ერთხელაც აღარ გამოვიხედავ…(თამუნა)

09714669717561147375

მაინც ასე ხდება.ყოველი დაშორებისას, ყოველი შეტრიალებისას, მე ვბრუნდები  ვბრუნდები 1წამით ,ყოველთვის რატომღაც შენს ზურგს ვუყურებ. ერთხელაც არ შემობრუნებიხარ, ერთხელაც არ დამლოდებიხარ . არ დაინტერესებულხარ მე როგორ მივდივარ , ხან გაბრაზებით, ხანაც დიდი ბედნიერებით, ხან მძიმედ მივაბიჯებ შენთან განშორების გამო, ხანაც ნაზი ფრთებით მივფარფატებ , იმ ლამაზი საღამოს გამო რაც შენ მაჩუქე, მაგრამ …

ერთხელაც კი არ გამოგიხედავს, ერთხელაც კი არ გიფიქრია “რატომ”?

ერთხელაც კი არ გამოგიხედავს

არადა იცი როგორ მინდოდა მობრუნებისას შენს სევდიან თვალებს შევფეთებოდი ,რომელიც მიუხედავად ჩემი საზიზღარი ხასიათისა თბილად მიმზერდა, შენ არიცი როგორ მინდოდა უბრალოდ გამოვწანებულიყავი და ჩემს ხელებში მომემწყვდიე

ერთხელაც კი არ დამლოდებიხარ . არ დაინტერესებულხარ იქნებ მოვბრუნებულიყავი

ერთხელაც არ შემწინააღმდეგებიხარ როცა ,ამაყად მაგრამ უდიდესი სასოწარკვეთით ვამბობდი სიტყვას” მივდივარ”

ერთხელაც ისე წავალ რომ  აღარ გამოვიხედავ …

დატოვე კომენტარი