სივრცეში .(თამუნა)

15191348877409301292

ისევ ფანჯარასთან ვზივარ,მიყვარს როცა ჩემთვის ნაცნობ ადგილს გადავსცქერი, დღეს კი განსაკუთრებულად ნაღვიალნია, ზემოთ ვიყურები ,იცი როგორ მიყვარს თოვლის ფიფქების ყურება ? როცა ციდან ფარფატით ეშვებიან, ოთახში ბინდის ხმა ისმის, ფეხებს კედელზე მიმაგრებული პატარა გამათბობელი მითბოს და გარემოს უფრო თბილს და მყურდროს ქმნის. ოთახს უკვე აშკარად ეტყობა ახალი წლის მოახლოება, მე კი ისევ ჩემს თუთიყუშს დავყრდნობივარ და ორივენი გარეთ ვიცქირებით სადღაც უსასრულობაში, ყურში სასიამოვნო მუსიკა მეჩურჩულება ნაზ სიტყვებს, ვცდილობ გონება გამოვრთო ,ვცდილობ არაფერზე ვიფიქრო მაგრამ არ გამომდის, ერთდროულად ათას რამეზე მეფიქრება,

ჯას, ჯას ეს მხოლოდ სისხლია , ისმის ფილმიდან , იქედანაც პრობლემები გამოსჭყვივის, ჩემს გარემოს უფრო და უფრო დაძაბულს ხდის

ისევ ვცილობ გონება გამოვრთო, და ისევ არ გამომდის, ისევ ვდილობ ადამიანურობა მოვიშორო , ისევ არ გამომდის

თუმცა წყევლას არ მაშორებს – ისმის ფილმიდან. წყევლა?

ახლაც შემომიტია , ამ უაზრო ხასიათმა, უკვე აღარ ვიცი რა ვუყო.აზრები ფიქრები ერთმანეთში ტორნადოსავით ირევიან ,თუ ერთ წამს ძალიან ბედნიერი ვარ მეორე წამს ცხოვრების აზრი მეკარგება,

ეგოისტობა მახრჩობს იცი?

აიიიი საშინელი ეგოისტობა.

ისევ დაბადების დღე მაქვს შეიძლება რაღაც გთხოვო? მაკოცე(ისმის ფილმიდან)

ისევ სივრცეში ვიყურები , ყველგან ჩემს თავს ვეძებ ,თითქოს დანაწევრებულა და გაფანტულა მთელს ქალაქშიო.

მალე გავგიჟდები ვიცი

ფილმშიც ცუდადაა საქმე მაგრამ სადღაც ერთ საათში ყველაფერი ბედნიერად დასრულდება

შეიძლება ბანალურია მაგრამ მეც მინდა ბედნიერი დასასრული, რაც ჩემ თავთან გამარჯვებას ნიშნავს

Advertisements

2 thoughts on “სივრცეში .(თამუნა)

  1. მეც ვუყურებ ხოლმე თოვლს, მაგრამ შენ სავარაუდოდ, რადგან მაღლა იხედები და ისე ხედავ დღე უყურებ…
    მე დღე არ ვიხედები ფანჯარაში…
    სამაგიეროდ ღამე შემიძლია ვუყურო…
    თანაც შენი ფიფქები ცის ფონზე შავად ჩანს, ჩემი კი უკუნ სიბელეში უფრო თეთრები არიან, ვიდრე ოდესმე ^^

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s