..I’m stronger (თამუნა)

ასე იციან მუზებმა, მიდიან და უცებ მოვარდებიან ხოლმე:X გწვავენ როგორც მზის სხივები, გითუთქავენ გონებას და გაიძულებენ რაიმე არანორმალური საქციელი ჩაიდინო:) ჩემ შემთხვევაში ჩემი მუზები არც ისე ძლიერნი არიან ვერ აკონტროლებენ ჩემს  თავს და მეც ყოველთვის ( თუმცა ვიტყუები რა ყოველთვის) ვძლევ ხოლმე ჩემს თავს და წინდაუხედავად არ ვიქცევი:)  მოკლედ ჩემს თავზე მოსაყოლად არ წამომიწყია ეს საუბარი,მინდა მოგითხროთ “სიძლიერეზე” ყველანაირ სიძლიერეზე , ეს შეიძლება იყოს ადამიანური, ტვინის, გულის, როცა შეგიძლია იყო ძლიერი შეიგძლია მართო ქვეყანა…”ძლიერი ხასიათის მიზეზი ყოველთვის არის მიზანი. ადამიანი, რომელმაც იცის რითი უნდა იხელმძღვანელოს ძლიერია განსაზღვრების გარკვევაში.” ძალაინ ლამაზი და ბევრისმთქმელი სიყვებია,სამწუხაროდ ჩემი არ არის მაგარამ მე ვიზიარებ მათ ..იმავეს გირჩევთ თქვენც .აღმოაჩინოთ საკუთარ თავში თქვენი ალქიმიკოსი მე ,მართეთ ის და თქვენ იქნებით ძლიერი ადამიანი..საერთოდაც სათავგადასავლო ფილმების მთავარი ხიბლიც ხომ ისაა რომ ძლიერი და შეუდრკელი მთავარი პერსონაჟები ყაავს, მაგარმ ალბათ ბევრს თუ მიგიქცევიათ ყურადღება მათი წარსულისათვის, ყველა ძლიერ ადამიანს წარსულის სისუსტე ზურგს უმაგრებს..თითქოს ტკივილმა შეძლო და აქცია ადმიანი რკინად..მაგრამ ძლიერი ადამიანი არ ნიშნავს იყო უგულო.

როგორც მჩვევია ხოლმე ჩემს თავზეც მოვიყვან მაგალითს..ყოველთვის მიმაჩნდა რომ უნდა ვყოფილიყავი ძლიერი ადამიანი, თავი არ უნდა დამეჩაგრა ,რა თქმა უნდა არც სხვა ..,რადგან ნორმალური გოგოებივით რომანტიულ ფილმებზე არ ვტირი ხოლმე და არც უბრალოდ მიჩუყდება გული. გადავწყვიტე ,რომ მე ვარ ძლიერი გოგო და შემდეგში გავხდები ძლიერი ქალი.ქალი ჟურნალისტი ,რომელიც ამ ცხოვრებას სულ სხვაგვარად უყურებს თუმცა ჩემი თავის მაგალითზე მინდა გითხრათ ,, ყველა ძლიერი ადამიანის უკან სუსტი მოფრთხიალე გული იმალება,, ცრემლიანი თვალები ,და უსიდიდესი სურვილი ვინმეს მიერ დაცვისა..ყველა ადამიანი რომ განხვავებულია ეს უკვე კარგაად ცნობილი ფაქტია მაგარმ ,თითის ანაბეჭდების განსხვავებულობა არ ნიშნავს იმას რომ ადაამიანებს საერთო ტკივილი ან სიხარული არ გააჩნიათ..მე ამ პოსტით იმის თქმა მინდოდა რომ არ ენდოთ მოჩვენებით სიძლიერეს ან სისუსტეს.არ ენდოთ პირველ შთაბეჭდილებას არასდორ არავინ იცის როგორი ადამაინის უკან როგორი პიროვნება იმალება..იმედია თავი არ შეგაწყინეთ ამ ჩემი ფილოსოფიებით მაგრამ ძალიან მინდოდა ეს ყველაფერი გულიდან ამომეღო და ახლა უდიდეს  სიმშვიდეს ვგრძნობ. თითქოს დავიცალეო..დღეიდან ვეცდები ისევ შევივსო და თქვენთან დავიცალო:):)

2 thoughts on “..I’m stronger (თამუნა)

დატოვე კომენტარი