სიკვდილმისჯილი .. (თამუნა)

a

 

 

 

 

 

20 წელია ჟურნალისტად ვმუშაობ,უკვე თავისუფლად შეიძლება ითქვას , რომ ამ საქმეს ვეკუთვნი. საკმაოდ წარმატებული კარიერაც მაქვს, ჩემი სტატიები განთქმულია მთელს ქვეყანაში. მოკლედ დასაკვეხნად მაქვს საქმე. მაგრამ ცხოვრებაში პირველად არვიცი რა ვქნა სტატია მაქვს დასაწერი ” რას გრძნობენ სიკვდილმისჯილები” საიდან უნდა ვიცოდე რას გრძნობენ დამნაშავენი რომლებმაც იმდენად ბოროტმოქმედები არიან ,რომ  სიკვდილიც კი მიუსაჯეს. 1 თვეში სტატია მზად უნდა მქონდეს, არანაირი ისეა არ მაქვს, უამრავი ფსიქოლოგიური წიგნი დასტატია ვნახე მაგრამ უშედეგოდ, სათანადო ვერაფერი ვიპოვნე . ერთი გიჟური იდეა მომივიდა რომლის გაფიქრებაც  ჟრუანტელს მგვრის მაგრამ მიღირს,მოკლედ იდეა მდგომარეობს შემდეგში : უფროს ვთხოვ 1 თვით სიკვდილმისჯილთა საკანში მომახვედროს ,მათ დავაკვირდები,ინტერვიუს ჩამოვართმევ და იმედია გავიგებ კიდეც რა გრძნობს ადამიანი როცა საკუთარი სიკვდილის თარიღი იცის.იმედია გავიგებ როგორია როცა აღსასრულის მოლოდინში ბოლო დღეებს ატარებ.

უფროსის გაფართოებულ თვალებზე გამეცინა აშკარად გიჟი ვეგონე,მაგრამ ჟურნალისტი და ნორმალური სად გინახავთ მოკლედ დავითანხმე. უკვე სასხელ აღმსრულებლების გარემოცვაში ციხისაკენ მივდივარ, თავს უცნაურად ვგრძნობ აქ არავინ იცის უდანაშაულო რომ ვარ,ყველა ბოროტმოქმედად მიმიჩნევს. მოკლედ ციხე სწორედ ისეთი აღმოჩნდა როგორიც წრმომედგინა, ცივი ნაცრისფერი კედლები , უღიმღამო ოთახები,და ბოროტი სახეები. ჩხუბისთავი არასდროს ვყოფილვარ შეიძლება ითქვას ჭიანჭველასათვისაც კი არ დამიდგამს ფეხი ,ახლა კი მკვლელებთან ერთად ერთ ჭერქვეშ მომიწევს ცხოვრება.ყოველშემთხვევაში 1 თვე ვეცდები ცოცხალი გადავრჩე.

პირველივე დღესვე წესები გამაცნო ვიღაც კუნთიანმა ახმახმა. აქ თურმე ყველა ერთ გლავნს ემორჩილება,შეწინააღმდეგება არც მიცდია. 1თვე როგორმე ცოცხალი უნდა გადავრჩე. ჩემი ოჯახის პატიმარი თავიდან ღრუნჩი მომეჩვენა  მაგრამ ნელნელა შემეჩვია და ლაქლაქიც დაიწყო,მიყვებოდა გაუთავებლად თავის ცხოვრებაზე,თუ როგორ მოკლა კაცი და აქ კადი გავაჩერე,ყურები დავცქვიტე და ყველაფერი გამოვკითხე იმ მომენტზე როცა ჩახმახს ხელი გამოკრა.

” -ძალიან ძნელი მომენტია.ყვებოდა ის,- იარაღი ხელში გიჭირავს მაგრამ ვერ გრძნობ ,იმ წამს უამრავი ფიქრი გიტრიალებს,გრძნობ რომვიღაცის სიცოცხლე შენს ხელთაა, ეს იმდენად ამაღელვებელი მომენტია ,რომ ტვინს გიბურღავს ,უცებ ამდენ აზრში ერთი იმარჯვებს და მხოლოდ ის ტრიალებს გამუდმებით თავში ” მე შენზე ძლიერი ვარ” “მე შენზე ძლიერი ვარ” ამდროს გაუაზრებლად თითს გამოსწევ და ეგაა, დავარდნის ხმის გაგონებისთანავე სინანული გიპყრობს და გრძელდება მთელი ცხოვრება”

1 კვირა გავიდა,აქ ნამდივილი ჯოჯოხეთია ..ყველგან ძლიერი ბატონობს, ვერ წარმოიდგენთ სხვა პატიმრებს რაებს აკეთებინებენ,ვცდილობ მათ საქმეში არ გავერიო,მაგრამ ახალი ვარ თან ალბათ ცნობისმოყვარე თვალები მაქვს და უკვე მოვახერხე შარში გავხვეულიყავი,რომ არა ჩემი მეზობელი ალბათ კარგიც დამემართებოდა…

თავზარდაცემული ვარ, აქ არავინ მიცნობს როგორც ჟურნალისტი , არავინ იცის ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი . დღეს კიდე ჟურნალში ეწერა ,რომ უბედური შემთხვევის შედეგად გარდავიცვალე . ზუსტად 2კვირის შემდეგ, ორშაბათ დღეს იმ საბედისწერო სკამზე დამსვამენ,არა რაღაც უნდა ვიღონო,მაგრამ რა,ვინ დავაჯერო ,რომ ისეთი კარგი შეთხზული ისტორია როგორიცაავითომ ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლი და მისი საყვარელი ვაწამე, აქ ყველა იძახის უდანაშაულო ვარო,არავინ დამიჯერებს,ერთადერთი გზა მაქვს,სტატია დავამთავრო,იქნებ ჩემი სიკვდილის შემდეგ მაინც ნახონ..

1კვირა დარჩა ჩემს აღსასრულამდე,ღამეებს ვათენებ ვერ ვიძინებ, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ჩემი ცხოვრება უდროო დროს ფილმის კადრივით წყდება. გული მწყდება რამდენი რამის გაკეთება ვერ მოვასწარი,ვუყურებ ჩემს განვლილ ცხოვრებას და მეცოდება ჩემი თავი ,გულიმერევა ჩემს მაქინაციებსა და განვლილ წუთებზე. ვნანობ , რომუფლის გზით არ წავედი,ბევრჯერ გადავაბიჯე საკუთარ თავს,პატიოსნებას და სწორ გზას.ფილმივითვუყურებ ჩემს წარსულს და ვნანობ რომ საერთოდ დავიბადე,ვნანობ ჩემს თითოეულ განვლილ წუთს. დღეს ჩემი სადამსჯელო სკამი ვნახე ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს სასამართლო სკამს ვუყურებდი სადაც უნდა გადაწყვეტილიყო ვიცოცხლებდი თუ გარდავიცვლებოდი,მაგრამ ამჯერად განაჩენი სახეზე იყო,უდიდესი სინანული ,ბედნიერება და სიძულვილი ირეიდა ჩემ გონებაში .მეჯავრებოდა ამ სკამის შემქმნელი, მეჯავრებოდა თითოეული ადამიანი რომელიც ლაღად დააბიჯებდა.მიხაროდა რომ ამ წამებულ ცხოვრებას დავასრულებდი და ბოლოს და ბოლოს ჩემი ცოდვებისათვის ვაგებდი პასუხს.image41235915

 

 

 

 

 

ეს ბოლო ჩანაწერია,ბოლო ფურცელი და ბოლო ასოები გამოყვანილი ჩემს მიერ. აქ ბევრ რამეს მივხვდი,მიუხედავად იმისა ,რომ არავინ მომიკლავს, თავს უდანაშაულოდ არ ვგრძნობ. ჩემი ცხოვრება იმაზე უარესი იყო ვიდრე იმათი ვისთანაც 1 თვე ვიცხოვრე. აქ გამოვცადე როგორია, გამალებით იბრძოლო თვითგადარჩენისათვის,აქ გამოვცადე როგორია როცა შენი სიცოცხლე სასწორზე დევს,აფასებ ამ ცხოვრებას .აფასებ ადამიანებს და ხვდები რომ ეს წუთისოფელი იმდენად პატარაა რომ დროის ბოროტებაზე ფლანგვა არ ღირს.დღეს პაემანი მაქვს სიკვდილთან და არ მეშინია იცი? უკვე მზად ვარ წინ დავუხვდე ,თვალი გავუსწორო ,მზად ვარ წავრსდგე უფლის წინაშე და პასუხი ვაგო ცოდვებზე.

სტატია -” რას ვგრძნობდი როცა უდანაშაულო დამნაშავე ვიყავი?”

ელოდები,ელოდები.მზად ხარ შავ თვალებში ჩახედო ,მაგრამ ის არ მოდის.. იყურები იქნებ ვერ მიხვდი როგორ მოვიდა თვით სიკვდილი და როგორ გაგისტუმრა იმქვეყნად..ყრუ ტკივილს გრძნობ მოლოდინის ტკივილს.მაგრამ ხვდები რომ ისევ აგრძელებ სუნთქვას, ისევ უნდა იარო ამ წამებულ მიწაზე მაგრამ შენ ის აღარ ხარ ის რაც იყავი.

სტატია გამოიცა 12 დეკემბერს და მან მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

 

Advertisements

One thought on “სიკვდილმისჯილი .. (თამუნა)

  1. გამოხმაურება: შეცვლილი მეტიჩარა? მაინც მეტიჩარა სამუდამოდ! (თამუნა) | მეტიჩარა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s