მე ვიცი როდის მოვკვდები (თამუნა)

0f43201e4cc5

მინდა მოგითხრთოთ ერთ არაჩვეულებრივ გოგონაზე, ის გასაოცარი იყო მათ შორის ვინც კი ოდესმე მინახავს. ალბათ როგორც დიდი რომანტიკოსი იტყოდა პირველივე დანახვისთანავე შემიყვარდა .. რატომ ვწერ? ეგ არ ვიცი ,ან ვინმე თუ წაიკითხავს ,მაგრამ ვინც წაიკითხავს უნდა გამიგოს,მე ის მიყვარდა .ასე უბრალოდ მიყვარდა , რა მოხდა არასდროს გყვარებია უბრალოდ და სადად, არასდროს გიყურებია თვალებში და არ წარმოგიდგენია დარჩენილი ცხოვრება მასთან? მის დანახვაზე პატარა გოგოსავით გული მიჩქარდებოდა.. ნეტა იცოდე რა ლამაზი იყო , ნეტა განახა მისი თვალები, თვალები სადაც მუდამ ბედნიერება ირეკლებოდა, მის ბოლო წუთებამდეც კი , სწორედ ეს სხივი იყო რომ მაგიჟებდა მასში , წარმოგიდგენია? ერთხელაც არ უტირია, არ დაუწუწუნია როგორც დაავადებულ გოგოს , ერთხელაც კი , ის გვამხნევებდა როცა ჩვენ უნდა ვყოფილიყავით ძლიერნი.

პირველივე დანახვისთანავე მივხვდი თუ რა გადარეულიც იყო, შემატყო რომ ვუყურებდი და თვალები დახარა, არა არ შერცხვენია , უბრალოდ გამომიწვია, ვიცი უნდოდა გამოვლაპარაკებოდი, თუმცა მასთან საუბარი ყოველთვის რთული იყო, არასდეოს არასდროს კითხვაზე ზუსტად არ გიპასუხებდა, ყოველთვის ტოვებდა რაღაცას გამოსაცნობს , ყოველთვის ტოვებდა რაღაცას რაც მერე მოსვნებეას არ მაძლევდა, ლამაზი იყო იცი? ძალიან ლამაზი . გარეგნიულადაც მომხიბვლელი , თუმცა მე მისმა იდუმალებამ უფრო შემიპყრო, მე მიყვარდა გესმოდეს, ძალიან ძალიან მიყვარდა იცი და როცა ისევ ერთად ვიქნებით უკვე აღარსად გავუშვებ , არ მივცემ უფლებას კიდევ მიმატოვოს, დამტოვოს ცარიელი ცარიელ სახლში

დიაგნოზი, თავის ტვინის სიმსივნე. მას შენდეგ გავიგე რაც სეირნობისას გული წაუვიდა, შემეშინდა არვიცოდი რა გამეკეთებინა , ხელში ავიყვანე , მისმა სიფაფუკემ და სინაზემ გამაოცა, რამოდენიმე წამი ვუყურებდი მის მშვიდ სახეს და მეგონა მთელი ცხოვრება გავიდა , სხვა არაფერი მაინტერესებდა , ვუყურებდი ვუყურებდი ვუყურებდი და ვერ ვძღებოდი მისი კანის სიფაფუუკით , უცებ ტუჩები შეირხა წამწამები ერთმანეთს დაშორდა და მისი ოქროსფერი თვალები გამოჩნდა

– იცი კარგია როცა ვიღაც ასე გიყურებს მაგრამ ვწითლდები

მერე წავიდა, არაფერი არ უთქვამს , უბრალოდ როგორც იცოდა წავიდა,- მე ვიცი როდის მოვკვდები მომაძახა, როგორც ეხერხებოდა გაოგნებული დამტოვა, კარგა ხანს ვიდექი და ხმას ვერ ვიღებდი , სანამ მივხვდი რომ დიდი დრო გავიდა და სახლში დავბრუნდებოდი

გასაოცარი ბაღი ჰქონდა ,სულ თვითონ უვლიდა ,ათასობით სხვადასხვა ჯიშის  ყვავილი მაგრამ თვალში მაინც თეთრი ვარდი  მეცემოდა ხოლმე , ამ ვარდს მხოლოდ ერთი ნაყოფი ქონდა ისიც კოკორი, მე არ მომწონდა ცოტა მეუცნაურებოდა, ვუყურებდი როგორი თვალებით შესცქეროდა კოკორს, და ვგრძნობდი მათ შორის კავშირს. კი გადარეული გგონივარ , მაგრამ მასთან ნორმალური ვერ იქნებოდი, მასთან უნდა დაგენახადაგეგრძნო ის რაც სხვას უჭირს,ისე ვერგაუგებდი , ისე გიჟი გეგონებოდა, ალბათ მეც დარტყმული ვიყავი მასთან რომ ასე კარგად ვგრძნობდი თავს , მშვიდად თბილად და ბედნიერად.

საათობით ვიჯექით ხოლმე მის ბაღში , და მიყვებოდა მის შეხედულებებს , მშვიდად და გულწრფელად ,ნელა და ნაზად გამოთქვამდა თითოეულ ბგერას, ვიჯექი და ვუსმენდი

იცი ჩემი ცხოვრება ამ ვარდს გავს, ვიღაცამ დარგო გაზრდის პერიოდში შეხვდება ბევრ სიცივეს , წვიმიან დღეებს მაგრამ გადაატანიებს მზის მოლოდინი, გამთბარი დღეების სიყვარული აძლებიებს ზამთრის სუსხიან ღამეებში, იცი როცა ეს ვარდი დაჭკნება მე აღარ ვიქნები, მაგრამ შენ ამრტო არ დარჩები, ვიცი იპოვი ადამიანს რომელიც გიმსახურებს-

აქ კამათის დაწყებას ვლამობდი მაგრამ , ვუფრთხილდებოდი ისე როგორც ნაზ ბუმბულს ზამთრის სუსხში, მალე იღლებოდა ,ნელ ნელა ვუყურებდი როგორ უმშვიდდებოდა სახე და როგორ ინთქმებოდა ლამაზ სიზმრებში , თავს ძალას ვატანდი რომ არ ჩამძინებოდა მისი სახის ყურება ისე მამშვიდებდა ცხოვრება მავიწყდებოდა.

ბევრმა ლამაზმა დღემ განვლო, ერთად ვუვლიდით მის ბაღს, ვიცინოდით ,ვკამათობდით , უფრო და უფრო იმატებდა განცდა რომ მის გარეშე წამიტაც ვერ გავძლებდი, მსოფლიოს მეორე კუთხეში აგმოვძებნე ექიმი მაგრამ …

ვუყურებდი როგორ დნებოდა ჩემი ყვავილი, უქრებოდა სხივი თვალებიდან მაგრამ ის ისევე ისე გვამხნევენბდა როგორც ადრე, მდგომარეობა გაუარესდა და ექიმის ვიზიტებიც გახშირდა, ერთ დღესაც შეშფოთებულმა ექიმმა კარგა ხნის ბუტბუტის და თავის ქნევის შემდეგ ,განაცხადა რომ მის პრაქტიკაში არაფერი ასეთი არ უნახავს, წამით ისიც გავიფიქრე განიკურნა მეთქი ,მაგრამ ისევე მალე ჩამეფუშა როგორც გაჩნდა. ბოლოს დაბოლოს გაირკვა რომ მასში ახალი ადამიანი ისახებოდა. დღესაც არ მშორდება მისი მზერა სახიდან,გაოცებას წამიერად ბედნიერება ცვლიდა ,მერე შეშფოთება ისევ ბედნიერება ისევ გაკვირვება ბედნიერება და ბოლოს დიდი ბედნიერება. აბორტზე ზედმეტი იყო ამ სიტყვას მასთან ვერც კი ამოილიღლუღებდი. არადა ადამიანი რომელიც მას მერე უნდა მყვარებოდა ,მთელი არსებით მძულდა .რადგან ჩემ ნიტას სიცოცხლის ბოლო დღეებს ართმევდა, უფრო ასუსტებდა და ბედნიერებას მპარავდა.

საბოლოოდ ჩავიქნიე  ხელი როგორმე შემეცვლევნებინა მისთვის აზრი. ბაღში ჩამოვჯექი და გოდებას მოვყევი როცა დავინახე ერთი თეთრი ვარდი როგორ ჭკნებოდა, კიდევ ერთხელ დავიანახე ვარდსა და ნიტას კავშირი.დღეები ნელა მიიზლაზნებოდა,ვუყურებდი როგორი სიყვარულით დასცქეროდა პატარას, ვუყურებდი როგორ ულურჯდებოდა ხელები წამლებისაგან,ვუყურებდი როგორ ეზრდებოდა და უმრგვალდებოდა მუცელი, ვუყურებდი და ჩემს თავს ვერ ვპატიობდი ეს როგორ დავუშვი

დღეს ჩვენი ბაღი ,დიახ ჩვენი რადგან დღეს ის ჩემი გახდება ერთხელ და სამუდამოდ,და განსაკუთრებით ლამაზია თითქოს ბუნებაც ზეიმობს ჩვენს შეერთებასო. მაგრამ მამაო ვერ გვეტყვის სიტყვებს ჭირსა და ლხინშიო რადგან მას მალე სიკვდილი წამართმევს მე კიდე ვერ ვეწინააღმდეგები ..თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული ვარ ქალი რომელიც ახლა მუცელგამობერილი ჩემს გვერდით დგას , გაფითრებული და მაინც ლამაზი, გასაოცარი სხივით რომელიც სულ ტან დაყვება, მეყვარება მთელი ცხოვრების მანძილზე ამ სიყვარულს კი ვერც სიკვდილი დააკლებს რამეს და ვერც 6 ფუტი მიწა რომელიც დაგვეყრება გულზე.

ახლა კი ვზივარ ბაღში ვუყურებ ერთ დროს ულამაზეს თეთრ ვარდს, ვუყურებ ცხოვრებისაგან ჩამომჭკნარს და, შიგნით მელოდება პატარა წითური ჟორფლებიანი გასაოცარი არსება, რომელიც ოდესღაც ულამაზესი ჩემი მეუღლის ალიკვალია, ვუყურებ ჩამქვრალ თეთრ ვარდს და ვხვდები რომ ცხოვრებამ წამართვა ერთი მაგრამ მაჩუქა მეორე. tumblr_lz1fmsyeaa1qmgcqio1_500.jpg

Advertisements

3 thoughts on “მე ვიცი როდის მოვკვდები (თამუნა)

  1. გამოხმაურება: შეცვლილი მეტიჩარა? მაინც მეტიჩარა სამუდამოდ! (თამუნა) | მეტიჩარა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s