მზე (მარიამი)

დედა ყოველთვის მარიგებდა ცეცხლს არ ეთამაშოო. არ იცოდა, რომ ცეცხლი მზეა, მზე კი ყველაფერი.
მზე სამყაროა, მზე დედაა, მზე მთელი გალაქტიკაა.
არასდროს არ მიზიდავდა უაზროდ ყიალი თანატოლებთან ერთად. არც თამაშები გამომდიოდა მაინცდამაინც. ლაპარაკს ნუ იტყვი, რომ ჩავირთვებოდი ვეღარ ვჩერდებოდი. და ვისთან უნდა მელაპარაკა ქუჩის ტურტლიან ბავშვებთან?
მე ღრუბლი ვიყავი და მზე ვიპოვე.
მზე რომელიც ანათებდა და სითბოს ასხივებდა.
ის იყო ფიქრების, წერის, სიყვარულის, მეგობრობის საწყისი.
მზე ყველაფერი იყო.
მე მზეში თუ მზე ჩემში იყო ყველაზე დიდი საჩუქარი.
და ის მოკვდა.
როგორ გავიმეტე სასიკვდილოდ არცკი ვიცი.
ახლა შენ ალბათ ზიხარ სადმე, მაგალითად სოფელში. უსმენ რამეს, მაგალითად ჩარკვიანს. წერ რამეს მაგალითად პოსტს.
მერე ადგები, აივანზე გახვალ და მოუკიდებ. ჯერ ერთს, მერე მეორეს.
დაგიბერავს უზარმაზარი ფიქრების ტალღა.
ჩაიძირები, ამოტივტივდები, ისევ ჩაიძირები.
ცოტას ჩაყლაპავ. ნაწილს ამოაფრქვევ.
მზე დასველდება, ნელ-ნელა. ცოტცოტად.
მზე ჩაქრობს დაიწყებს.
და ჩაქრება.
მზე მოკვდა.
მოკვდა და ვსო.
ტყუილად ვცდილობ გაცოცხლებას.
უბრალო ღრუბელი ვერასდროს შეძლებს მზის ანთებას.
-მზე რომ მოკვდეს მოხდება რამე?
-არა. მზე არ მოკვდება. მზე უკვდავია.
დიალოგი მახსენდება.
იცი ძვირფასო მეგობარო, შენ შეცდი.
ალბათ ვერასდროს ვერ გეტყვი ამას პირადად. უკვე წახვედი.
ჰოდა იმის თქმა მინდოდა, რომ…
დაიკიდეთ, არაფერი!

dsss

Advertisements

3 thoughts on “მზე (მარიამი)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s