წერილი დედას რომელიც არ მყავს..

3cde2fc25290

წერილი დედას რომელიც არ მყავს..

დაწყება ყოველთვის მიჭირდა და შენ ეს იცი.უამრავი ფიქრი და აზრი მაწვება არვიცი რომელი  ერთი გადმოვანთხიო. მთელი ჩემი მე ცდილობს ამ დარდისგან განთავისუფლდეს. მეორე მე კიდე ამ ცხოვრებას ფეხი აუწყოს .მაგრამ სასაცილოა ის რომ არცერთში მიმართლებს. პოკერივით ხან ვიგებ და ამ მოგებულს უმეტესად წაგებული ცვლის. დედა მხოლოდ შენ გეუბნები აბა ხვას ვის, ქალს რომელმაც 9 თვე მუცლით მატარა. წლამდე ხელით და დანარჩენი გულით .ქალს რომელიც ჩემ ყოველ წაქცევაზე თითო ცრემლი გადმოუვარდებოდა ხოლმე.ხოო შენ გეკითხები როგორ ისწავლე ცხოვრება და როგორ წახვედი ისე რომ მე ის არ მასწავლე.როგორ გამიმეტე დაგეტოვებინე მარტო ამ ჯურღმულში სადაც ელვა გაიელვებს და მზის სხივი გვგონია. რატომ არ წამიყვანე შენს სამყაროში,რატომ მომაშორე შენ კალთას.ამას ვერასდრიოს გაპატიებ შენ გამწირე მწარე მარტოობისთვის

შენ გგავარ იცი? ხოო აი შენ გარეგნულად ძლიერი და ბავშვური ხასიათის. იცი ხშირად მახსენებენ შენ თავს და მეუბნებიან რომ შენი საუბრის ან ქცევის მანერა მაქვს ,და თითოეულ გახსენებაზე გულში კიდევ ერთი ისარი მხვდება.მაგრამ ვამაყობ იმით რომ შენ გგავარ გარეგნულად მაინც.შენ ხომ ქალის იდეალი იყავი პატარაობიდან .იცი როგორ ვამაყობდი და მიხაროდა რომ ასეთი ლამაზი დედიკო მყავდა? იცი როგორ ვყვებოდი ჩემს მეგობრებთან შენს იდეალზე.. რამდენჯერ წარმომედგინა რომ საუკეთესო მეგობრები ვიქნებოდით , რამდენჯერ წარმომედგინა რომ ერთნაირ ტანისამოს ჩავიცმევდით და ორი საუკეთესო მეგობარი სულ ერთად ვიქნებოდით.შენ კიდე დამტოვე ამ ცოდვილ წუთისოფელში.გამწირე

ძალიან მიჭირს. ხშირად ვფიქრობ რომ მეტს ვეღარ გავძლებ და წავიქცევი მაგრამ სასწაულით ფეხზე ვდგები.მაგრამ ახლა სხვაა , სულიერად დავეცი ,.ძალები გამომელია იცი?ბევრჯერ მოვტყუვდი , ბევრჯერ მიღალატეს. ვეღარ ვიტან ნაცნობების სიბრალურით აღსავსე თვალებს .ჩემი ჩავლისას აჩურჩულებულ ტუჩებს. მაინც რა სასტიკნი არიან ეს ადამიანები. არავინ მყავს ვისაც ბოლომდე ვენდობი .არავინ მყავს ვინც ჩემგან რაიმეს არ მოელის. ერთი შენ და ისიც ზეციდან გადმომყურებ დავიღალე .ძალიან დავიღალე .შენ კიდე გამწირე

ვაპირებ იქ წამოვიდე სადაც სამუდამოდ ერთად ვიქნებით ორი მეგობარი..

file not send.

p.s.დედა ცოცხალი მყავს და კარგად არის. ჩემს თავზე არ მიიღოთ.თუმცა რაღაც რაღაცეები მეც მეხება

Advertisements

9 thoughts on “წერილი დედას რომელიც არ მყავს..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s