აცივდა (მარიამი)

დღეს 1 დეკემბერია, კიდევ ერთი ზამთრის ბანალური დასაწყისი. მძიმე დღე მქონდა. აა ისეთი ჩანთაში რომ ვერ ჩავატიე. ზურგს გატკენსო დედამ. ჰოდა ისევ გულში დავტოვე. იყოს თავისთვის და მოიძებნება ვინმე ვინც შეიკედლებს. ისეთი პოსტის დაწერას ვიწყებ, ძალიან რომ არ მიყვარს, მაგრამ რა ვქნა?

მოკლედ მეწუწუნებიან რატო მიაგდე ბლოგიო. რაცარუნდა გასაკვირი იყოს კითხულობს ხალხი და მოწონთ კიდეც. მიზეზი ზედმეტათ არადამაჯერებელია. კომპიუტერი გამიფუჭდასავით, ფეისბუქის მეტი არსად შედიოდა. დღეს ეღირსა შეკეთება და მეც დაგიბრნდით.

ამ დროის განმავლობაში ბევრ რაღაცას მივხვდი. გავაცნობიერე, რომ ზედმეტათ ჩაკეტილი ვარ და ამის გამო საყვარელი ადამიანები წუხან, ვიგრძენი, რომ  ჩემხელებზე ბევრად დიდი გავხდი. კიდევ წყალი შეუდა ჩემ მტკიცე რელიგიურ რწმენას და მივიხვდი რომ ძალიან არ მინდა შევიცვალო. (არადა მინდა) თმის შეღებვის ალბათობა 0ია (ერთ მხარეს აპარვსისაც) საზიზღრად მოვუკელი სწავლას (მარტო ინგლისურში), მეზიზღება ქართულის მასწავლებელი, დავდივარ პიონერფილმში, დავიწყე ჰარი პოტერის კითხვა, მაჩუქეს უამრავი წიგნი, მაქვს ახალი კარადა (ფანჯრის ხარჯზე), ვხატავ დებილობებს (ისედაც ვხატავდი მაგრამ ასეთ იდიოტობებს არა), წერა/პოსტვა/ლაპარაკი მეზარება, ვუსმენ რედიოჰედს (როგორც ვუსმენდი, მაგრამ ახლა უფრო დიდი დოზით) , სერიოზულად დავიწყე სამაჯურების გაკეთება, ძალიან უნდა გავხდე (15 კილომდე დავიკლო), ვაპირებ ქინდლი ვიჩუქო, ფოტოკონკურსში ვმონაწილეობ (ჯერ ფოტოები არ გადამიღია), ვეძებ ვინმე საინტერესო გოგოს/ბიჭს (რომელსაც ექნება მეტყველი სახე და მომეხმარება ზემოთხსენებულ კონკურსში გამარჯვებისთვის), ზენიტი არვიცი როგორ ფორმაშია (არადა მაგით ვაპირებ გადაღებას), ახალთახალ სვიტერს “თვალი” ამოვუგდე, მომწონს როგორ გამოვიყურები, თმა გამეზარდა ცოტათი, ახალი სათვალეები უნდა ვიყიდო.

1315506056_getimage-49

ახლა გაიღიმე და გაწანწალდი აქედან. ფანტაზია სადამდეც მეყო იქამდე დავწერე. სხვა არაფერი აღარ მახსენდება.

6 thoughts on “აცივდა (მარიამი)

დატოვე კომენტარი