ძალიან ცუდი სიზმარი (მარიამი)

tumblr_mh461tV2u71re16w1o1_500

ალბათ მთელ ქვეყანაზე ყველაზე პაპსა სიმღერას    ვუსმენ. თან ყურსასმენების გარეშე. ვფიქრობ რომ   სირცხვილია მაგრამ მკიდია. მერე წყალში ვეშვები. ისე კი არა, ზღვაში რომ შედიხარ ნელ–ნელა. პირდაპირ თავით ვხტები ძალიან ღრმა ოკეანეში. გარშემო დაცურავენ სპილოები, ვირთაგვები, ძაღლები, ჩემი მკვდარი ფისო, თუთიყუშები.. ვხედავ ბევრ თვალს, ოღონდ ყველა ვიცი ვისია… ვუყურებ 7 ან 8 მთვარეს ერთად. და გვერდით მდგომს ვთხოვ წავიდეთ. ზუსტათ ვიცი რომ დგას და არ ცურავს. მე ცურვა არ ვიცი და ვიძირები. მაგიტო მინდა მთვარეზე. მეუბნება მეზარებაო. მე ვუყურებ : ლაჟვარდისფერ, მწვანე ან შავ თვალებში და ტირილს ვიწყებ. მთვარეს ვეცოდები ალბათ და კიბეს მიგდებს. ნელნელა ავდივარ… სველი ვარ და მცივა. მთვარეზე ცივა. უცებ ჩემი ფისო მოდის, მკვდარი როა ეგ და მეხუტება. მეც ვეფერები და ვთბები. აღარ მინდა მთვარეზე… მზეს ვერ ვიტან… დედამიწასაც… მოდი ისევ წყალში დავბრუნდები მეთიათასედ.

ისევ წყალი, თევზები, სპილო, ვირთაგვა, ჩემი მკვდარი ფისო, თვალებები, წყლით გაჟღენთილი კაბა და ვიღაც ან 3 ვიღაც ერთად…

მე ფსკერზე ვეშვები, არადა ფიზიკის მასწავლებელი მიმტკიცებდა იტივტებო.

tumblr_mh1xg298az1r6ooz0o1_500

უცებ გული მერევე და პირიდან ფოტოაპარატები და ფერადი ტაბლეტები ცვივა. მე ვორჭოფობ… ვორჭოფობ… ვრჭოფობ და ვიძირები.

1, 2 და 3… აი ახლა მოვკვდები ალბათ.

ნიკუშა მაღვიძებს. აკაკის ეუბნება შენი დრო გადის და ადექი კომპიუტერიდანო. მერე საბანში მიძვრება, მეხუტება და საიდუმლოებს მიყვება. თურმე ელენე სმიტი კოცნიდა ტუჩებში, მაგრამ ამან არ აკოცა, შემრცხვაო… თურმე თათას ალექსანდრე ყვარებია და მაგიტო გადაუყვარდა… მერე ვითამაშეთ წეროები და ჯეირანი… ბოლოს გაუვიდა აკკის დრო და გამექცა…

დავრჩი მე და ჩემი ძალიან ცუდი სიზმარი რომელიც გულახდილობის და ტირილის ხასიათზე მაყენებს. იმედია ხვალ აღარ დამესიზმრება. მეათიათასეჯერ….

tumblr_mdq2caEL4h1ripii5o1_400

2 thoughts on “ძალიან ცუდი სიზმარი (მარიამი)

დატოვე კომენტარი