მეცნიერული თავგანწირვა:)) (თამუნა)

32259298

8 ნოემბერი .2010 წელი

როგორც წარმატებულ სტუდენტს  სამსახური შემომთავაზეს, წინადადება ძალიან სერიოზული და საინტერესოა, ანაზღაურება დიდია, მაგრამ საიდუმლოებით მოცული, რაც არ მესიამოვნა მარამ მარტოხელა გოგოს სწავლის ფული მაქვს გადასახდელი ამიტომ დავთანხმდი, მე მეცნიერი ვარ და ჩემი სამსახურიც ადამიანის ტვინის გამოკვლევას ეძღვნება, სულ რამოდენიმე დღეა ვმუშაობ , სიტუაცია ნორმალურია, ყველას მოვეწონე უკვე დავეგობრდით ცოტა უცნაური ხალხიცაა, მაგრამ კარგი გარემოა და ვეეგუები

9 ნოემბერი.2010წელი..

დღეს ერთ ოთახში მოვხვდი სადაც ჩემი ტოლ ადამიანებს სინჯავდნენ ,სახეზე გაფითრებულები და უემოციონი იყვნენ , არ დავინტერესებურვარ ,მაგრამ უფროსმა ჩემი თვალები შეამჩნია ცოტახანში კაბინეტში დამიბარა და მითხრა, რომ მე ვმუშაობ სახელმწიფოს დაფინანსების მმეცნიერთა კლინიკაში, სადაც ადამიანთა ტვინს იკვლევდნენ და ცდილობდნენ რაღაც დეტალები შეეცვალათ, მან მითხრა რომ მენდობა და ჩემი ნიჭიერება მათ ამ საქმეში დაეხმარებათ.ცოტა შევშინდი მაგრამ მაინც დავთანხმდი რადგან დარწმუნებული ვიყავი რომ ხალხს ვეხმარებოდი

1 დეკემბერი,2010 წელი

უკვე 1 თვე გავიდა,ამ საქმეში თავით ჩავეფელი , უკვე მეც მათი ნაწილი ვარ შევიცვლე,იმდენს აღარ ვლაპარაკობ დავსერიოზულდი და მთლიანად საქმეს მივენდე, ხალხი რომლებზეც ჩვენ გამოკვლევებს ვატარებთ საბავშვო ბაღიდან ყავთ წამოყვანილები ,მიტოვებულები თითქმის ჩემი ტოლები , მათ ცარიელ თვალებს რომ ვუყურებ გული მიკვდება, მჯერა რომ დავეხმარებით ,უკვე შევიმუშავეთ გეგმა , თუ როგორ ვაიძულოთ ტვინი ჩვენი შეშვებული ინფორმაცია გამოიყენოს, ამით შევძლებთ ადამიანებს შრომა შევუმსუბუქოთ.

2 იანვარი 2011 წელი

შეშფოთებულ ვარ , ერთ დღეს გვიანობამდე შემოვრჩი ტვინის უჯრედს ვიკვლევდი ,ძალიან დავიღალე და სახლში გასვლა დავაპირე , უცებ შუქი ჩაქვრა ტელეფონი ავანთე და გზა ძლივს გავიკვლიე, სადღაც ბაღში აღმოვჩნდი როცა შუქი ჩაირთო ,უკან ეზოში გავსულვარ , შიშისაგან გავშეშდი ,დიდ ორმოში ასიოდე ჩემი ტოლი ახალგაზრდა ეყარა, შიშვლები ცარიელი სახეებით ,ეს ის ადამიანები არიან მე რომ გამოკვლევებს ვატარებდი, შიგნით შევბრუნდი და დირექტორის ოთახში შევედი ქაღალდები გადავქექე და რაღაც საინტერესოს წავაწყდი გადავაქსეროქსე და საგულდაგულოდ გადავკითხე,თურმე ადამიანებს რომლებზეც გამოკვლევებს ვატარებდით იღუპებოდნენ მათ ნორმალურად არც კი ასაფლავებდნენ, მე რომ მეგონა სიკეთეს ვუკეთებდი თურმე მეც მკვლელი ვყოფილვარ, მათ კარგად იცოდნენ რომ ადამინის ტვინი გამოუკვლეველი იყო რომ მას ვერ უბრძანებდნენ ,რომ ადამიანმა თვითონ უნდა იშრომოს თუ უნდა რაიმეს მიაღწიოს, მე კიდე მეგონა , მე მეგონა მათ ვეხმარებოდი, ღმერთო ჩემო მე მკვლელი ვყოფილვარ …

1 თებერვალი.2011

ვცდილობ ყველანაირად დავფარო რაც ვიცი , ვცდილობ ჩემთვის ვიმუშავო თავი არ დავზოგო რომ სხვა ჩემი ტოლები მინც გადავარჩინო, ერთი ბიჭი მომიყვანეს შესამოწმებლად  სხვებისგან გამოირჩეოდა, რაღაც ანათებული თვალები ქონდა ,ეს ბიჭი ახალი იყო და შემცოდა ვიცოდი რაც მოელოდა,შემომხედა მაგრამ გამაყუჩებლებით გაბრუებულმა ემოცია ვერ გამოხატა, მის თვალებში მუდარა ამოვიკითხე, თითქოს და იცოდაა რაც ელოდა, გული ამიფანცქალდა მაინც 24 წლის გოგო ვარ არ შემიძლია ასეთი ცივი ვიყო, გასაუბრება მეკრძაკებოდა მაგრამ მაინც შევედი მის პალატაში ,ეძინა ,რომ ვუყურებდი ისეთი მშვიდი ძილით ეძინა პატარა ბავშვს მოგაგონებდათ, წამოსვლა დავაპირე უცებ ხელზე მომკიდა, არ წახვიდეთ მთხოვა , ვიცი რაც მელის , არაფერს არ გთხოვთ უბრალოდ ერთი ოცნება მაქვს , ერთხელ ფოტოზე ძალიან ბევრი წყალი დავინახე შემდეგ გავიგე რომ ზღვა იყო , მინდა ის ვნახო შეგიძლიათ ფოტო მაჩვენოთ? , ხმა ვერ ამოვიღე იმწამსვე წამოვედი~

3 თებერვალი .2011 წელი

ვიცი დამიჭერენ , ან მომკლავენ მაგრამ ერთ აზრს ვერ ვიშორებ თავიდან მინდა ის ბიჭი გადავარჩინო ,მის ცოცხალ თვალებს შუქი არ ჩავუქრო ,მინდა ზღვა ვანახო ,მისი ღიმილი ისევ ვნახო ,იცი როგორ გაუხადა როცა ზღვის ფოტო მივუტანე? თვალები მთელი დღე სიხარულით უბრწყინავდა, გეგმა მაქვს  ერთი წამალი ვიცი ადამიანს აციებს, სუნთქვას უნელებს, იმას გავუკეთებ ვითომ გარდაიცვალა და გავაპარებ ,მაგრამ მეშინია ისინი მომკლავენ,თან მგონი ეჭვობენ რომ რაღაც ვიცი ,მაინც უნდა გავრისკო , იმ ბიჭს ვერ გავწირავ .

5 თებერვალი.2011წელი

წამალი გავუკეთე  ,ახლა უნდა გავითამაშო ვითომ გარდაიცვალა, შევდივარ მის პალატაში , ავტეხე ყვირილი , კიდევ ერთი წარუმატებლობა, წაიყვანეს ვითომდა დასამარხად, უკანა კარებთან მანქანა მელოდება ,უნდა ვიჩქარო ,დაცვას საძილე წამალი ჩვუყარე ლანჩში ახლა ღრმად ეძინება,ოო ღმერთო როგორ მეშინია, გარეთ გავედი ,უკვე მანქანაში ვართ 1 საათი მაქვს რომ ქალაქიდან გავიდე სანამ შეამჩნევენ და დამედევნებიან, ზღვამდე მისვლას 3 საათი ჭირდება ,ის გონზე ნახევარ საათში მოვა, მისთვის ტანსაცმელი ვიყიდე , ახლა ვზივარ საჭესთან და ვფიქრობ სწორედ მოვიქეცი თუ არა მე ჩემი სიცოცხლე გავწრე სრულიად უცნობი ახალგაზრდასთვის, მაგრამ მიღირს , დაე მომკლან , არ მინდოდა უაზროდ მეცხოვრა , მინდოდა ვინმესთვის სიკეთე გამეკეთებინა, ეს ბიჭი რომლის სახელიც კი არ ვიცი მალე გარდაიცვლება მაგრამ იმედი მაქვს ბედნიერი გარდაიცვლება, ფიქრებში ჩაფლულმა ვერც კი მივხვდი გონზე როგორ მოვიდა, კითხვა არ დამისვამს, ზღვაზე მიგყავარ ? ანთებული თვალებით მკითხა, ჰო – ვუპასუხე და წინ გავიხედე. ლამაზი ბიჭი იყო თაფლისფერი თვალებით და ძალიან შავი თმით, ლამაზი ნაკვთებით და მარწყვივით წითელი ტუჩებით.

-წუთები დარჩა შენი ოცნების ასრულებამდე, მისი თვალები ბედნიერებას ასხივებდნენ, -მე ბაია მქვია

– მე დავიდი , მითხრა ისე არც შემოუხდედავს, სურათი რომელიც მე ვაჩუქე გულში ქონდა ჩაკრული და წინ იყურებოდა, – იცი არაფერი მახსოვს ჩემი წარსულიდან მაგრამ ბავშვები მესიზმრებიან ლამაზ დიდ სახლში  , მათ უცებ მშობლები ეძახიან და ისე გარბიან ვერც ვახერხებ მათ დანახვას, დიდი ხანია ეს სიზმარი მესიზმრება არ ვიცი რას ნიშნავს

-მალე მივალთ ,ვეცადე თემა გადამეტანა , არ ვიცოდი რა მეთქვა, , მისი აღტაცებული სახის დანახვაზე მეც ვგრძნობდი რომ ცოცხალი ვიყავი . უკიდეგანო ზღვას გავცქეროდით , ზღვა ღელავდა როგორც ჩემი გრძნობები, ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ, დავიდი პატარა ბავშვივით დარბოდა, იცინოდა მაგრამ წყალს არ შეხებია.მიუხედავად იმისა რომ თებერვალი იყო თბილი ამინდი იყო ,მზე ჩადიოდა, ჩამოვჯექი და ყურება დავიწყე, ბიჭი გვერდით მომიჯდა დაღლილი სახე ქონდა მაგრამ ძალიან ბედნიერი  ,უცებ მითხრა ის რასაც არ მოველოდი- მე  მალე მოვკვდები ხო? მე ამას ვგრძნობ, მაგრამ მე ბედნიერი ვარ ,თავისუფალი ისევე როგორც ის თოლია ნაზად რომ ეხება ზღვის ტალღებს,და ცაში ლაღად ნავარდობ , უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა ვიცოცხლებ თუ არა , მე ბედნიერი ვარ და მინდა მადლობა გითხრა,

თავი დამადო და თვაალები დახუჭა , შეემეშინდა , ოჰ ღმეერთო ჩემო მას უბრალოდ ჩაეძინა, პატარა ბავშვს გავდა რომელიც ნათამაშები დაიღაალა და მალევე ჩაეძინა. უკნიდან საზარელი ხმა შემომესმა ,მაგრამ თითქოსდა ამას ველოდებოდი  ,ეს ჩემი უფროსი იყო , ბიჭს გამოეღვიძა, მალევე გაერკვა სიტუაციაში . მე ვიცოდი რომ აქვე ორივე მოვკვდბოდით ,მაგრამ მინდოდა პირველი მე ვყოფილიყავი,

– შენ იცი რა ჩაიდინე( დირექტორმა მითხრა რომელიც იარაღს მიმიზნებდა). შენ ის დაღუპე ისევე როგორც უამრავი სხვა მისნაირი, შენ შეგეძლო დახმარებოდი ხალხს , უამრავ ხალხს მაგრამ ეს არ გააკეთე

-არა მე პირიქით,დავეხმარე მათ , თქვენ უნდა იცოდეთ რომ უშრომელად არაფერი ხდება, ტვინს ვერ აიძულებთ ჩვენი ჩატვირთული ინფორმაცია აითვისოს ,ასე მილიონობით ადამიანს დაავადებთ. თქვენ გინდათ მსოფლიო მართოთ მაგრამ ამას ვერასადროს შეძლებთ, მე მივაკვლიე გზას , მე მივაკვლიე უჯრედს რომელიც დაგვემორჩილება,ჩემი გამოკვლევები ჩიპზე ავტვირთე რომელიც უკვე ზღვის ფსკერზეა, თქვენ მას ვერასოდეს იპოვით

– შენი დახმარებით ეს ბიჭი გადარჩა,  ახლა მოგკლავ ,ამას კი ცოცხალს დავტოვებ , ის იცოცხლებს და შენზე ფიქრით დაიტანჯება, ის შენ გადაარჩინე და შეგეძლო მრავალი სხვა გადაგერჩინა მაგრამ ეგ არ გააკეთე. ნახვამდის ..

5 თებერვალი.2012 წელი

მე ვარ ადამიანი რომელიც , 1 წლის წინ საბედისწერო დღეს ერთმა კეთილმა მეცნიერმა გადაარჩინა, მან მე სიცოცხლე მიბოძა თვითონ კი გასწირა, მის დღიურს სამუდამოდ ზღვის ტალღებს მივაბარე, რადგან ვიცი რომ ის იქ არის, ზღვასავით უკიდეგანო და ემოციური, ძალიან კეთილი და ჩემი პირველი სიყვარული…

Advertisements

10 thoughts on “მეცნიერული თავგანწირვა:)) (თამუნა)

      • უმშვენიერესი პოსტი იყო… ❤ მეტიც რომ აარ შეიძლება..! ალადა სულ შემთხვევით "recently published" -ში გადავწყდი უაზრო ბოდიალისას .. ^^ ძალიან მაგარი, ძალიან მაგარი იყო.. ბრავო ! ამ პოსტით სახელი (მეტიჩარა) ნაწილობრივ ვერ გაამართლე მაგრამ, მასიამოვნე.. მადლობა.. და ერთსაც გთხოვ, ძალიან მინდა, გიცნობდე .. ამხელა საქმე გაუკეთე ამ ბავშვს და ერთი სურვილი მეც ამისრულე :დ ^_^

      • მაპატიე მაგრამ, ვერანაირად ვერ მოგძებნე ფბ-ზე და მოდი მე გეტყვი და შენ მიპოვნე თუ არ შეწუხდები რა :* ^^ Rezi Elizbarashvili <– აი ასე : )

  1. გამოხმაურება: შეცვლილი მეტიჩარა? მაინც მეტიჩარა სამუდამოდ! (თამუნა) | მეტიჩარა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s