საინტერესო ფაქტები ჩემზე (მარიამი)

DSC07997

მემგონი ეს პოსტი ყველასთვის საინტერესო არ იქნება. მაინც გადავწყვიტე მომეყოლა ჩემზე რაღაცები. საკმაოდ ბევრი ვირტულაური მეგობარი მყავს, ვინც თავისი “კრიტერიუმებით” მაფასებს, თქვენც ეგრე ხართ ალბათ. მინდა იცოდთ მეტი ჩემზე. სულაც არ ვარ ისეთი აუტანელი, ან პირიქით ბულკი, ან რამე.

მოკლედ საინტერესო ფაქტები მარიამ გიუნაშვილზე:

  • მყავს 3 ძმა. აქედან 1 ღვიძლი, 1 გული, 1ც ბრმანაწლავი.
  • მაქვს სახლზე დიდი აივანი, სადაც მაგიდის ტენისი მიდგას და მთელ ივნისს მანდ ვატარებ.
  • ნეკა თითზე წითელი ლაქა მაქ, რაც სხვა ყველასგან განმარჩევს.
  • მყავს 2 საუკეთესო დაქალი, 1 ვირტუალური საუკეთესო დაქალი და 1 მეგობარი გოგონა, რომელიც ყველაფერს მიყვება. მე არაფერს.
  • ბავშვობაში ვოცნებობდი მყვინთავი გამოვსულიყავი.
  • 5 წლიდან სათვალე მიკეთია.
  • პირობა მაქვს დადებული, რომ მილიონერზე გავთხოვდები.
  • ჩემი უახლოესი მეგობარი 1.83 მეტრია. (გოგო)
  • ვგიჟდები პატარა, უბის წიგნებზე.
  • პანიკურად მეშინია გზაზე გადასვლის. როცა მე უნდა გადავიყვანო მოხუცებს აქეთ გადავყავარ ხოლმე.
  • ჩემი სუსტი წერტილია ფირიანი ფოტოაპარატები.
  • ბავშვობაში მინდოდა პატარა წრე რო მქონოდა ტატუდ, მერე დამავიწყდა და ახლა ისევ მინდა.
  • მაქვს ერთი საიდუმლო რომელიც არასდროს არავისთვის მითქვამს.
  • ცხოვრებაში პირველად მომწონს რამდენიმე ბიჭი ერთად.
  • ბებია დედაზე ძალიან მიყვარდა ბავშვობაში. (სანამ ცოცხალი იყო)
  • შარშან თუ შარშანწინ 22 წლის ბიჭთან გავაბი რომანი და მეგობრებიდან არავინ ხმას არ მცემდა. :დდ
  • თავს როცა ცუდად ვგრძნობ, ან ვნერვიულობ, ან ვუსაქმურობ–ვმღერი.
  • მაქვს ძალიან მაგარი დამახსოვრების უნარი.
  • ვხატავ უამრავ დებილობას, ჭკუა მეკეტება ხატვაზე.
  • შემიძლია ტყავისგან, ღილებისგან და კიდევ ეგეთი გადასაყრელი რაღაცებისგან ბევრი საჭირო ნივთი შევქმნა.
  • tumblr_m1ly8helz91rs8x8xo1_500_large
  • არის ხალხი ვინც პანდათი მომმართავს და ჩემი სახელი არ იცის.
  • ფეისბუქს მეგობრების 80% ერთდღანი ხალხია. ანუ ერთხელს მყავს ნანახი.
  • მყავს 2 უახლოესი ძმაკაცი. ერთი ქუთაისში, მეორე ბათუმში.
  • კვირის საყვარელი დღე შაბათია, მიუხდავად იმისა,  რომ ვსწავლობ.
  • ვტირი ყველაფერზე.
  • როცა ლაპარაკს ვიწყებ ვერავინ და ვერაფერი ვერ მაჩერებს.
  • დრამზე პირველად რომ დავუკარი ოთახში ჩემს მეტი არავინ იყო. ჯერ თავი დავარტყი დოლს და მერე ჯოხები.
  • მინდა შემეძლოს თავისუფლად ლაპარაკი რუსულად და პოლონურად.
  • საყვარელი საგანი ფიზიკა და მათემატიკაა.
  • კეთილი ვარ ძალიან. მართლა. როცა რაღაცას მთხოვენ გამორიცხულია უარი ვუთხრა. 294025_538594982830777_318430231_n
  • ვუსმენ Radiohead–ს, Mellow–ს, Lykke li–ს, 30STM–ს,  Pretty Reckless–ს და coldplay–ს.
  • არ შემიძლია მანიკურის თითებზე გაჩერება.
  • ვერ ვუყურებ ადამიანს თვალებში როცა მელაპარაკება.
  • ერთი ბიჭი სელაპს მეძახის, იმის გამო, რომ რამის წყალში დავიხრჩე. თვითომ ცურვა იცოდა და ხელი არ გაუნძრევია რო ეშველა.
  • მაქვს დიდი კარადა, რომლის ყველა თაროზე ფოტოაპარატები, სურათები და წიგნები ალაგია.
  • ბავშვობაში მეგონა ნაშვილები ვიყავი.
  • მეორე თვეა ლისის ტბაზე ასვლას ვგეგმავ და არ გამომდის.
  • მატყუარა ვარ. თან ძალიან. (ყველასთან არა)
  • მგონია, რომ კარგად ვმღერი, მაგრამ ამბოლოდროს რაღაც ეჭვი მეპარება.
  • მე და სპორტს შავმა ძროხამ ჩაგვირბინა შუაში.
  • 6 წელი დავდიოდი ცეკვაზე. 379179_413509298736211_8953057_n
  • კლასი ყველაზე ჩუმ და წყნარ ბავშვად ვითვლები. (ლოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ)
  • 3ჯერ გადამაფიქრებინეს თმის ძალიანმოკლედ შეჭრა. და მილიონჯერ ალბათ შეღებვა.
  • ადრე ვიღაც ბიჭმა მითხრა მონროს გავხარო. რატო აღარ მახსოვს, მარა მაგის მერე სულ მგონია რო ვგავარ. არადა არ ვგავარ არანაირად.
  • ძირითადად ავტობუსით ვმგზავრობ და უამრავი საინტერესო ისტორია მაქ მანდ გადამხდარი.
  • მინდა ანორექსიკი ვიყო.
  • 8 წლიდან ვოცნებობ ჭორფლზე.
  • მიჭირს პირველი მიწერა და არასდროს არავის არსად არ ვპატიჟებ. უარი რო მითხრან მაგრად გამიტყდება,
  • მიჭირს მეგობრებთან პირად თემებზე ლაპარაკი.
  • ვგიჟდები ისე მინდა დობერმანი. არადა ქუჩაში ძაღლს რო ვხედავ სად დავიმალო არ ვიცი.
  • თავს როცა ცუდად ვგრძნობ წარმოვიდგენ ვითომ ტყეში ვარ და ჩიტუნები დამმღერიან. დებილობაა მარა მშველის ხოლმე. 555314_332462790193483_1447066880_n

ჰო სულ ეს იყო, იმედია კიდე გამახსენდება რაღაცები. თუ მერე ვინმე ჩემზე წიგნის დაწერას გადაწყვეტს გამოადგება მგონი. (ლოლ)

Advertisements

17 thoughts on “საინტერესო ფაქტები ჩემზე (მარიამი)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s