მზე, მზე, მზე

x

ყველა ვინც მიცნობს, ვისაც დახსენდები, ვინც შეუხსენებლად იცის ჩემი დაბადების დღე გემახსოვრებათ დიდი ვარდისფერი ჩანთა მქონდა და ზედ მეწერა: “მზე”. სოფელში ცხოვრობდა ერთი გოგო, მზე ერქვა და თბილიში რომ მივდიოდი ერთხელ მითხრა მოდი სადმე დაგიწერო და ჩანთაზე მიმიწერა თავისი სახელი. ბევრი ვეძებე, მაგრამ ის ჩანთა ვერსად ვერ ვნახე. გადააგდებდა დედაჩემი.

დარააამ ჩემი სიბრძნე:

მოკლედ ადამიანი მანამდე არსებობს სანამ მზე ანათებს მაგაში. ანუ ყველაში მზე ცხოვრობს და როცა ჩაქრება ადამიანიც კვდება. მე მიუხედავად იმისა რომ სულ სიკვდილს ვნატრობ მინდა მზე მქონდეს, რომელიც სულ ჩემთან იქნება და მიუხედავად იმისა მიწაში ვიწვები თუ ხმელეთზე ვიდები მაინც მაცოცხლებს.

თემა მქონდა დასაწერი მზეზე. მივხვდი, რომ ამ ვარსკვლავის თუ ციური სხეულის მნიშვნეობაზე აქამდე არასდროს არ დავფიქრებულვარ. რომ მზე ცხოვრობს ჩვენში და როცა დავიჯერებთ რომ ის ანათებს ჩვენც ვანათებთ, რომ ყველაფერი ძალიან დადებითი მზიდან მოდის.

მე მინდა ჩემი მზე მქონდეს. და მექნება კიდეც. ისეთი მზე აი მიწაში რომ ვიწყევი და მაინც იცოცხლებს. მანამ სანამ არ გავიხწნები რათქმაუნდა.

DSCN2971

ძვირფასო მზე,

ეჭვი მეპარება ამას კითხულობდე, მაგრამ მაინც გამოვთქვამ მწუხარებას შენს აორთქლებაზე. ყოველ წელს ჩავივლი ხოლმე თქვენი სახლის გვერდით და იცი? ინგრევა უკვე. ჭერი გადაეხადა თითქმის. გახსოვს აივანზე რომ ვთამაშობდით. და შენ ამბობდი მე მზე ვარო, შენ თუ გინდა ვარსკვლავი იყავიო. მე ისედაც ვიყავი ვარსკსვლავი მაშინ. დღევანდელი გადმოსახედიდან ის მარიამი ისეთი კარგი იყო.. ისეთი… ისეთი… მინდა ჩავეხუტო. იმედია ჩამოხვალ კიდევ. მე ვეღარ გიცნობ ალბათ, მაგრამ შენ მიცნობ. გოგონა სათვალით და აბდაუბდა კბილებით. გოგონა, რომელიც ყველაფერზე ტიროდა, რომელიც თოჯინებისთვის კაბებს გიკერავდა, რომელიც წრეშიბურთის თამაშისას სულ იქცეოდა ხოლმე. მზე, მზე, მზე….

დიდი სიყვარულით

მარიამი.

Picture 033

პოსტი დავწერე ერთი ძველისძველი წიგნის და ნახატების გავლენით. და ვიკასი კიდე.

(და ერთხელ არ მახსოვს როდის ნიკუშამ (ჩემი პატარა ძმა) მითხრა რო იცინი მზეს გავხარ ამიტომ სულ იცინეო.)

Advertisements

4 thoughts on “მზე, მზე, მზე

  1. რა ნაცნობი სიტუაციაა.მეც მეძახის ერთი ადამიანი მზეს.ოღონდ მე ტატუ კისერზე მინდა.მზე ან რგოლი.ორივე უსასრულობის სიმბოლო/

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s