ბლოგი, ბლოგერები და იუბილარი მეტიჩარა

ძალიან მინდოდა პოსტი დამეწერა ადგილზე, სადაც ვცხოვრობ, ხალხზე ვინც ჩემ გარშემო ფუსფუსებს და სამყაროზე რომელშიც ჩვენ ვსაქმიანობთ. ზოგი დროებითი სტუმარია, ზოგი სტაჟიანი მასპინძელი, ზოგიც ახლა იშენებს ბუდეს. აი ჩვენ კიდე, მეტიჩრები კარგა ხანია აქ ვართ. 1 წელია.

523825_3043682311554_1167120307_n

ბლოგი/ბლოღი

2011 წლის მცხუნვარე ზაფულის დღეს ჩემ ახალგაცნობილ ნეტ-მეგობარს მივწერე, მოდი ბლოგი გავაკეთოთთქო.იმანაც კარგიო. თურმე angel.ge-ზე ჰქონდა ნანახი ვიღაც გოგონას ბლოგი, “სალ-სანზონა” ერქვა თუ რაღაცა. მე მგონი სალომე წიქარიძეა ეგ გოგო. არ ვიცი. ვინც არ უნდა იყოს. დიდი მადლობა. ♥

მოკლედ გავაკეთეთ ბლოგსფოთზე ჩვენი პირველი ბლოგი: “2 girls world”, დიდი შემართებით, ბევრი წვალებით და მთელი დღე წერილების ცვლით. ასე გაიარა ზაფხულმა და და სახლებში დაბრუნებულებს ჩვენი შეკოწიწებული ბლოგი წაშლილი დაგვხვდა…

ოცნებები კი დაგვენგრა თავზე, მაგრამ 3 მარტს ისევ დავბრუნდით, ახალი სახელით და შეცვლილი მიმართულებით. მეტიჩარა ბლოგსფოთზე ისევ ცოცხალი, მაგრამ უჰაერო მდგომარეობაშია.

ერთხელაც, როცა მელაძე მელაძეობდა, ქუჩაში დახეული კოლგოტკით ვერ გავილი და მეზობლები კატებს მავალდნენ, მთელი სკოლა ფორთოხლის გოგონაზე ალაპარაკდა. იცოდნენ მეც რომ ბლოგერი ვიყავი და შეკითხვები მომაყარეს. განვმარტე, ანი ჩვეულებრივი გოგოა და ძალია კარგი ბლოგი აქვსთქო, მაგრამ ჩემი ცუდი რეპუტაციის (“ძალით გოთებთან” ვმეგობრობ თურმე) გამო არ დამიჯერეს. სამაგიეროდ მე და თამომ მეტიჩარა ვორდპრესზე გადავიყვანეთ. მადლობთ ანი, იმღეს ჩაგეხუტე, მაგრამ ეს უფრო ოფიციალური მადლობაა. ♥

DSCN3005

ბლოგერები/ბლოღერები

ვირტუალური მეგობრები, მეგობრობა, დაქალი, სახლი, კატა, რანჩო, ფერმა… ვფიქრობ რო საქს. შეგიძლია არ დამეთანხმოთ, მე უბრალოდ ეგრე მგონია.

ბლოგერები… ხანდახან მგონია, რომ ყველა სხვადასხვა პლანეტაზეა. შეიძლება ბარსელონა ან კატები უყავრდეთ, ზაფხულში ნაყინით სკდებოდნენ, ან ჰარი პოტერზე აფანატებდნენ. მომკალით და ვერ დავიჯერებ, რომ რომ რომელიმე რომელიმეს გავს. ბევრს არ ვიცნობ. ზოგს თითქოს ვიცნობ, სინამდვილესი არ. (მეცინება ამას რომ ვამბობ)

ზაფხულის მიწურულს ერთი ბიჭი გავიცანი. ვუყვებოდი ხოლმე სკოლის ამბებს, როგორ ვერ ვიტანდი კლასელებს, და როგორ ვერ მიშრობდნენ სისხლს მასწვალებლები. ისიც მარიგებდა ჩემთან გადმოდიო. (გადავდივარ!) აღმოგვაჩნდა საერთო ინტერესები და ახლა ჩემი ძალიან კარგი მეგობარია. თუ იმას არ ჩავთვლით, რომ გუშინ პერაშკით მქონდა ტუჩები მოთხუპნული და არ მივესალმე. (მეცინება)

მანამდე კი ერთმა გოგომ გამიშრო სისხლი. ტვინს მიბურღავდა ხოლმე ციფრული მინდაო. ახლა ისე მესაყვარლება ეგ ძალით ბლოღერი რომ მგონი ყველაზე კარგი ჩემ ნეტ-მეგობრებს შორის.

ერთ ზაფხულის ბანალურ საღამოს ვიღაც ბიჭმა მომწერა და ბლოგერების საზოგადოებებში ჩავამატე. თან ვუხსნიდი, აქ ისეთი ბავშვები არიან, აქ ასეთებითქო. მადლობას ვუხდი იმ იღბლიან შემთხვევას და გიგას, რომლის წყალობითაც ბევრი ბლოგერი უფრო კარგად გავიცანი.

ზედმეტი რომ არ ვიბოდიალო ეს ფოტო ბევრს ამბობს. (დანარჩენებს უახლოეს მომავალში ჩაგამატებთ):

Scan

ამ პოსტით იმის თქმა მინდოდა, რომ არსებობენ ადამიანები, ვისი ტვინიც სავსეა მაგალითად სიმღერების ტექსტებით. ზოგის კომპიუტერული თამაშებით, ზოგის საჭმელებით, ზოგის სურათებით. ჩემი კიდე ბლოგით. მართლა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის.თქვენც ბევრს ნიშნავთ. ვერ წარმომიდგენია ცხოვრება თამოს და მეტჩარას გარეშე. საინტერესო, სასაცილო, საშიში, მხატვრული, ფილოსოფიური პოსტების გარეშე. წერის და კითხვის გარეშე.

66777_485358711507309_1269628567_n

აქ ისე თბილა და ისეთი კარგი სუნია სამუდამოდ დავრჩები… ან მანამ სანამ ვინმე ჩემ გაგდებას არ ეცდება. ^_^

Advertisements

13 thoughts on “ბლოგი, ბლოგერები და იუბილარი მეტიჩარა

  1. ზოგადად ბლოღერობა კაი რამეა თან პახოდუ შეიძება შენი ნაბოდვარი ვიღაცამ თავისას მიამსგავსოს და მოეწონოს.
    მეტიჩარა ჰეფი “ხბოზდეი” თუ იუ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s