იიკოს დღიური: ორი იდიოტი გაჩენილია ერთმანეთისთვის

“საიდან ებადება ამ იდიოტს ასეთი დონის დეგენერატული აზრები?”

–მართლა, თუ ღადაობ?

–არა, რატო უნდა ვიღადაო?

–რავიცი, რავიცი.

–კაი არ გაგიტყდეს რა.

–რა უნდა გაიმტყდეს? ეგრე მიცნობ?

–კი რავი ეგრე გიცნობ.

–გამოიწიე თორე მანქანა გაგიტანს.

–გამიტანოს.

“რა იდიოტი ხარ. უიდიოტესი. მთელი დღეა სისულელეებზე მელაპარაკები. ხო შეგიძლია უბრალოდ რამე ისეთი თქვა რაც ინტელექტის მაჩვენებელს ნულზე არ ჩამოგიგდებს? მეც იდიოტი ვარ. მოგყვები სადღაც ჯანდაბაში. მეტკინა ფეხები, მაგრამ უამრავ მავნე ჩვევას წუწუნს აღარ დავამტებ.

მომკიდე ხელი და წავიდეთ იმ მთაზე სურათში რომ მანახე.

მომკიდე ხელი და პარაშუტით გადმოვხტეთ.

მომკიდე ხელი და ჩემი წყნეთის სახლი დავწვათ, რომ ყოველდღე გნახულობდე.

მომკიდე ხელი და ლიკუნას მობილური დავუმტვრიოთ ყოველ საათში რეკვისთვის.

მომკიდე ხელი და არ გვინდა ამ ბანძ ტბაზე ასვლა რა.

მომკიდე ხელი და ივლისში ვიგუნდაოთ.

მომკიდე ხელი და სკოლაში ბოლო ხმაზე ვიყვიროთ რამე ინტრიგნული.

მომკიდე ხელი და მიწა ამოვაყირაოთ.

მომკიდე ხელი და ბებიაშენს მოვატყუოთ ვითომ ცოლათ მომიყვანე.

მომკიდე ხელი და თუ გინდა იმ ვიღაც მახინჯი გოგოს სიმღერას ვისწავლი.

მომკიდე ხელი და აღარ გაგაღვიძებ 3 საათზე.

მომკიდე ხელი და ვაღიარებ ხოლმე ხანდახან რო მიყვარხარ.

მომკიდე ხელი და არ გამიშვა სანამ ჩემ ცხოვრებაში ყოფნის ლიმიტი არ ამოგეწურება,”

–ამ, მმმმ, ბოდიში გაწყვეტინებ მარა მოვედით.

“ნელ–ნელა ჩამოვფარფატდი მიწაზე. ფუ მეც რა გამოშტერებული ვარ.”

–მოიცა მაგას ხმამღლა ვამბობდი?

–აჰამ.

–მერე რატო არ გამაჩერე?

–რავიცი, რავიცი… მოდი თუ გინდა ჩამეხუტე.

–არ მინდა.

–კაი რას იგრუზები?

–…

–ტირიხარ?

–ისე ზოგადად მე არ ვტირივარ ხოლმე.

–კაი რა გჭირს. არ გაიბუტო რა. მაქედან მგონი რაღაცების გაკეთება შეგვიძლია. დროზე მომკიდე ხელი ლიმიტი არ ამომეწუროს.

–იდიოტი ხარ.

–ორი იდიოტი გაჩენილია ერთმანეთისთვის.

150257_492553237455226_1552615680_n

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s