პარალელური , საოცარი სამყარო

d04ccf4295f67dd5d3a4d683a7fef17b

 

 

 

 

 

 

 

ყოველ თვალების დახუჭვისას ამ სამყაროს ვეთიშებოდი ხოლმე, ახლა კი გადავწყვიტე ისე მაგრად დამეხუჭა რომ წამწამები ყვრიმალებს შეხებოდა, ხოლო გახელისას უცნაურად ამწვოდა.

პირველი ეტაპი:თვალებს ნელა ვხუჭავდი .იმდენად ნელა რომ პროცესი რამდენიმე წამს გაგრძელდა.

მეორე ეტაპი: გამოვთიშვოდი რეალობას,რაც არც ისე მარტივი იყო..ესეც გამომივიდა, გონება სადღაც შორს გადავისროლე, და დავიწყე ფიქრი იმის ასრულებაზე რაზეც მუდამ ვოცნებობდი. იმწამსვე ცათამბრჯენის სახურავზე აღმოვჩნდი, რამდენიმე წამის ქანავის შემდეგ წონასწორობა დავიცავი და ადგილზევე დავრჩი, ირგვლივ ნისლს დაესადგურებინა,თმა მეწეწებოდა თავს ღრუბლებში მოფარფატედ ვგრძნობდი.ვერ ვარჩევდი სად ვიყავი ,მხოლოდ ის ვიცოდი რომ ძალიან ძალიან მაღლა ვიყავი , გამოკიდებული ცასა და მიწას შორის. ხმაზე გვერდით გავიხედე და თვალებს არ დავუჯერე. უზარმაზარი ცათამბრჯენი ჰაერს მოაპობდა და მალევე აღიმართა ,იმაზე მაღალი რომელზეც მე ვიდექი ,შემდეგ მეორე ,მესამე ,მეოთხე და ა.შ თითქოს ჩემ ირგვლივ შენდებოდა სამყარო,საოცარი სანახავი იყოო.. ნელ-ნელა ნისლი გაიფანტა .და დავინახე სამყარო რომელიც ჩემ ირგვლივ შენდებოდა ნელა იძირკვებოდა ხეები მიწიდან. დიდი და პატარა შენობები, მანქანები და ბოლოს ხალხიც. მაგრამ არცერთ ჩემს სიზმარში ხალხი არ ყოფილა, ყველგან მარტო ვიყავი ,მარტო მე ჩემს ახალაშენებულ ქალაქში, უცებ თითქოს ნიავმა ხელი მკრა, წავიბორძიკე, თავი ვეღარშევიკავე და სვლა დავიწყე მიწისაკენ. ვგრძნობდი როგორ ეხეთქებოდა ჩემი ზურგი ჰაერის ნაკადს, როგორ მიზიდავდა დედამიწა, მთელი არსებით მეგონა რომ მიწას დავენარცხებოდი ამიტომ, ვტკბებოდი ბოლო შესანიშნავი წამებით,წამებით როცა  ფრენის შეგრძნება ვისწავლე,მიწას ისე მივუახლოვდი ,რომ უკვე მანქანების ზუზუნი მესმოდა მაგრამ საკვირველი იცი რა არის? არ მეშინოდა ,ოდნავადაც არ მწყდებოდა გული, რომ ჩემი ცხოვრება დასრულდებოდა, მე ვგრძნობდი თავისუფლებას და ბედნიერებას და ეს შესანიშნავი იყო.

უკვე ხეების სუნს ვგრძნობდი ჩემდა გასაკვირად მე კი არ მივუახლოვდი დედამიწას არამედ ის მომიახლოვდა მე, დარტყმა მტკივნეული და მწარე კიარა რბილი და სასიამოვნო აღმოჩნდა. გონს მოვედი, გაოცებული თვალებით შევყურებდი გარემოს, ტვინმა გვიან აღიქვა  ის სილამაზე რაც ჯერ თვალებმა დააფიქსირა, ენა უძლურია გადმოსცეს სილამაზე , თვალები უძლურია აღიქვას ყველა ის ფერი , ყველა ის სპექტრი და სხივი. დავდიოდი დავდიოდი და დავდიოდი გაუაზრებლად, ვათვალიერებდი გარემოს და ვფიქრობდი ,ღმერთო ნუთუ ეს სასწაული არ არის. გაოცებისაგან გონებადაკარგულმა ვერ შევნიშნე ის რომ,ამ უცნაურ სამყაროში ვერავინ მამჩნევდა, დავდიოდი როგორც სული საიქიოდან დაბრუნებული . უცებ უცნაური სიმარტოვე ვიგრძენი.სიცარიელე ჩაღვრილი დენთად გულში , და მონატრების ის ნაპერწკალი რომელიც დენთს ცეცხლად აქცევს.სიცარიელემ კვალი დამიტოვა და ფრენისგან განცდილი ბედნიერება, სასწაული გარემო შიგ შთანთქა. თითქოს , პარალელურ სამყაროს ბურუსი მოადგა, ნაცრისფერი და უღიმღამო. დავდიოდი მარტოდ გადაკარგული სულივით და ვფიქრობდი შემევსო სიცარიელე.

თვალები დავხუჭე , დავხუჭე ისე მაგრად რომ წამწამები ყვიმალებს ეხწბოცდა, ისე დავხუჭე რომ გახელისას მტკიოდა, პარალელური სამუარო ისევ მზიანი და ნათელი გამოჩნდა , თავი გავაქნიე და სიცარიელეზე ფიქრი თავიდან მოვიშორე. განვაგრძე ტკბობა პარალელური სამყაროსი. დავდიოდი ლანდივით ადამიანთა შორის, და შიში დამეუფლა ვგრძნობდი ვკარგავდი ჩემ თავს .ჩემი მე ნელა ქრებოდა ვრჩებოდით მარტო ჩემი ლანდი და პარალელური საოცარი სამყარო. პანიკამ მოიცვა ჩემი გონება ,შიშმა ამიტანა, უკვე საკმაოდ მივიწყებული ყოფილი ცხოვრება გამახსენდა, ჩემ შიშთან ერთად ვხედავდი რომ, ლამაზი ფიქრები ქრებოდა, შენობები უჩინარდებოდა, რჩებოდნენ მხოლოდ ადამიანები,მუდმივად მოძრავნი და წაშლილი სახებით სადღაც მიმავალნი.ქრებოდა ის სილამაზე რომლითაც ასე აღვფრთოვანდი, გაქრა ის კოშკიც რაზეც თავიდან ვიდექი, შიშს ჩემი გული გაპობა დაგარეთ გასვლა უნდოდა როგორც ბუნების ჩიტს გალიაში გამომწყვდეულს.მაგრამ სხეული არ ანებებდა, თითქოს აკავებსო. ჩავიკეცე და უღიმღამო გარემოს გავხედე,რა ხანმოკლეა ბედნიერება და რა გრძელია უბედურება. დარჩამხოლოდ ოცნება , სადაც შეგიძლია გადაიკარგო და დაივიწყო არარეალური რეალობა. გამოთიშულმა ვიგრძენი რომ მუხლები დამისველდა ,მეგონა ვტიროდი მაგრამ თურმე ცა ტიროდა, ალბათ ისიც დაბნეული იყო, გამოკიდებული კოსმოსსა და მიწას შორის. რატომღაც წვიმამ გამახარა, მაგრძნობინა რომ მარტო არ ვიყავი , თუმცა მარტო მართლაც არ ვყოფილვარ , მე დავკარგე იმედიი, დავკარგე რწმენა და მიზანი  რატომ გამეგრძელებინა ცხოვრება, წვიმის წვეთებმა კი შემივსო სიცარიელე, მზის სხივმა შეკრა ის და მაინც შიშით გავახილე თვალები.

ეტაპი მესამე: მე ვისწავლე ცხოვრება.

Advertisements

8 thoughts on “პარალელური , საოცარი სამყარო

  1. ჩემი საყვარელი და თან საძულველი საფიქრალია პარალელური სამყაროები 🙂
    კარგიხარ! …

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s