ჩვენ შესახებ

tumblr_m2n60gOVBO1ro1wovo1_500

არავის დავუპატიჟებივართ, უბრალოდ მოგვინდა წერა და შევქმენით… იდეა დიდი ხნის წინ იყო, ფრთები ცოტა მერე შევასხი და რადგან მინდოდა უაზრო ცხოვრებისეული ისტორიები არ შემომეყარა თამოც შემოვიერთე…. კარგად აეწყო პარტნიორობა, მაგრამ ამ ყველაფერმა მეგობრობა დაჩრდილა… სალაპარაკო თემად ბლოგი გვექცა და იშვიათად თუ გავცდებით ისიც 5-10 წუთით… უსაზღვრო ბოდიალის შემდეგ “ნატოს სამყაროსა” თუ “ანიჩკას ისტორიებს” შორის აღმოვაჩინე, რომ ხალხს ასეთი რაღაცები მოწონს… შელამაზებული ყოველდღიურობა… ნაწყვეტები დღიურებიდან და სულ არ აინტერესებთ შენი ზემხატვრული პოსტები… (აი მაგალითად “გიყვარს=სძულხარ”, ან “გულიდან ამოსული”) ამის წერის მთავარი მიზეზი ვაღიაროდ ისაა, რომ ჩვენი ბლოგი იმხელა კონკურენციას ვერ გაწევს როგორც “ლიზიკოს ჩანაჯღაბნები”, უბრალოდ გვიყავრს წერა იმაზე მეტად ვიდრე შეიძლება stat–ების ყურება ან კომენტარების კითხვა გვიყვარდეს.

DSC07996

 

მე, მარი, პანდა, ერთი სრულიად უბრალო, ცოტათი საყვარელი და არცისე თბილი ბავშვი ვარ. ძირითადად სევდიან ან ნუ ეგეთ პოსტებს ვწერ. განსაკუთრებით კითხვა და მუსიკა მიყვარს. საერთოთ ხელოვნება ჩემი სტიქიაა. ჰო კიდევ ფოტოების გადაღება მომწონს ძალიან და ტლიკინი. ვარ მეტიჩარა. ადრე უფრო ვიყავი, მაგრამ ახლაც ვარ. ვსწავლობ “შავნაბადაში” და “პიონერფილმში”. მყავს 3 პატარა ძმა, ვაკეთებ ტყავის სამაჯურებს და ვწუწუნებ 24 საათი.

თამუნა ძალიან საყვარელი და მოდური გოგოა.. სწავლობს ერთ–ერთ გიმნაზიაშითან საკმაოდ კარგად. უყვარს თავის ქება ,ნუ ვერ დავმალავ ასეა:X:)და ცოტა ცოტა ბლატავი:) ყოველთვის გემოვნებით აცვია და აქვს ძალიან კარგი სტილი, რომელსაც იშვიათათ თუ გადაუხვევს. ხო კიდე ჩუმათ ყოფნა 5 წუთითაც არ შეუძლია. სულ ფუსფუსებს… და რაც მთავარია ვგიჟდები თამუნას თემებზე, არაჩვეულებრივად წერს და მგონი სწორად აარჩია პროფესია. ჟურნალისტობა უნდა…

7110128813_f11c519367_z_large.jpg

რავიცი კიდევ რა მოგიყვეთ,ეხა ბევრი რომ არ ვიტლიკინო და არ დაგღალოთ ამით შემოვიფარგლები..:)

28 thoughts on “ჩვენ შესახებ

  1. ძალიან საყვარელი და ორიგინალური ბლოგი გაქვთ:* პოსტებიც წავიკითხე და მომეწონა უზომოდ:)* ხშირად შემოგივლით…<3

  2. soryyy,იმდენად გავერთე თქვენი საინტერესო პოსტების კითხვიტ რომ about us აგარ წამიკითხააავს,ორივე ძალიან საინტერესოდ წერთ,წარმატებებიიიიი

დატოვე კომენტარი