ყველა მიდის… (მარიამი)

tumblr_m3fekqapC71qet0epo1_500

ვერ ვიტან ამ თემაზე ლაპარაკს, იმიტომრომ ძალიამ მტკივა. დიდი ნაპრალი მაქ რის დავიწყებასაც ვცდილობდი, მაგრამ არ გამოდის. ჰოდა ხელი ჩავიქნიე.

შუა გაკვეთილზე ესემესი მომივიდა. ყბა ჩამომძვრა “თორნიკე” რომ დავინახე.

–როგორ ხარ უსაქმურო?

–ვარრა. მეგონა დაგავიწყდი.

–დებილი ბავშვი. დღეს მოხვალ ჩემთან?

–ახლა არ მითხრა, რომ ჩამოხვედი თორე იმხელა ხმაზე ვიკივლებ სკოლა შეზანზარდება.

–დებილი ხარ. 5ზე მოდი. ოღონდ ზუკას და დათოს შეუარე. კარგი?

–კარქი.

მერე გამოდებილებული სახით ვუყურებდი ხან მასწვალებელს, ხან წიგნს და სიხარულით რამის ხტუნვა დავიწყე. თოკო ჩამოვიდა… პარამპამპამპამ.

5ზე უკვე გაჩერებასთან ვიდექი და ვიყინებოდი ზუკა რო გამოჩნდა. ისე ჩავეხუტე გავსრისე მეგონა. მერე დათოსთან ავედით. ბებიამისმა გააღო კარი. გუდაურშიაო. ცხვირჩამოშვებულები წავედით იმ კორპუსისაკენ ბინდბუნდში ორივეს რომ გვახსოვდა. არადა მთელი დღე მანდ ვიყავით ხოლმე. მთელი შაბათები.

ზუკამ როგორც ყოველთვის გზის პირას უმოწყალოდ დამტოვა. მერე 1 გაჩერების გავლა მომიწია რომ შუქნიშანთან მივსულიყავი, წითელი ამენთო და გზაზე გადავსულიყავი. იდიოტია. უყვარს ჩემი გრძნობებით მანიპულირება და მეკიდე პანიკაში ვვარდები როცა გზაზე გადასვლა მინდა და ზედმეტზე მეტი მანქანაა. მერე დიიიიდი პარკი შეგვხვდა. არ მახსოვს მე ვთხოვე თუ თვითონ შემომთავაზა. ვისხედით საქანელაზე და თან რაღაც სიმღერას ვმღეროდით გლდანელ ტიპზე. ზუსტათ არ მახსოვს. ვიღაც ბიჭებმა ჩაგვიარეს მაგის ღიღინით და აგვეკიდა.

tumblr_lzr53fIOqu1qaobbko1_500_large

მერე ავრბივართ კიბეებზე, ვრეკავ ზარს, დაუკითხავად ვაღებ კარებს და ის დიდი ხნის მონატრებული ცისფერ თვალებს ვაწყდები. ისე ჩავეხუტე თითქოს ორას წელს გაევლოს რაც ბოლოს ვნახე. ჩემი თბილი, დედამიწაზე ყველაზე თბილი ბიჭი. გვერდით თეო ედგა. ეგეც მაგრად მომენატრა. ჭკუას რო მასწავლიდა პატარა დასავით. დაა იიკუნა. ლოყაზე ვაკოცე და წელზე ჩამოვეკონწიალე.

შევალთ თუ წიხლით შეგტენოთო გვკითხა თოკომ და ჩვენ შევბარგდით. თეა ლუდის მოსატანად სამზარეულოში შეფუსფუსდა, მე კარადიდან ჩემი ბალიში გამოვიტანე. ალბათ არ გეცოდინებათ. ერთხელ შემთხვით გიოს ამოეწვა და მაგის მერე ყოველ დღე ვწვავდით პატარა წერტილებს. ახლა მარტო ვიყავი და ვიკითხე კიდევ უნდა ამომეწვა თუ არა. რათქმაუნდაო მითხრეს. მე და თოკომ ზუსტათ ერთდროულად გავიშვირეთ ხელი მაგიდისკენ. მაგრამ მერე უკან გაწია.

გადავეშვით ახალი ამბების კორიანტელში. ვინც არ იცით გეტყვით, რომ : ზუკა, იიკუნა, თორნიკე, თეაკო, დათო, მაკო, ემა და გიორგი ჩემი ემგობრები იყვნენ. მერე მოხდა რაღაცები. ბევრი რაღაცები და ყველა ჩვენ ჩვენ გზაზე წავედით.

როგორც იქნა თორნიკემ ხმა ამოიღო. ვუყურებდი და აშკარად ძალიან გამხარი მეჩვენა. ისედაც გალეული იყო და ახლა თვალებიღა დარჩა. დიიიიდი ცისფერი თვალები.

–იცი, ძალიან მომწონს ბათუმში, მშვენიერი ქალაქია. უბრალოდ ხანდახან ძალიან მენატრება თეაკო. თქვენც მენატრებით მაგრამ თეაკო განსაკუთრებით.

–ჰო თეკოსაც  ენატრები ხოლმე. ძალიან უყვარხარ და შენთვის კარგი უნდა. შენკიდე გგონია, რომ სწორად იქცევი. სინამდვილეში ნაგავი ხარ. წახვედი სადღაც ერთ ქედსა და რაღაც პატარა მთებს იქით, მიატოვე პორბლემები. გგონია სწორად იქცევი? ძალიან შემცდარხარ. გაქცევა არაფერს არ შველის. ამხელა კაცი ხარ ტვინი არ გაქ. გგონია მე მთელი ცხოვრება წინდაუკან სიარულში ვიქნები? კაი ვთქვათ მე გკიდივარ. ლიკა? 11 წლისაა ბავშვი. ახალი ქალაქი, ახალი, ბავშვები, ახალი მეგობრები…

–ბათუმი ნიგერიის ცენტრი ხო არ გგონია?

–არ მგონია, ვიცი რაცარის.უბრალოდ არასწორად იქცევი. კარგია მუშაობა, ძალიან კარგი, მაგრამ ხელი არ უნდა ჩაგექნია. რეფორმების მსხვერპლი ხარ თორე შენთვის არავის უთქვია უტვინო ხარ ატესტატი რო ვერ აიღეო. სკოლაში შენზე კარგად ინგლისური არავინ არ იცოდა, არც მათემატიკა. მე 2 თვეში ლონდონში მივდივარ. შეგეძლო წამოსულიყავი დედაშენთან. იქ ყველას ფეხებზე კიდია ატესტატი გაქ თუ არა. ერთად ვისწავლიდით და მერე უკან ჩამოვიდოდით. უნდა გამიგო, მამაჩემი 7 ათასს იმიტო არ იხდის, რომ დრო თბილისი–ბათუმი სიარულში გავფლანგო.

–ბლაბლაბლაბლაბლა…

–ჩაწყვიტე ხმა და მომისმინე. შენ იცი როგორ მიყვარხარ. პლუტონზეც გამოგყვები. ეგეც იცი. იმას არ გეუბნები დაადე თავი და მამაშენის ფულებით იცხოვრე თქო. უბრალოდ ხელი არ უნდა ჩაგექნია. ჩამოდი აქ. ბევრი ნატრობს ასეთ სახლს. ჩამოიყვანე ლიკუნა და ბებიაშენი. ისწავლე, დაამთავრე, რამე ქენი. თუ გინდა აკადემიურს ავიღებ და ერთი წელი დაგელოდები. თუ არადა ლონდონში ერთად წავიდეთ. არ მინდა ასე შორს ვიყოთ, ვიღაცის შნირად იმუშაო და თავი მართალი გგონოს.

ვეცადე ზუსტათ დამემახსოვრებინა. მაგრამ რაღაცები გამომრჩა. მერე 5 წუთი ხმას არავინ იღებდა და ისევ თორნიკემ დაიწყო. ვვარჯიშობ და ჯანსაღი ცხოვრების წესი მაგარიაო და იბოდაიალა რაღაცები. მერე მოწევაზე ვილაპარაკეთ. მერე იიკუნა ფანჯრიდან მაგდება ბალიშიანათ, მერე მოვუყევი რომ 3 ბიჭი მომწონს ერთად. ბევრი ვიკამათეთ. თითოეულის ფსიქოლოგიური პორტრეტი დავუხატე შეძლებისდაგვარად :დდ  მერე ფოტოებიც ვანახე და ჩემი პირადი შეხედულებებიც თან დავურთე. :დდ ამან  საერთო გაღიზიანება გამოიწვია და თეაკომ (აბა სხვა ვინ იქნებოდა) მითხრა:

–ახლა პატარა გოგო ხარ, სამყარო ლამაზი, ფერადი, საყვარელი გგონია. გგონია ვიღაც შეგიყვარდება, მერე დიდიხანს და ბედნიერად ერთათ იქნებით. გგონია სიყვარული არსებობს, დედამიწა შენ გარშემო ტრიალებს, ჩიტები დაგჭიკჭიკებენ. თუმცა ეგრე არა მგონია იყო. 2 წლის წინ გაკვირდებოდი და მაშინ არაფერი არ მითქვია. გეგონებოდა, რომ შენი მშურდა ან სიკეთე არ მინდოდა. ახლა აღარ ხარ ისეთი დებილი გოგო, ვიღაც იდიოტ ტიპს რო დასდევდა, ცაში დაფრინავდა, სიყვარულს ეძებდა… იცი, რომ სახლის კართან არ მოგადგება იროკეზიანი, ტყავის კურტკიანი ტიპი და გიტარაზე რახარუხისგან დასერილ თითებს არ გამოგიწვდის წამოდი მთელი ცხოვრება ერთათ ვიყოთო. ისიც, იცი ან ხვდები მაინც რო სიყვარული არ არსებობს. რო არსებობდეს ასეც არ გაგვწირავდა. იცი რომ ყველაზე უსამართლო ცხოვრებაა. ამიტომ დაფიქრდი და მე მაინც მგონია რო მაქედან არცერთი არ გამოგადგება. შენ როგორც გინდა ისე მოიქეცი.

მერე იიკო თავის სკოლაზე ლაქლაქებდა, ზუკამ მუსიკა გვანახა რაღაც, ვიცინეთ და მოსაღამოვდა. სახლში 10 წუთითაც რო დამეგვიანა გარეკავდნენ ჩემები, ამიტომ თოკოს ნაჩუქარი წიგნი “პატარა მაწანწალა” ავიღე და ნაცნობ ადგლას, გაჩერების ყუთში შევიყუჟე.

მახსოვს დიდი ხნის წინ როგორ ვისხედით აქ მე და შენ. ველოდებოდით ავტობუსს, ვმღეროდით ჩვენ გამოგონილ სიმღერებს. მერე გვეზარებოდა და 1–2 გაჩერება ფეხით დავდიოდით. შენ სულ ამბობდი, რომ ზამთარი ზაფხულის მალე დაღამების გამო ჯობდა. როცა ღამდებოდა ყველაფერი უფრი თბილი და ლამაზი იყო. მერე მე მივდიოდი და ბევრი სიარული გიწევდა. ხან არცისე.

უცებ თითქოს მუსიკა მომესმა, თავი დამწყები რეჟისორის (ისეთივეს როგორიც მე ვარ) ფილმში მეგონა. და დასკვნითი მომენტი. ალბათ არ დაიჯერებთ. წინ ბიჭმა ჩაირა, იროკეზით და ბრაგუნა ჩექმებით, ზურგზე გიტარა ქონდა მოკიდებული. ტაბლოიდს შეხედა, ერთი ამისიცო და გზა გააგძელა.

ღმერთო არაჩვეულებრივი იუმორი გაქვს.

მე ვფიქრობდი ჩვენ–ზე. თორნიკეზე რომელეც ზეგ ბათუმში წავა და ალბათ აღარ ჩამოვა. თეაკოზე, რომელიც  ლონდონში მარტო გაფრინდებ და იქედან ვინმე ბრიტანელ ბიჭს ჩამოიყოლებს. იიკოზე რომელთანაც მთელ დარჩენილ ცხოვრებას გავატარებ და ზუკაზე, რომელიც მას ისევ უყვარს მაგრამ აღარება ცხვენია. დათო იდიოტია. სახლში დაიმალა, რადგან თავისი თავის ცხვენია. მაკოს და ემას სულ ვეკიდეთ, თუმცა მაკო ჩემი საუკეთესო დაქალია. და გიორგი? ალბათ აღარ მიყვარს. ეგ მაინც ყველაზე ცუდი იყო.

ვიხსენებ ბავშვობას, მეგობრებს, ხალხს რომელთა გარეშეც ჩემი ცხოვრება არაფერი იყო. ვნახულობ ძველ დღიურებს, ჩამაწერებს და იცით თქვენ ჩემი საუკეთესო მოგონება ხართ. გავა დრო და ყველა ფურცლებზე დავრჩებით. თუ უკვე არ გავიდა

a

Advertisements

7 thoughts on “ყველა მიდის… (მარიამი)

  1. ეჰ რთულია იმ ხალხსი ნახვა, რომელთანაც ოდეზღაც ძალიან მაგარი ურთიერთობა გქონდა და ახლა უბრალოდ “მეგობრები” ხართ. მე მიჭირს ეგეთი შეხვედრებ, თან ძალიან 😦

  2. აუ იეროკეზიან ბიჭზე მაგარი იყო :დ ნუ მთელი სიტუაცია ჩემთვის უცხო იყოდ ა ამიტო გავამახვილე მაგ ბიჭზე ყურადღება.
    აუჰ, ბავშვობის მეგობრების დაკარგვა ყველაზე მტკივნეული მომენტია.
    ვისაც შეძლებ, მაქსიმალურად დაიტოვე შენს გვერდით.

  3. ეჰ მაკო, მაკო, მაკო. მერე რა რომ მაკოს ფეხებზე კიდია ცხოვრება, მობეზრდა და ეზარება კიდეც. შენ მაინც სულ უყვარდი, უყვარხარ და ეყვარები დამიჯერე. საუკეთესო დაქალიო… კიდე შემოვრჩი საუკეთესოების რიგებში? ისე შენ დაპირებული ხარ, რომ ეს თავიდან ბოლომდე უნდა წამაკითხო (ორიგინალი ვერსია ოღონდ. რაღაცა პატენტი იდიოტობა პლაგიატი არა!).
    მიყვარხარ მაინც…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s