მე მაგლი ვწერ ჯადოსნურ სამყაროზე (თამუნა)

c3d11fc409d8

დასრულდა :(( დასრულდა ჩემი 7 ტომიანი ზღაპარი.თავგადასავლები,ამოცანები და დასრულდა სამყარო სადაც ასე ტკბილად ვიმოგზაურე. 16 .16 წელი დამჭირდა რომ ეს წიგნი ხელში ამეღო გადამეფურცლა. პატარა ჰარისთან ერთად გავზრდილიყავი ,ახლა კი ერთი რამ დარწმუნებით ვიცი როცა ჩემი პატარა 11 ის გახდება ის ისევე ჩააირიცხება ჰოგვორტსში როგორც ჰარი ,ერთად წავლენ ჰოგვორტსის ექსპრესით ერთად შეეშინდებათ გამანაწილებელი ქუდის, ერთად იზეიმებენ გრიფინდორში მოხვედრას და ერთნაირი ცნობისმოყვარეობით შეუდგებიან მათი ახალი სახლის ყოველი კუნჭულის გამოკვლევას, საღამოობით ფეხაკრებით სიარულსა და ონავრების რუკის თვალიერებას, ერთად გაექცევიან პივსს , ერთად შეიძულებენ სნეიპს და ეყვარებათ დამბლდორი. ეყოლება ორი საუკეთესო მეგობარი , ითამაშებს ქვიდიჩს და პირველივე წელს გაეხვევა შარში . მოუთმენლად დაელოდება შემდეგ 1 სექტემბერს და ასე გაგრძელდება 17 წლამდე სანამ კვალის შელოცვა მოშორდება მერე კი აურორი გახდება..

ერთად შეეშინდებათ, ერთად გაიხარებენ, ერთად აღმოაჩენენ ფილოსოფიურ ქვას,ერთად ერთად აღმოაჩენენ საიდუმლო ოთახს, დაიხსნიან სირიუსსა და ბაკბიკს, მოიგებენ ცეცხლოვან თასს ,დაეხსნებიან ვოლდემორდს , აღმოაჩენენ ნახევარ პრინც და იპოვიან ჰორკრუქსებს

ამ გრძელ გზაზე სიარულში მათ მეგობრების ერთობა დაეხმარებათ, მშობლების თავგანწირვა და დამბლდორის სიყვარული7291320ebde1

ყველა მთავარი კი ისინი მიხვდებიან სიყვარულის ძალას რაც ტომ რიდლმა ვერ ისწავლა.დაამარცხებენ თვით სიკვდილს და განაგრძობენ ჰადოსნურ ცხოვრებას1f545d5eab2b

პ.ს დამბლდორთან ერთად კინაგამმოვკვდი ,იმდენი ვიბღავლე ახლაც ვაშრობ წიგნს, სნეიპი არ შემყვარებია მაგრამ ისევე ისე არ მძულს , დრაკო ძალიან შემეცოდა ხოლო “და”  წევრების სიმამაცით აღფრთოვანებული დავრჩი, ბოლო ნაწილი იყომართლაც არაჩვეულებრივი კულმინაცია და უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო როულინს რომ დაუვიწყარი დრო მაჩუქა ჯადოსნურ სამყაროtumblr_lbydfiRrh91qzvu53o1_500ში :))az9k1

n4xb1

r0kd7

7 thoughts on “მე მაგლი ვწერ ჯადოსნურ სამყაროზე (თამუნა)

  1. ჩემი წიგნია ^^
    არაფერი შეედრებოდა იმ შეგრძნებას, რომ ელოდები და ელოდები, რომდის გამოვა შემდეგი ნაწილი.
    თან თუ ასაკი დაემტხვა და ჰარისთან ერთად იზრდები, საოცარი შეგრძნებაა, პერსონაჟები შენტან ერტად რომ იზრდებიან და ინტერესებიც შენსავით ეცვლებათ.

  2. ჩემი ბავშვობაააააააააააა პირველი ნაწილი სადღაც 10ჯერ მაქ წაკითხული და რომ ველოდებოდი მუცელი მტკიოდა ხოლმე მოლოდინისგან

  3. შვილებთან შვილიშილებთან (თუ მყავდა) მაინც ვუყურებ და მაინც ვიტირებ იმ მომენტზე როცა სირიუსი კვდება 😐 და აბა ვინმემ გაბედოს და თქვას რაღა დროს ეგ არისო !!! ეს ჩვენი ბავშვობაა ❤ რომელიც ძალიან ძალიან მიყვარს

დატოვე კომენტარი