მე, ვიკა და დანარჩენი სამყარო (მარიამი)

me da vika

მე როცა დიდი და შეძლებისდაგვარად წარმატებული ადამიანი გავხდები გამახსენდება გოგო, რომელიც უკვე კარგა შორს იქნება წასული.

გოგო რომელიც ყოველთვის გადამატანინებს და ჩემთან ერთად აიტანს ყველა საზიზღარ წუთს.

გოგო რომელსაც ქუჩაში ჩავუარე და ვერ მიცნო.

გოგო რომელიც მპირდება რომ წერილს დამიწერს.

რომელთან ერთადაც ვიძინებდი და ვიღვიძებდი.

რომელიც ისე მღლის მინდა მოვკლა ხოლმე.

მე და შენ 1–2–3–4 კვირით ან სამუდამოდ უნდა მოვწყდეთ ჩატის ფეიქ ხალხს.

ხალხს რომელსაც წელიწადში 3–4ჯერ გაახსენდები ისიც თუ ქუჩაში შეგხვდა.

კლასელები რომლებიც დავალებას გკითხავენ იმიტომრომ ჯგუფში დაპოსტვა ეზარებათ.

მეგობრები რომლებიც ზუსტათ მაშინ გავლენ როცა რამე დაგჭირდება.

ვერ ვხვდები მართლა ამას რა მიზანი აქ :დდ ალბათ არაფერი. უბრალოდ შევამოწმებთ ნებისყოფას. და იმას კიდევ ვის მოენატრება ჩემთან ლაპარაკი.

და ისე ვიკაზე მინდოდა მეთქვა, მე რომ და მყოლოდა ზუსტათ ისეთი ურთიერთობა მექნებოდა როგორც ამ ბავშვთან. თითქმის ყველაფერს ვუმალავ და გამოდის რომ მაინც ყველაფერს ვეუბნები. სულ ვატერორებ ან იქით მატერორებს. სულ ვეწუწუნები ან ეგ მეწუწუნება. სულ ყველაფერზე განსხვავებული აზრი გვაქ და სულ ვკამათობთ. სულ მიკრძალავს უზრდელობებს და სულ მეუბნება რაღაც მომიძებნეო. და სულ ვებნები რო მიყენებს. მგონია რომ ერთმანეთის სისხლის საშრობად ვართ დაბადებულები.

ვიკუნ, ჩამეხუტე რა…

vvv

 

 

უი მთავარი რამის დამავიწყდა:

ირემმა ირემს ბალახი გაუწოდა

ირემმა ირემს ნეტა რა უნდოდა?

მეგობარი.

წიწილამ წიწილას საკენკი დაუთმო

წიწილამ წიწილას ნეტა რა გაუთბო

გული.

მარტოკა დარჩემილ მარტორქას ართობდა ბეღურა

ბეღურას რა უტხრა მარტორქამ?

მადლობა.

6 thoughts on “მე, ვიკა და დანარჩენი სამყარო (მარიამი)

დატოვე კომენტარი