მე გავბრწყინდი ისე როგორც სხვები. (თამუნა)

d04ccf4295f67dd5d3a4d683a7fef17b

ჩემი დამპლური ცხოვრების მანძილზე პირველადაა როცა თავს თავისუფლად ვგრძნობ, როცა სახეზე ჰაერის რბილი ნაწილაკები მეხება და მთელი ძალით მივქრივარ სადღაც უსასრულობაში.და ბოლოს როცა თითქმის ფრენის მომენტი ვიგრძენი ,და ნეტარებას მივეცი თავი მოხდა დიდი აფეთქება ამ სამყაროსა და იმ სამყაროს შორის. მე კიდე სადღაც შუაში გავიჭედე.მაგრამ საოცარი იცით რა იყო? არც სუნთქვა მჭირდებოდა.არც ჭამა არც ძილი.ენრგიაც ულევი მქონდა ,მე უკვდავი ვიყავი.არა .არა ნახევრად უკვდავი.სწორედ ესაა მთავარი კითხვა სად ვიყავი? ადგილი არ მეცნო დედამიწისთვის ზედმეტად სრულყოფილი იყო.არც ადამიანები ყველანი გაბრწყინებულნი იყვნენ , არა ისეთები როგორებიც ნიღაბ აფარებული დედამიწელები არიან.არც სახლები იყო და არც ქალაქები. და რაც ყველაზე საოცარი იყო გამქრალიყო ის ნაღველი რაც მანამდე გულს მიღრღნიდა.

იცით რა ნაღველზე ვამბობ?აიი იმ ჭაობზე რომელშიც ადამიანები არამხოლოდ საკუთარ თავს სხვებსაც იყოლებენ ხოლმე.აიი იმ ჭაობზე რომელიც სიცრუითა და ბოროტებითაა სავსე..მერე გამოდგება ერთი ჭკუათმყოფელი და იტყვის ” ღმერთო რატომაა ეს ცხოვრება ასეთი სასტიკი?” ეს იცით რას გავს? ვინც უცოდველია პირველი ქვა მან ისროლოსო .ხოლო ეს გონება დაკარგული ხალხი ერთდროულად ,დაუფიქრებლად და წარშეუხრელად სროულობენ არა ქვას არამედ დიდ ლოდს .აიი იმ ლოდს რომელიც სამუდამო დაღს ასვამს შენს ცხოვრებას.

ვერ მიმიხვდი არა? არაუშავს .ცხოვრება შენც გასწავლის .არა რატო ცხოვრება? ადამიანები ჩაგიტარებენ ამ უფასო გაკვეთილს.რომელიც ცხოვრებას მოგიწამლავს.და მერე შენ იტყვი ნუთუ როდის გადავიქეცი ასეთ ურჩხულად.და დაიწყებ იმ ერთადერთ ნათელ წერტილზე ფიქრს რომელიც შენშია.და რომელიც უკვე სულს ღაფავს.ზოგი ადრე ეგება გონს და როგორც იტყვიან ნაკვერჩხალს ცეცხლად აქცევს ხოლო უმეტესობა მის სასოობას ერთ დიდ ყინულად გადააქცევს და დადის ასე დიდი ყინულის ლოდი.

ეს სიტყვები ისე გადაიკითხე არც დაფიქრებულხარ არა? არაუშავს ცხვორება ჩაგიტარებს ამ გაკვეთილს,თუმცა ცხოვრება რატო .ადამიანები ჩაგიტარებენ უფასოდ ,ყოველგვარი გარჯის გარეშე,. თუმცა აქაც შეიძლება გამოჩნდეს ერთი რომელიც თავაწეული იტყვის რომ გასამრჯელო ჭირდება .ამ დიდი ცხოვრებისეული გაკვეთილისთვის

მე ჩამიტარდა უკვე დედამიწეული გაკვეთილი. მე გამიმართლა თუ შეიძლება ამას გაამრთლება დავარქვა. ერთმა ნიღაბმორგებულმა ადამიანმა.თითქოს ლამაზი ცხოვრება დამანახა.ის მართლაც ლამაზი იყო მაგრამ ყალბი.და უცებ კადრი დატრიალდა .დატრიალდა ძალიან სწრაფად როგორც ქარი რომელსაც ქარბობალას ვეძახით ,არა უფრო ისე როგორც შენ ტრიალებდი ხოლმე პატარაობაში.მერე მე დავინახე ნამდვილი სამყარო .ის ისეთი შავ-თეთრი იყოო ,ისეთი ისეთიი

აიი ამ ნაღველზე გეუბნებოდი.ახლა კი არვიცი ცოცხალი ვარ თუ მკვდარი არც აქვს მნიშვნელობა,. მე ვპოვე სიმშვიდე. მე ვპოვე ბედნიერება .თუმცა სანახევრო . ხოო აიი ჩემი კითხვაც რატომ არ ვარ მე სვებივით ნათელი?

ხო იმის თქმა დამავიწყდა, აქ ყველას გესმით რაღაც ხმები? აი ბოდვასავით.რატო არავინ მაქცევს ყურადღებას? რატო მესმის მუდამ მისი ხმა.ნუთუ აქაც უნდა დამტანჯოს და მოსვენება დამაკარგვინოს. შენ მკითხველო თუ მიხვდი საერთოდ რა ხდება ჩემს თავს, ვერა ვერ მიხვდი .ის მეხვეწება იცი? მეხვეწება მასთან დავრჩე მე მესმის მისი ხმა.შენ არგესმის. მე მინდა დაიტანჯოს იმისთვის რაც გამიკეთა მაგრამ მანაც პოვოს ბედნიერება ,ეს ხომ ასეთი კარგია. მე ის მიყვარს მკითხველო ძალიან მიყვარს და ეს მკლავს. მაგრამ მე თუ მას დავუბრუნდები დავბრუნდები იმ სულელ დედამიწაზე სადაც ყოფნა ყველაზე ნაკლებად მინდა.

ის მეუბნება რომ ერთმანეთს ისევ ვნახავთ. მართალია ჩვენ ისევ შევხვდებით ,აი აქ . მე დაველოდები არა 1 წელი ან 10 არამედ მთელი მისი ცხოვრება.ის იფიქრებს ჩემზე .იცხოვრებს ჩემით და ბოლოს იპოვის ბედნიერებას აქ.. მატყუარა დედამიწისგან შორს

ახლა კი დროა გამორთოთ სასუნთქი აპარატი ექიმებო.მე დარჩენა გადავწყვიტე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s