 ბენდს და სხვა არაფრის გაგონება არ მინდა. ბოლო ხმაზე ვრთავ, აივანზე ავიძურწები, პლედს ვიფარებ და ვფირობ.

მოდი სიმართლეს გეტყვით, ადრე უცნაურობებს ძალით ვაკეთებდი. ძალით ვჯდებიდი მარტო, ძალით ვუყურებდი სინათლეს, ძალით ვითვლიდი თითებს მილიარდჯერ.

ახლა ჩემდაუნებურად მომდის.

მგონი ვგიჟდები.

არ მეშინია სიგიჟის, საერთოდ არაფრის აღარ მეშინია, მაგრამ მაინც უხერხული გრძნობაა, უცებ რომ გაანალიზებ აფრენ. ან შეიძლება ვერც გაანალიზო.

large

წყალი ნელ-ნელა მემღვრევა ფეხებში. გონებას ვერ ვაყოლებ სიტყვებს. ფიქრებიც მითრევს იქითა, პარალელურ სამყაროში, სადაც ჯოჯოხეთიც სანატრელი გამიხდება.

მართლა არ მინდა ძალით მოწყენები და დეპრესიულობებეეეე. მარა რაღაც მჭირს. აი ახლა გულის არეში ძლიერ მოწოლას ვგრზნობ და ყელში დიიიდი ბურთი მაქვს გაჩხერილი. თვალის ქვეშაც მებურცება კანი.

ძალით არ ვშვები დედას გეფიცები.

მართლა უნებურად მომდის.

ვერც ვხვდები ისე ვატარებ დროს გამოგონილ ლუსისთან თამაშში და არა დანარჩენ გოგოებთან ერთად სეირნობაში.

მართლა არ მინდა მარტო ვიჯდე აივანზე და საგულდაგულოდ დამალულ სიგარეტს ვაბოლებდე. არც ის არ მინდა პატარა ფაჩუნზე კარატისტის ილეთებით ვჩურთავდე სადმე.

არ მინდა ვიყო ისეთი. როგორიც ძალით ვიყავი. ნუ ახლა გავაანალიზე, თორე მაშინ ეგ ვინმეს რომ ეთქვა დავჭრიდი.

არადა ჩემი აივანი მყუდრო და საყვარელია. სარეცხის თოკზე ფერადი “ბიჩ”- არის გაკრული, მონჯღრეული სავარძელი, ადიელა და მუსიკაა. მერე საღამოობით მოპირდაპირეს იქითის, იქითა სახლს ვუყურებ ხოლმე და ველოდები როდის გადაწევენ ლურჯ ფარდებს.

რა საზიზღრობაა. ხანდახან მუსიკაც რომ ვერ გშველის.

არადა 25 წუთში ქართულის გამოცდა დაიწყება.

:/

tumblr_mmjidfctkO1ql8ivuo1_500

დატოვე კომენტარი