დრაფტებში საგდები პოსტი

გვერდით იჯდა სულ რაღაც 1 მეტრში, მაგრამ მანძილი იმხელა იყო მთელი თბილისი ან უარესი მთელი საქართველო დაეტეოდა.ვუყურებდი შორიდან, ძალიან შორიდან და ვაკვირდებოდი. თმა პატარა ბავშვივით აბურძგვნოდა, თვალის უპეები ჩაწითლებოდა და იღიმოდა… ბედნიერებას ვხედავდი… ოჰ ნეტა ხელი შეეშალა ვინმეს, ან დავბრმავებულიყავი, ან მოვმკვდარიყავი…

ღიმილით გამოიხედა და მოჩოჩდა. ”ოოო არააა, მთელი საქართველო გადაჭყლიტე. ახლა მარტო მე და შენ ვართ ცოცხლები. გილოცავ ”. გადმოიწია და ლოყაზე მაკოცა. დამჟრიალა. ყურსასმენი გამომაძრო ყურიდან და ხმა არ ამოუღია ისე ვისხედით გაჩერების ყუთში მთელი 15 წუთი. მესამე ავტობუსი აღარ ”გავუშვი” დავემშვიდობე და წავედი…

ფეხი ავდგი თუ არა ეგრევე დავხედე. მთელი 1 წუთი ვფიქრობდი წამეშალა თუ არა საზიზღარი სიმღერა.

x1x30

ღმერთო როდინდელი პოსტია. უბრალოთ დამენანა დრაფტებში საგდებად და გამოაქვეყნე.

პ.ს  ამ სიმღერას ვიღაც იდიოტის გამო როგორ წავშლიდი?

6 thoughts on “დრაფტებში საგდები პოსტი

  1. ღიმილით გამოიხედა და მოჩოჩდა. ”ოოო არააა, მთელი საქართველო გადაჭყლიტე. ახლა მარტო მე და შენ ვართ ცოცხლები. გილოცავ ”.
    :დ ჰაჰა ეს ძალიან მომეწონა :დ
    კარგია … რაღაცნაირი (რათქმაუნდა კარგი გაგებით ^^ )

დატოვე კომენტარი