არეულ–დარეული (მარიამი)

11175232662418716410

მე დიდი ღრუბელი დავძრწივარ აქეთ–იქით. მზე დედიკოს და მთვარე მამიკოს (ან პირიქით) არაფერს არ ვეკითხები. მერე მეჩხუბებიან და ელვას მატეხენ თავს. მერე მე ვწვიმვარ და ვცდილობ ისეთი ხალხი არ დავასველო ვისაც ვუყვარვარ.

დღეს ჩემი ემოციური პიკი იყო.

ჯერ ვიყავი წიგნის კლუბში სადაც ბავშვობის მეგობარი ვნახე. ცოტა წამოვიტირე ძველი დროის გახსენებისას. გამახსენდა რა უდარდელი ვიყავი და ჩემი ერთადერთი პრობლემა ის იყო წითელი სათვალე გამეკეთებინა თუ თეთრი.

მერე ბიძაჩემმა გარდაცვლილი ბიჭების მემორიალის გახსნაზე მიმიყვანა, სადაც თავი ვერ შევიკავე და  ავბღავლდი. მიუხედავად იმისა, რომ არცერთ მათგანს არ ვიცნობდი რატომღაც თავი ვერ შევიაკავე.

მერე ვიყავი სასახლეში დრამის გაკვეთილზე და მასწავლებელი აორთქლებული დამხვდა.

დამრჩა თავისუფალი 1 საათი. არ ვიცოდი რა მეკეთებინა და ვიკატავე ავტობუსით. თან გადაღლილობაზე და იუსტიციის სახლზე ვფიქრობდი.

6ის 10 წუთი იყო მეტროსთან სოფოს და ვიღაც ბიჭს რო მოვკარი თვალი, მაგრამ არ შევიმჩნიე. უცებ ვხედავ ვიღაც ყავისფერი მოდის ჩემკენ. ნატა ^_^ ჩავეხუტე, მერე ნიკაც მოვიდა სოფო და სანდროც. მერე გრიგოლი დავინახე და “ეს ისაა?”, “ხმას რატო არ იღებს?”, “რა ჭირს?” და გამოჩნდნენ გიგა და ნინო ან პირიქით. ლაშა იქვე იყო, ოღონდ ჯერ ჩვენთან არა. მერე გიორგი მოვიდა თითქმის ჩემნაირი სათვალით. და ლაშამ პანიკური სიცილი ატეხა. მე რო მიყურებდა მეც მეცინებოდა.

წავედით სადაც ჯანდაბაში. თავს ისე ვგრძნობდი აი ფილმებში როა. ხალხი მაგრად რო ერთობა და ვიღაც ერთი ფორევერელოუნი თავითვის. უბრალოდ მართლა მკვდარი ვიყავი. ახლაც მკვდარი ვარ. ემოციები რომ გამომაცალონ მარილიანი გუბე დავრჩები.

488011_326114067508804_570948277_n

სასმელმა იმოქმედა ალბათ, ან იმან რომ არაფერს არ ვატანდი და მალევე დავბზრიალდი. მერე რაღაცებზე ვლაპარაკობდი ემოციურ ფონზე. ნიკას დაუვარდა ტელეფონი და ვეხმარებოდი სმს–ის წერაში რასაც თითების დატეხვა მოყვა. მერე კოცონთან დავჯექი და დებილობებს ვყვებოდი აშკარათ. (აქაც არეული ემოციური ფონი იკვეთება) და არც მახსოვს მეტი რა ხდებოდა. მართლა არ მახსოვს არაფერი.

აფეთქებული ტელეფონით წამოვედი. გზაში, სანამ სახლამდე მივიდოდი ნახევარ საათიანი გადახვევა გავაკეთე. საქანელაზე დავჯექი და ვფქრობდი.

დიდი, ფუმფულა ღრუბელი დადის აქეთ–იქით. სულ არ ადარდებს არაფერი, ან ადარდებს და არ იმჩნევს. კი როგორ არ ადარდებს. წვიმს.

ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს არაჩვეულებრივი დრო არ გამიტარებია და სახლში გამოკეტვად ნამდვილად არ ღირდა. ალბათ უმადური ვარ. უბრალოდ მეთვითონაც ვერ ვხვდები რა მინდა. ხან ვტრიალებ, ხან დავრბივარ, ხან ვწვიმვარ, ხან ვკვდები.

დებილი ბავშვი ვარ. ვიცი…ვიცი….

იმედია მალე გამივლის.

ჰო ის გამახსენდა დრამის ჯოხი ჭაში რომ ჩამივარდა, ჰაგ დეის ნიკას რომ ჩავეხუტე, გრიგოლის ალაპარაკებას უიმედოდ რომ ვცდილობდი, ყვითელი ლენტა რომ დავწვი, მესამედ რომ დავიკიდე და ისე გადავედი გზაზე, კოცონში რომ ვყოფდი ხელებს, ყველას რომ ვკითხე უკრაინელ ბიჭზე ვინაა თქო, მონოლოგი რომ გავმართე სიყვარულზე, შარვალი რომ დავალაქავე და ამოვწვი, ნატას 3–ჯერ რომ ჩავეხუტე, 20 წუთი ხმა არ ამოვიღე (დამიჯერეთ ეს სასწაულია) , თავი ყველაზე მარტოდ ვიგრძელი მთელ დედამიწაზე. გამახსენდა იმ სკამზე ერთად რომ ვისხედით 2 თუ 3 წლის წინ.

შენ ალბათ დაგავიწყდა ან არვიცი.

რამდენი ხანია აღარარაფერი არ მითქვამს შენთვის.

მომენატრე ცოტათი.

მაგრამ აღარ მიყვარხარ.

და საერთოთ სიყვარული არც არსებობს. ის სიყვარული შენ რომ უშედეგოდ ცდილობდი დაგეჯერებინა ჩემთვის.

მაგას მუცელში პეპლების ფრენის შეგრძნება ქვია.

მომენატრე, ძალიანძალიანძალიან.

მოდი ოდესმე და ჩამეხუტე.

მე სულ სახლში ვარ. (უკვე)

255267_486087558088057_476600905_n

Advertisements

10 thoughts on “არეულ–დარეული (მარიამი)

  1. ნახე ეს რეებს აკეთებდა და ჩემთან ასაღებდა თავს : დდ კაიი რაა! მომენატრა შენთანერთად ჭორაობა ესეთ იდიიოტობებზე.. და კიდე ერთი ადამიანო რით ვერ უნდა გასწავლო დაიკიდე და მოგეეშეებაა! მე მკიდიაა და მეეშვეებაა!

    • ❤ შენ ორჯერ ჩამეხუტე ნატა სამჯერ. ^____^ დრამის ჯოხი რო ამოიტანე ეგ ხო დავწერე? იმ წამს გმირი მეგონე. ^_^ კარგი იყო. კარგები ვართ ყველა.

  2. ვაიმე ამაზე კომენტარი არ დამიწერია? შენს შარვალზე მაგ დღეს ბევრი ვინერვიულე ძალიან, ისე მომეწონა… დაგინახე თუ არა ისეტი შეგრძნება გამიჩნდა, რმ ვიღაც ძალიან ახლობელი მოდიოდა და გამიხარდა. გიგაც კაი ტიპია დრამის ჯოხი რომ ამოგიღო ჭიდან ^^ კარგი დღე იყო, იმ დღეს ვერ გამჩნევდი თუ უბედური იყავი უბრალოდ ბევრს ლაპრაკობდი და აი სულ უმუხრუჭოდ, გეტყობოდა რო ბზრიალებდა :დ ❤ ღრუბელობის ამბავი მომეწონა ძალიან ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s