You make my day

598734_441241555899610_281217315235369_86863709_1229866787_n

დილით გადავწყვიტე გადამერჩია ლინკები და “ღირსეულები” დამეტოვა. ბევრი ნაგავი ვნახე, ამაზონის რაღაცები, ჩემი “საბრძოლო” ანიმაციები, ბლოგების ლინკები, ფოტოები, ნაგავი, ნაგავი,ნაგავი… ბოლოს შემხვდა ერთი სიმღერა, მიუხედავად იმისა, რომ “Love სიმღერები” არც მომწონს და არც უახლოეს მომავალში მომეწონება, ძალიან ამიყოლია. მერე როგორც აღმოჩნდა ჩემი ტელეფონის, ძალიანძველ ფეილისტშიც ყოფილა ის სიმღერა, ჰოდა ვუსმენდი მთელი გზა.

მერე ბექა შემხვდა და ახალთახალი დრამის ჯოხები მაყიდინა. გაკვეთილმა და მასწავლებელმა შესანიშნავად ჩაიარა. იქიდან გამოსულს ლიკა შემხვდა და თავისუფლების მეტროსთან თვალი მოვკარი ადამიანს ვისი ნახვაც იქ, იმ მომენტში, არ მინდოდა. ამიტომ გადავწყვიტე ერთი გაჩერება, პირველ სკოლამდე ფეხით მევლო და კოლმეურნეობამდე ავტობუსით ჩავსულიყავი. და რა ვქენი? გადავედი გზის იქით. რატო ვარ ვხვდები. დამირეკა დედაჩემმა პაპიდასთან გამოდიო. ჩემი მოკლე ჭკუით ისევ გზის მეორე მხარეს დავბრუნდი. და მივხვდი, რომ რუსთაველის მეტრომდე წასვლა თუ მინდოდა არ უნდა გადავსულიყავი. (კიდევ კარგი მიწისქვეშა გადასასვლელები არსებობს) შევეგუე მარცხს და გადავწყვიტე რაც იყო იყო. მივდიოდი თავისუფლების მეტროსკენ და ვუსმენდი იმ დილით ნაპოვნ სიმღერას. ძალიან გამიხარდა გარეთ რო არ იდგა, შევედი და რას ვხედავ ვიღაც მიღიმის. ახლოს მივედი და მეც ისეთი დებილური ღიმილი დავუწყე მეტი რო არ შეიძლება. ალბათ ძალიან იდიოტი სახე მექნებოდა, ამიტომ თავი უცებ მოვთოკე და ემოციების არევდარევის შედეგად ხმა ვერ ამოვიღე. მომიკითხა, რაღაცები გამახსენდა და უცებ გამომეტყველება შეეცვალა. ისე კარგად ვიცნობ, რომ მივხვდი რაშიც იყო საქმე და დავემშვიდობე. ექსკალატორიდან ჩემზე ოდნავ დაბალი, ძალიან გამხდარი გოგო ამოვიდა და გვერდით ჩამიარა. მეც ისევ იმ სიმღერას დავუბრუნდი და მთელი გზა ვცდილობდი გამეხსენებინა მწვანე თვალები გაქვს თუ თაფლისფერი.

3cde2fc25290

ძალიან გამიხარდა რომ შეგხვდი, მართლა. ახლა გადავხედე პოსტს და ხან ახლანდელი, ხან წარსული დროით მიწერია. მინდა იცოდე, რომ ყველაზე კარგი მოგონებები რაც მაქვს შენ გიკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ შენი თვალების ფერი არ მახსოვს არ დამავიწყდება არცერთი წამი რაც გვერდიგვერდ გავატარეთ. და მინდოდა მეთქვა, რომ You Make My Day. (შენ, იმ სიმღერამ, მოგონებებმა, ბექამ, პაპიდაჩემმა, წიგნებმა, ფოტოებმა და ახალმა თბილმა სვიტრმა).

Advertisements

One thought on “You make my day

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s