ლამაზ ზღაპარში თუ ლამაზ რეალობაში?…(თამუნა)

538438_426716347340856_100000074828480_1616280_1545146659_n

ლამაზ ზღაპარში ლამაზ პრინცესას ლამაზი პრინცი უყვარს, ლამაზ ცხოვრებას ლამაზი ბუნება ავსებს, ლამაზ გარემოს ლამაზი ურთიერთობა ერწყმის. ლამაზ გრძნობას ლამაზი ისტორია ქმნის, ლამაზ გრძნობას ლამაზი ისტორია ქმნის, ლამაზ ისტორიას ლამაზი დასასრული მოყვება. და შენ ლამაზ ბავშვობას ამ ლამაზ ზღაპართან ატარებ. ლამაზ ლოგინთან ლამაზ სიზმრებში გეჭრება, ლამაზ ისტორიას ლამაზი დედიკო გიყვება, ლამაზი წიგნი ლამაზ თაროზე ინაცვლებს , ლამაზი ცხოვრების წუთებს ინახავ ლამაზ წიგნს იღებ და ლამაზ ბავშვობაში მოგზაურობ. ნელნელა ლამაზ წიგნს ლამაზი მტვერი ფარავს. გაზრდილ ლამაზ ცხოვრებას ლამაზი სიძნელეები მოსდევს . ლამაზი წუთები , ლამაზი დღეები ,ლამაზი ქორწილი . ლამაზი ბავშვი , რომელსაც ლამაზ ზღაპარს უყვები, ლამაზი ისტორიით. სადაც ლამაზ პრინცესას ლამაზი პრინცი შეუყვარდება, მერე ლამაზი სიბერე თავისი ლამაზი ნაოჭებით, ლამაზი ბოლო დღეები და ლამაზი სევდიანი დღე, როცა ცივ ლამაზ მიწაში ხარ ჩაფლული. ლამაზი წიგნი კი ლამაზ თაროზე , ლამაზი მტვერით დაფარული დევს და მორიგი ლამაზი პატარას მორიგ ლამაზ ისტორიას ელოდება, უნაოჭო უკვდავი ლამაზი ფურცლები ლამაზი ისტორიით, სადაც ლამაზ პრინცესას ლამაზი პრინცი უყვარს…

Advertisements

12 thoughts on “ლამაზ ზღაპარში თუ ლამაზ რეალობაში?…(თამუნა)

  1. ტავტოლოგია, ტავტოლოგია everyvere ^^
    კი არა და, ვხუმორბ, უბრალოდ სადმე ესე ხდება?
    კი, კი, წიგნები ყოველთვის ლამაზი რჩებებიან, მანდ კრისტალი ხარ, მაგრამ დანარჩენი? ^^

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s