detected: ოცნების ბიჭი

29001_441426119263020_1047222491_n

     ვერასდროს ვერ მივხვდები რაში მჭირდება ოცნების ბიჭი, თუმცა არ არსებობს გოგო, ვისაც ამაზე არ უფიქრია. ზოგს ძალიან ლაჩოვსკი ტიპები მომწონს, ზოგს დაკუნთული ტრაქტორისტები… ოცნების ბიჭი სულაც არ არის საჭირო შენი შეყვარებული იყოს, ან იცნობდე, ან ერთათ სეირნობდეთ ხოლმე. უბრალოდ არსებობაც ძალიან კარგ ხასიათზე გაყენებს. 

ეს ბიჭი სულ 3ჯერ მყავს ნანახი. პირველად რაც გავიფიქრე : შარვალში ჩატანებული პერანგი… და მერე ხმა რომ ამოიღო და გაწითლდა სულ შემეცვალა აზრი.

გრაფი მონტე კრისტო. ლოლ

გუშინ ჩემი ოცნების ბიჭის აღმოჩენით აღფრთოვანებულმა ძველი დღიური გადმოვიღე და დამატებითი ინფრომაციები ვნახე :დდ

დრაააამ:

  1. უნდა იყოს ძალიან მაღალი                 ✔
  2. დაახლოებით ჩემნაირი აღნაგობის (მაშინ 43 კილო ვიყავი 😦 )                         ✔
  3. ქონდეს ბევრი ჭორფლი                      ✔
  4. მუქი მწვანე თვალები                         ✔
  5. ღია ფერის თმა                                     ✔
  6. წითლდებოდეს ხანდახან                  ✔
  7. დაბალი ხმის ტემბრით                      ✔
  8. ხშირად უნდა იღიმოდეს                  ✔
  9. არ უნდა იყოს მორცხვი
  10. ან ოდნავ მორცხვი შეიძლება            ✔
  11. უნდა უყვარდეს კითხვა                    ✔
  12. არ უნდა უსმენდეს იმ მუსიკას რასაც მე ვუსმენ
  13. უნდა იყოს რომანტიკოსი (მეცინება)                      ✔
  14. არ უნდა უკრავდეს გიტარაზე
  15. უნდა სჯეროდეს სასწაულების                                ✔
  16. შეეძლოს სიგიჟეები კეთება
  17. არ უნდა გამიბრაზდეს როცა მოვატყუებ
  18. უნდა შეეძლოს ღრუბლებზე სიარული (ვერ ვხვდები რას ვგულისხმობ ამაში)
  19. არ უნდა წუწუნებდეს ბევრს                                  ✔
  20. უნდა ეცვას მოწესრიგებულად                             ✔
  21. და ძალიან მომწონს ბიჭებს საათები რომ უკეთიათ               ✔
  22. უნდა ეხუროს ქუდი ზაფხულში
  23. მეგობრებზე ჭკუას უნდა კარგავდეს              ✔
  24. უნდა უყვარდეს ბავშვები
  25. და ჭამა.

tumblr_mfpk87jjFc1rvbp2ho1_500

მეცინება ამეებს რომ ვკითხულობ. არადა მგონი ზუსტათ ასეთი ხარ რაც აქ მიწერია. როგორ მინდა შემდეგ შაბათსაც განხო და იმის შემდეგ შაბათსაც და ყოველ შაბათს ვაფშე, მაგრამ ვერ. ჩემ თავზე მეცინება. სულაც არ მინდა შენთან სხვანაირი ურთიერთობა მქონდეს. ძალიან ჭკვიანი ბიჭი ხარ. გუშინ ისე საყვარლად წაიკითხე ის დიალოგი მომინდა ჩაგხუტებოდი.  მთელი საქმე შემოგატოვე და გული მწეყდება. მინდოდა ადრე მოვსულიყავი და რეპეტიცია ერთად გაგვევლო. მაინც გითხარი უმაგრესი სლაიდი რომ გქონდა და შენი დამსახურება რომ იყო.

ჩემ თავზე მეცინება.

უსულელესი გოგო ვარ მთელ დედამიწაზე. ჩემი აზრით ოცნების ბიჭები იმიტომ არსებობენ რომ დაგვარწმუნონ ოცნებები ხდება. თორე სად მე და სად ის ჭორფლიანი, ღიმილიანი ბიჭი. შეიძლება ვეღარასდროს ვერ ვნახო და მარტო ფეისბუქის მეგობრებს შემორჩეს.

397158_227219867366153_1790328510_n

ჰო და ისა ასეთი პოსტი არასდროს არ დამიწერია აქამდე. იმედია ძალიან დებილობა არაა.

Advertisements

8 thoughts on “detected: ოცნების ბიჭი

  1. რა საყვარელი ხარ 😀 ♥ ის შენი ოცნების ბიჭი წარმოვიდგინე და რაღაც მართლა კარგი ჩანს… 😀
    წარმატებებს გისურვებ 🙂

  2. დებილობა მართლა არ არის 🙂 კითხვისას ბევრჯერ გამეღიმა! მეც დამიწერია ასეთი რაღაცა დღიურში 🙂 ‘შეეძლოს ღრუბლებზე სიარული’ ეს ყველაზე მეტად მომეწონა 🙂 რატომაც არა ! თუ ოცნების ბიჭია ესეც უნდა შეეძლოს 🙂 მართლა კარგი იყო ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s