ერთი უბრალო,სადა ისტორია … (თამუნა)

tumblr_mnda1fBd4O1s8fglzo1_500

-ერთ დღეს დამითმობ?

ამ წინადადებაზე ფიქრით დამეძინა. მოდი ჯერ ჯობია მოგიყვეთ თუ რა ქარბუქი ტრიალებს ჩემს ცხოვრებაში.

დიდ ქალაქში გადასული ერთი დაბნეული გოგონა ვიყავი. გაგეცინებათ და თვალებს დიდი ძროხასავით ვაცეცებდი ირგვლივ.17 წლის აბიტურიენტობა გამოვლილი ძალიან შეცვლილი,და უნივერსიტეტის მომლოდინე გოგონა რომელიც(არაა რაღაც ძაან მხატვრული გამოვიდაა) დაბნეული ცდილობდა გაერკვია რომელი მარშუტი მიდიოდა მის ახალ სახლამდე, მანამდე კი ის უნდა გაერკვია რა ერქვა მის ახალ უბანს.ცოტა რთული საქმეა არა? არადა სწორედ ეს გოგონა აპირებდა დიდი კარიერის შექმნას.დიახ ეს დაბნეული გოგონა..ოო მივულოცოთ მან მიაგნო საკუთარ საცხოვრებელს. ბევრს აღარ გავწელავ .ეს პრანჭია გოგო პირველად მივიდა იმ საოცნებო უნივერსიტეტის კარებთან რომელზეც ამდენი უფიქრია.და შენ ფიქრობ დაეჯახა სიმპათიური ბიჭი და ბახ ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდათ? (ოო არაა ესეთი ბანალურიც არ ვარ) .

არაჩვეულებრივმა დღემ ჩაიარა სრულიად ჩვეულებრივად.არადა არც ვიცი რას მოელოდა:დ უბრალოდ ადამიანის ფანტაზია ღრმაა იცი? ძალიან ღრმა და თავი უკეთ რომ იგრძნოს ურჩევნია რაღაც უფრო გააფერადოს ამ შავ-თეთრ ცხოვრებაში,ჩვენი მთავარი გმირიც ასე იქცეოდა ,ყოველ გადამწყვეტ მომენტში მისი ცხოვრებისა

ჯერ კიდევ პატარა ქალაქში ცხოვრებისას ფიქრობდა , გაიცნობდა მის პრინცს .არა არც ბმვ ზე ამხედრებულს და არც პარიზში ჩაზმანულს.პრინცს რომელიც იქნებოდა მისი მონათესავე სული.ზედმეტად რომანტიული გოგოა არა? .. რას ვიზამთ ასეთებიც არსებობენ ,თუმცა იარსებონ ისინი ცხოვრებას ილამაზებენ. ხოდაა ეს ლამაზი ,შავტუხა გოგო ყოველ დილით განსაკუთრებით ემზადებოდა ახალი ცხოვრების შესახვედრად. მგონი ძალიან ბოროტი არვიქნები თუ ვიტყვი რომ ,ჩვენი პერსონაჟის 1 წელმა განვლო ლოდინში და ლოდინში, ლამაზი , საოცნებო პრინცის ლოდინში

იყო და არა იყო რა ,და ეს გოგონა არ კარგავდა იმედს. მეც კი დავკარგე იმედი რომ მას შესაფერისს ბიჭს ვუპოვი ,იცი რა მკითხველო მეც სენტიმენტალური აღმოვჩნდი ,მოდი შევურჩიოთ მას პრიცნიი რათა იყოს პრინცესაა.

ერთ დღსაც.არაა არაა არ ვარგაა. მოკლედ ერთ ჩვეულებრივ დღეს . მისი პირველი სასწავლო წლის დასასრულს, ამხედრებულს მაღალ ქუსლებზე, მოხდა სასწაული და მის ფეხსაცმელს უცაბედად ქუსლი კოტყდა. ლამაზი ზღაპარია არა?კიი იმას თუ არ გავითვალისწინებთ რომ ერთი ხეპრე უზრდელი ახალგაზრდა. ცდილობდა სიცილიც კი არ შეეკავებინა:დ სიმართლე გითხრათ მეც გამეცინებოდა.არაა ძალიან გამეცინებოდა:დ

-მაგ დროს გოგოს ეხმარებიან ,გამამხნევე იცი? (გამოიჩინა მხნეობა და ფეხსაცმელ გახდილმა განაგრძო გზა.ჩვენი რომანტიკული გოგონა სულაც არ ყოფილა მთლად გულუბრყვილოო.)

რატომღაც მოცინარ ბიჭუნას აღარ ეცინებოდა, გადიდებული თვალებით ადევნებდა თვალს გოგონას თითოეულ ნაბიჯს მის წინააღმდეგ გადადგმულს.მოხდა საოცრება და უკვე მთელ ქალაქში ორი ადამიანი დააბიჯებდა ფეხშიშველიი.კიი რომანტიკაა მაგრამ მტკივნეული.და ნუთუ ვერცერთმა მოიფიქრა ტრანსპოერტში ასვლა? აა ჰოო ეს ხომ რომანტიკაა..

მაგრამ მაინც ისიც რომანტიკად ჩავთვალო მთელი გზა რომ ხმა არ ამოუღიათ.არც სახელი არც ასაკი , არანაირი ბანალური წინადადებები და კითხვები .ასე დაშორდა ორი გადარეული ერთმანეთს..

მე რომ მართლა ახალ ისტორიას ვიგონებდე ალაბათ უფრო სიახლისთვის ამ გოგონას რომელსაც,ემილია ჩვენთვის მია ერქვა,მოკლედ ჩვენს მიას არ შევახვედრებდი ისევ იმ ახალგაზრდას.მაგრამ ეს ისტორია მოხდა და მე მას უბრალოდ ვიხსენებ ამიტომ ,ხოო ისინი ერთმანეთს შეხვდნენ,არც ისე უცნაურად და არც ისე ნორმალურად ,ისევ ქუჩაში ,ახლა მხოლოდ წვიმაში .ერთხან შეყურებდნენ ერთმანეთს …

Advertisements

3 thoughts on “ერთი უბრალო,სადა ისტორია … (თამუნა)

  1. უუჰ,ძალიან მომეწონა,განსაკუთრებით დაწყება. ალბათ იმიტომ,რომ ზუსტად ასეთად წარმომიდგენია საკუთარი თავი,როცა ჩემი პატარა ბათუმიდან (სადაც ვახერხებ და ზოგჯერ ვიკარგები) უნდა გადავიდე დიდ თბილისში,რომლის არც ერთი ქუჩა წესიერად არ ვიცი. ცოტა რთული საქმეა :დ ხოდა მეც ძალიან ბევრს ველოდები და მეც ვაპირებ დიდი კარიერის მოწყობას,მაგრამ აი ამ პოსტმა ცოტათი მაინც (სულ ცოტათი) დედამიწაზე ჩამომსვა :დ ♥

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s