–საოცარია არა?

p8w6c

 

 

 

 

 

 

საღამოობით ,როცა ჩემს ოთახში შევიყუჟები ლოგინზე გავიშოლტები და ვიწყებ ფიქრს ათას სისულელეზე. მესმის ხოლმე ჩემი ლიფტის გამალებული მუშაობის ხმა, მესმის როგორ ამოდის ჩემსართულზე ,როგორ ჩადის ხოლმე.მერე ვიწყებ ფიქრს ვინ შეიძლება დაყავდეს ერთ პატარა კოლოფს.რამდენი ტიპის ადამიანი.ზოგი პატარა ,ზოგი დიდი ,ზოგი ძალიან დიდი.ზოგი ბედნიერი ზოგოც მოწყენილი. მე როცა კარგ ხასიათზე ვარ ვცეკვავ ხოლმე შიგნით ან ვმღერი.როცა ცუდზე ჩემ სართულამდე ჩემს ჩრდილს ვაკვირდები სარკეში.პატარა ყუთი კი მიიიწევს და მიიწევს ზემოთ. მე კიდე ჩემს გრილ ოთახში ვწევარ მარტო და ვუგდებ ყურს  ლიფტის ნელა სინქრონულად მოძრავ ხმას. იცი ამ ხმაზე შეიძლება ბგერებიც კი ააწყო:დ ,ხან წიგნს ვიღებ წავიკითავ ერთ ორ გვერდს .ისევ ფიქრები მაწვება.მერე მუსიკას ვრთავ,მაგრამ ისე ვიძირები ფიქრებში საერთოდ ვერ ვამჩნევ როგორ ცვლის ერთი მომღერალი მეორეს…და ასე გადის ზაფხულის ლამაზი საღამოები ჩემს ოთახში. მე კი ჩემს ფიქრებთან ერთად ნეტარებაში ვღაფავ სულს

ერთ დღესაც ლიფტი გაიღო და რაღაც მძიმედ გადმოგორდა. მარტოსული ჭორიკანა გოგო ვარ იმწამსვე”გლაზოკში” გგავიჭვრიტე და ინვალიდის სავარძელში მჯდარი ლამაზი გოგონა დავინახე.წითელი კულულებით.ისეთი მოწყენილი ჩანდა შემეცოდა .იქნებოდა აბა რაა ,იმ სავარჯელში ჯდომა ალბათ არც ისეთი ადვილია.დავუბრუნდი ჩემს პოსტს. ჩემს ფიქრებს და დავიწყე ჩემი თავის იმ გოგონასთან შედარება,წარმოვიდგინე თავი მის ადგილზეე.არ მომეწონა ეს აზრი და თავი გავიქნიე რომ ამომეგდო. .ახალი დასვენებული ლეპტოპი ჩავრთე და აივანზე ჰაერის ჩასასუნთქად გავედიი

ჩემი ახალი მეზობელი  გვერძე აივნიდან მზის ჩასვლას უყურებდა,რომელიც ნელ-ნელა იწურებოდა ბინების უკან,თითქოს იმ უშველებელა შენობების უკან ვიღაც იდგა და ხვლეპდა მზეს.როგორ გემრიელ წვნიანს. ცას ლამაზ ფერებად აჩნდა ერთ დროს მზის ნამყოფი ჩრდილი.გვეტყობა ორივე მოვიხიბლეთ სანახაობით.წამით გადამავიწყდა  კიდეც ვინ ვიყავი,სად ვიყავი და რამიზნით გავედი გარეთ. ახალი მეზობელი მიყურებდა

–საოცარია არა?

-მართლაც რომ საოცარი,(გავუღიმე მე)

-მალე აღაარ შემეძლება ამ საოცრების ყურება,სამწუხაროა,თუმცა საავადმყოფოს ფანჯრებიდან ყურებას აქ მირჩევნია

-შეილება გკითხო რა გჭირს?

-ლეიკემია

(ისე თამამად მომიგო თითქოს დაბადების დღე ქონოდეს)

-ეგეთ სახეს ნუ მიიღებ,ვითომ და წუხარრ.შენ არც კი მიცნობ იქნებ და კი ვიმსახურებ ამ დაავადებაას.რას გაიგებ

-არამგონია ვინმე იმსახუურებდეს ასეეთ რამეს.მე თაკო

-მე ნია.

-აიი უკვვე გიცნობ და ნამდვილად არ იმსახურებ

-შენ არიცი რა ჩავიდინე.(მრავალმნიშვნელოვნად გამიღიმა.თუმცა ვერ მივხვდი რა იგულისხმა.ანნდა რაუნდა ჩაედინა ერთი შეხედვით უმწეო გოგოს.უცებ სახლიდან კაცის ბოხი ხმა შემომესმა და ჩემი ახალი ნაცნობი შინ შეიყვანა.

-კარგაად.

ის უკვე შესული იყო. ისევ ჩემ ფიქრებში ჩავეფლე.დავუბრუნდი ჩემს ლეპტოპს .უიი როგორ ჩამოღამებულა,შუქი ავანთე და კონიაკი გამოვიტანე, ლამაზ ღამეს მოუხდებოდა. პეპლები შუქის ირგვლივ დაფრინავდნენ და სულელებივით ეჯახებოდნენ. ისევე როგორც სულელი ადამიანები მიყვებიან ცრუ გზას და ბოლოს საკუთარ შედეგს ეჯახებიან ხოლმე.წინა ბინაში ,ერთი შვტუხა ბიჭი ცხოვრობდა,რომელსაც დიდი ხანი ვუთვალთვალებდი,.დილას ადგომისას ფანჯრებს აღებს ხოლმე,თითქოს მის ნავარჯიშებ პრეს ჰაერს ასუნთქებსო. ოთახში დაბორიალობს,მერე გემოვნებიანად ჩაიცმევს,ერთხანს სარკეში იტრიალებს და მერე მთელი დღით სადღაც უჩინრდება.საღამოს ხან გოგოებთან ერთად ბრუნდება,ხან მეგობრებთან ერთად,.რას არ აკეთებენ ხოლმე, მაგრამ ეს ბიჭი ბოლოს მაინც მარტო რჩება. ჯდება ხოლმე რაფაზე და იყურება ცისკენ. რამდენჯერმე ღამე გამომღვიძებია და დამინახავს როგორ ზის ჩაფიქრებული და ცისკენ იყურება

მეორე დღეს სადარბაზოში ალიაქოთი ატყდა. ჩემი ახალი მეზობელი საავადმყოფოში წუყვანიათ საცოდავი გოგო. ალბათ როგორ წვალობს.არადა ჩემზე ოდნავ პატარაა ალბათ 17 18 წლის იქნება.სამწუხაროდ არ შემეძლო გამეგო რა მოხდა სამსახურში მეჩქაარებოდა.

სახლში დაბრუნებისას აივანზე გავედი ყავის ჭიქით და ისე შევხტი დუღარე ყავა სულ კაბაზე გადავისხიი.გოგონას გაეცინა,,შეგეშინდა არა?

-რაუქნეს შენს წითელ კულულებს?

-გამცვივდა

-უიი ცუდია.სხვათაშორის ასე თვალები უფრო გამოგიჩნდა,.დამანახეე უიი რალამაზიი ფერია. ნახე მოდების ჟურნალი მაქ ,გიყვარს მოდა?

და ასე ვსაუბრობდით მე და ნია ,მთელი საღამოები, ერთ დღესაც, ნაწვიმარზე, ადიელაში გახვეულებს რთულ თემაზე მოგვინდა საუბარი და მანაც თავისი ისტორია გამიმხილა.

დედა ლეიკემიით ყოფილა ავად, როცა მამიკო გაიცნო.ერთმანეთი ისე შეუყვარდათ არც აინეტერესებდათ რომ დედა მალე მოკვდებოდა.იცი თურმე მე ვგავარ ძალიან .მისი ზუსტი ასლი ვყოფილვარ . ძალიან ლამაზი შეყარებულების პერიოდი ქონიათ, ერთ დღესაც დედიკომ გაიგო რომ ორსულად იყო,ექიმები უკრძალავდნენ ,მაგრამ თვითონ მუცელი არ მოიშალა.იცოდა რომ გადაყვებოდა ორსულობას მაგრამ დედობის ძლიერი სენი შეეყარა და დაავადდა ამ დიდი გრძნობით.მთელი 9 თვე კარგად იყო.ყველას იმედი მიეცა რომ გადარჩებოდა,თუმცა მამა მაინც ჩემს მოშორებას ურჩევდა.ყველას ვძულდი თურმე, იმიტორო მე დედაჩემის ენერგიას ვისრუტავდი,მისი სიცოცხლით ვცხოვრობდი და ერთ დღესაც შვიწირავდი .ასეც მოხდა.ის ჩემს მშობიარობას გადაყვა. ვერავინ მიტანდა,მამაჩემს ჩემი გადაგდება უნდოდა,ეს ბავშვი არ დამანხოთო.მაგრამ როგორც კი დამინახა თურმე სახე შეეცვალა.ალბათ მსგავსება შენიშნა და მის მერე მამიკო მიწევს დედობასაც ბაბუობასაც დეიდობასაც და საერთოდ ისაა ჩემი ყველაფერი.და ახლა მეც მისი დაავადება გამომყვა.ჩემი თავი არა მამიკო მეცოდება,არ შეიძლება ცხოვრებამ ორი ძვირფასი ადამიანი წაართვაას

 

-ოო რა სევდიანი ისტორიაა

.მოყოლის მერე უხერხული სიჩუმე დავარღვიე მე.გულში გამიელვა დედამისის ისტორიამ და მომინდა კიდეც მის ადგილას ვყოფილიყავი. დაღამებულა ვერც მივხვდარვართ საუბარში.

-იცი ,იქ წინა ბინაში ერთი კარგი ბიჭი ცხოვრობს ,ძალიან სიმპათიურა არა? ხშირად იყურება ხოლმე ჩვენი ბინისკენ.(კეკლუცად გამიღიმა მან)

-ხოო ,სიმპათიური ბიჭია მეც შევამჩნიე.

გოგოებოო ბიჭებზე ჭორავი ხვალ.მოისმა ალერსიანი ხმა ნიას სახლიდან,და გამოვიდა სევდიანი თვალებით დამძიმებული კაცი.ახალგაზრდა კაციი რომელსაც ცხოვრების სიმწარე სახეზე დამჩნევია.ნიას ნაზად აკოცა თავზე და ალერსით სახლში შეიყვანა.-კარგად მითხრა მან.მომავალ საღამომდე

ჩემმა ახალმა მეზობლებმა ძალიან გამიტაცეს.ხშირად ვფიქროდი ხოლმე მათზე.მამამისის საქციელმა მომხილა.ვუყურებდი როგორ ალერსით ელაპარაკებოდა ნიას, როგორ უვლიდა და სათუთად ექცეოდა. ვუყურებდი როგორ იჯდნენ ხოლმე აივანზე და მზის ჩაასვლის ყოველსაღამოურ სანახაობას გაცქეროდნენ.რაღაც დროით მეც მათ ნაწილად ვიგრძენი თავი,წარმოვიდგენდი ხოლმე თავს მათ ოჯახის წევრად და ხასიათი მიკეთდებოდა.

ერთ საღამოსაც, მოპირდაპირე ბინის ერთ სართულზე წარწერა დავინახე, მერე სხვა წარწერა და ასე მხვდებოდა ყოველ საღამოს, როგორც ჩანს ჩემი ახალი მეზობელი და სიმპათიური წინა ბინელი ერთმანეთს ეპრანჭებოდნენ. გულში სითბო ჩამეღვარა, მომეწონა ის იდეა რომ ცხოვრება ამ ადამიანებისთვისაც იმეტებდა რაღაც კარგს.

ერთხელაც,ღამე ხმაური მომესმა შემეშინდა და გარეთ გავიხედე. ნიას ბალკონი სულ ყვავილებით იყო სავსე, წინა ბინელი სიმპათიური ბიჭი კი ძლივს მიბობღავდა ქვევით, მესიამოვნა , დილას კი ნიას კისკისმა გამაღვიძა.ძალიან ბედნიერი ჩანდა ბარათზე რაღაცას კითხულობდა.ასეთი ბედნიერი თვალები ჯერ არმინახავს, უნათებდა ღია ოქროსფრად და მეგონა ასხივებდა იმ სითბოს და სინათლეს რსაც მზე ასხივებს ხოლმე. უცებ შეიცვალა სიტუაცია და წითელი ვარდები ,წითელი სისხლითვე მოითხვარა. მალევე საავადმყოფოში ვიყავით.გოგონა დიდი ბედნიერებით გარდაიცვალა.წავიდა დედასთან რომელთანაც შეხვედრაზე ყოველ საღამმოს ოცნებობდა. წავიდა გასხივოსენებული თვალებით ბედნიერი,ამ ცხორებისგან ნატანჯი გოგონა.

ნეტა გენახათ მამამისი რა დღეში იყო, არასდროს დამავიწყდება მისი თვალები უდიდესი ტკივილის გამომხატველნი.არასდროს დამავიწყდება ის მძიმე პერიოდი რაც მაშინ გადავიტანეთ ერთად.ახლა კი მე ვარ საავადმყოფოში 9 თვის ფეხმძიმე და ველოდები ნიასნაირ ანგელოზის დაბადებას ამ  სამყაროში. მამამისი კი ახალი ქალიშვილის გულში ჩაკვრას.

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s