ადმიანები ერთმანეთს კარგავენ (მარიამი)

მე ხო სულ იმას ვამბობ რომ ყველაზე მარტივი იმის დაკარგვაა რაც ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. მაინც ყველაზე მნიშვნელოვანს ვატან ქარს უაზრო პრინციპების გამო. და ეს ქარი იმაზე ხშირად ქრის ვიდრე ოდესმე.

ადამიანები მარტივად კარგავენ ერთმანეთს და მერე მთელი ცხოვრება იმაზე ჩალიჩობენ რომ ურთიერთობა აღიდგინონ. სიტყვებს ეძებენ უმარტივესი დიალოგებისთვის და ავიწყდებათ მთავარი, სითბო.

სითბო ატირალებს დედამიწას. ის სითბო რომელსაც ვერცერთი სმაილიკით ვერ გამოხატავ.

ხანდახან მინდება, რომ ჩავეხუტო ყველას ვინც მიყვარს და მერე მახსენდება უზარმაზარი კედელი. ძნელია საკუთარი პრინციპების გადალახვა.

ადამიანები ხშირად ვკარგავთ იმას რაც ბევრია ჩვენთვის. ჩვენთვის სითბო ძალიან ბევრია. ადამიანს არ შეუძლია სითბოს დატევა, ან თუ იტევს ვერ გასცემს.

ქარს ვატანთ მოგონებებს, ფიქრებს, მომავალსაც კი.

მე არ მინდა 2 კვირის მერე ვიწუწუნო იმაზე, რომ შენ არ გაგახსენდი.

და 2 წლის მერე კედელზე დაგიპოსტო რომ ძალიან დავიკარგეთ.

და მთელი დღეები ველოდო როდის მომწერ პირველი, როდის შემომთავაზებ სადმე წასვლას ან რავიცი…

ადამიანები ერთმანეთს ვკარგავთ. არ მინდა ისევ ისეთი უცხოები ვიყოთ როგორც 1 თვის წინ.

შენ ფეიერვერკს ანთებ ჩემში.

ძალიან უაზრო განაცხადია, მაგრამ რავიცი.

რავიცი.

მე არაფერი არ ვიცი.

2 thoughts on “ადმიანები ერთმანეთს კარგავენ (მარიამი)

დატოვე კომენტარი