გნებავთ???? წაიკითხავთ???

yes

5ის 15 წუთი იყო 3 გაჩერება ფეხით რომ ვიარე და როგორც იქნა ავტობუსი მოვიდა. მერე მეტრო, მერე პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე გაჩერებისას ცოტა ავნერვიულდი. მუცელში პეპლები ამიფრინდა. მეგონა მივიდოდი, არავინ იქნებოდა და უკან გამოვბრუნდებოდი, ან ვერავინ ვერ მიცნობდა ან რამე. მოკლედ მივედი, მივიხედ–მოვიხედე და დავინახე ნატალი და ჩემინავა. ჰო და კიდევ ვიღაც ბიჭი რომელიც პოვეტი აღმოჩნდა. გიგას გაგონებაზე  ნატა დაიმანჭა და რო მცოდნოდა არ წამოვიდოდიო. გავატარეთ. :დდ მოკლედ ცხოვრებაში არმდენი ხანი ჩუმად არ ვყოფილვარ. ახალი ხალხის გაცნობისას რაღაც უხერხულობა რომაა ხოიცით? ეგრე იყო. და უცებ მოვიდა ვიღაც ტიპი და ნატო მაცნობს. ეს გიგაა. სულელურად გამეღიმა, იმიტომ რომ სურათი ნახი არ მქონდა და იდეაში სხვანაირი წარმომედგინა.

მერე წავედით რომელიღაც ცუდი მუსიკით აყროლებულ ბაღში, სადაც ვილაპარაკეთ, შეშა მოვიპარეთ და ლაშა შემოგვემატა. მერე გადავწყვიტეთ “მორგში” წავსულიყავით. შეშა დავტოვეთ და “მორგიც” ყარდა ოღონდ მუსიკით არა. შევედით სმარტში, სადაც მაგრად გავერთეთ და მერე გადავძვერით მშენებარე ნაგებობაში. სმარტში გიორგიმ ბევრი გვაცინა :იყიდით??? მობრძანდით… შეიძინეთ… და მთელი პერსონალი იხეოდა სიცილით. იქიდან გამოსვლის შემდეგ ცხოველურ ხმებს გამოვცემდით და რაღაცას ვმღეროდით არ მახსოვს. მერე დავლიეთ. დანარჩენი ბუნდოვნათ მახსოვს.

სავარაუდოთ 100ჯერ ვთქვი, თუ როგორ მომწონს როცა ტრიალებს.

გიგას შეშაზე ხელი მოვუწერე : “მარიამი <3”

ნატალი თბილი და საყვარელი გოგოა. უბრალოდ ჩემი მეტიჩრობა ვერ დავაჯერე.

გიორგიმ გამაოცა. არმეგონა ეგეთი თუ იყო.

პოვეტმა ხელი გაიჭრა და ჩუმათ იყო. რამდენჯერმე შევთავაზე ინფექცია არ შეგეჭრას არაყი დაისხითქო და ისე შემომიღრინა…

ლაშა კარგი ტიპია. მხიარული, პირდაპირი, თავისუფალი…

ნანუკა ზუსტათ ისეთი მეგონა როგორიც იყო. ძალიან ლამაზი და საყვარელი.

ჰო კიდე გიგამ მოგიყვა რაღაც ეკლესიის ისტორია, რომელიც სიყვარულით გაგიჟებულ კაცს აუშენებია. არადა სამასჯერ მაინც ვთქვით რომ სიყვარული არ არსებობს.

მერე ვიმსჯელეთ რელიგიებზე, ბლოგებზე, მუსიკალურ გემოვნებებზე…  საერთო მეგობრებზე, სკოლებზე, გიგამ ცნობა გვანახა, ნატამ და ნაუკამ საშინელებათა ფილმებზე ილაპარაკეს.

ჰო ის დამავიწყდა გიგა მაგარი ქურდბაცაცაა, სმარტში ცანცარებდა ალბათ, მაგრამ შეშა მაგრად გამოზიდა :დ

ნუ მოკლედ კარგი დღე იყო რა. იმით თუ ვიმსჯელებთ, რომ ახლა მთავარი კომუნიკაციის საშუალება ნეტი იქცა გასაკვირი არცაა 6 ბავშვი რომ ვიყავით. ეს იმის, ბრაია, რომ ზოგს არ უშვებენ, ზოგს ეზარება, ზოგსაც საკუთარი ინტერნეტ იმიჯსი მსხვრევა არ უნდა. საბოლოო ჯამში ჩვენ მშვენიერი, ემოციური და თბილი დღე გამოგვივიდა. კმაყოფილი და ბედნიერი ვარ.

პ.ს. ნატომ (თუ გიგამ) ისსე დაწერეთ პოსტები, ვინც არ წამოვიდა გული რო დაწყვიტოთო. მგონი გამოვიდა ^_^

Advertisements

12 thoughts on “გნებავთ???? წაიკითხავთ???

  1. ზე შეხვედრა იყო ❤ მეტიჩარა, ძალიან ჩამივარდი ტვინში (გულს არ ვიძახი ხოლმე მე) აი ჩემინავა -გნებაავთ? საუკეთესო რამ იყო მგონი :დ ეგ რო არა… :დ აუ კარგია მეც მოვალ აზრზე იმედია და დავწერ. რა კარგი მახსოვრობა გქონია ^^

  2. ვერ წარმომიდგენია ჩემინავათი ყველა რომ აღფრთოვანდით :დ
    იქ, ზევით, ლაშას აღწერაში დავამატებდი ცანცარასაც :დდდ

  3. საყვარლები ხართ! მარიამ ჩემი შორეული ნაცნობი (:D) ხარ და მინდა გითხრა რომ ძალიან საყვარელი 😉 იგივეს ვიტყოდი ნატაზე 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s