ვითომ ძალიან დებილობა (მარიამი)

ბევრჯერ მიფიქრია სიახლეზე და სიმართლე ვთქვა არასდროს მიზიდავდა. მერე “გავიზარდე” და სულ სულსულ შევცვალე ჩემი სამყარო… ახლა იმდენი სიახლე მაქ, რომ ათვისებაც რამდენიმე წელი მოვუნდები… პირველი რათქმაუნდა ბლოგია…


არავის დავუპატიჟებივარ, უბრალოდ მომინდა მეწერა და შევქმენი… იდეა დიდი ხნის წინ იყო, ფრთები ცოტა მერე შევასხი და რადგან მინდოდა უაზრო ცხოვრებისეული ისტორიები არ შემომეყარა თამოც შემოვიერთე…. კარგად აეწყო პარტნიორობა, მაგრამ ამ ყველაფერმა მეგობრობა დაჩრდილა… სალაპარაკო თემად ბლოგი გვექცა და იშვიათად თუ გავცდებით ისიც 1-2 წუთით… უსაზღვრო ბოდიალის შემდეგ “ნატოს სამყაროსა” თუ “ანიჩკას ისტორიებს” შორის აღმოვაჩინე, რომ ხალხს ასეთი რაღაცები მოწონს… შელამაზებული ყოველდღიურობა… ნაწყვეტები დღიურებიდან და სულ არ აინტერესებთ შენი ზემხატვრული პოსტები… (აი მაგალითად “გიყვარს=სძულხარ”, ან “გულიდან ამოსული”) ამის წერის მთავარი მიზეზი ვაღიაროდ ისაა, რომ ჩვენი ბლოგი იმხელა კონკურენციას ვერ გაწევს როგორც “ლიზიკოს ჩანაჯღაბნები” და შევახმებით 80 ნახვას ისიც თუ ვინმე ახლობელზე დავწერ!! ხოდა ნერვებმოშლილმა სოციალურ ქსელებშე შევიხედე… აუუ რა “ზე” კაბა გაცვია… ან “ჩემი შუა თითი შენკენ მოილტვის” ან “რა როჟა გაქ ზედ ეჯექი” ან “ი ჰეით ზის პაპსა ვორლდ” … და მერე იტყვიან რომ ზეორიგინალურები და ზეკრეატიულები არიან… საკუთარი ბიძაშვილით დაწყებული ყველა მე მბაძავს… და რომ იკითხო გემოვნება არ მაქვს… ის ხო ყველაზე საუკეთესოა? ჩემგან მოპარულ ფოტოს 90 კაცი ულაიქებს… ჩემთან მოსმენილი ჯგუფის ვენებგადასერილი ფანია და მერე კიდევ ზემოდან გადმომხედავს… მე როგორც ყოველთვის არ ვიმჩნევ… ერთს ვუთხარი და რა მიპასუხა იცით? “ჩვენ ხომ ვიცით, რომ შენ არ გავხარ სხვებს… ხოდა გგავდნენ სხვები მერე რა მოხდა?” იმ წამს ვერაფერი ვერ ვუპასუხე, მაგრამ ახლა ვხვდები… რატომ უნდა მგავდეს სხვა მე? არ ვარ ისეთი ძლიაერი, რომ ვინმე დავჩდილო… ხოდა ყოველთვის მე ვიქნები წაგებული… ლაწირაკი პლაგეატი! ვერ ვიტან როცა ჩემ რაღაცას ითვისებენ თუნდაც უმნიშვნელოს და პატარა ბავშვივით მწყდება გული, როცა მის ავტორად სხვა მოიაზსრება! ხოდა ნუ იქნებით იდიოტები და ტვინი დაძაბეთ, რომ რამე გამოგივიდეთ, ან მკითხეთ როცა ჩემი რამით სარგებლობას გადაწყვეტთ

2 thoughts on “ვითომ ძალიან დებილობა (მარიამი)

დატოვე კომენტარი