ჰაერში

-წარმოიდგინე რომ ჰაერში ხარ. წარმოიდგინე?

-მოიცა, მოიცა. როგორ?

-ეცადე. გამოგივა…

წარმოვიდგინე მარიამი ჰაერში გამოკიდებული. მიწასა და ცას შორის უხერხულად გაჭედილი. ისეთი გრძნობაა რომ ხტები და ფოტოზე ჰაერში ჩანხარ. აშკარათ სხვა რაღაც იგულისხმა ჰაერში ყოფნაში.

პრინციპში წარმოდგენა რა საჭიროა? ისედაც მანდ არ ვარ? არც მიწაზე მიდგას მყარად ფეხი, არც ცაში. სიკვდილ-სიცოცხლეს არ ვგულისხმობ, უბრალოთ ჩემი ადგილი ვარ ვიპოვე. მეგობრები არ მყავს. კლასელები არ მინდა, სხვებს არ ვუნდივარ. თითქოს სინათლეს ზურგს ვაქცევ და სიბნელისკენ მივდივარ.

რასაჭიროა ამდენი შედარებები?

ყველას ყავს ვიღაც. აი ისეთი ნებისმიერ წამს რო დაეხმარება, მის საქციელებს და მანერებს არ დააკოპირებს, ჩაეხუტება და გაათბობს, გაუგებს, ყველგან გაყვება თუნდაც მთვარეზე.

მე მარიამი მყავს და კიდე ვიღაც-ვიღაცები რომლებსაც ჩემ პრობლემებს თავზე ვახვევ და საბოლოოდ შედეგი ნულია. ნელნელა გავიყინე…

დღეს ბილოგიამ რამის მცემა. როგორც მჩვევია ხოლმე ვხატავდი, უცებ მომეპარა და ფურცელი წამართვა. მთელი კლასის დასანახათ აწია ზევით რო ეცინათ და მითხრა 2 რო გეკუთნოდეს დაგიწერ არ მოვერიდები თუნდაც 6 გამოგყვესო. წადი შენითქო ვიფიქრე. მერე რაღაცას წერდა მთელი კლასი ინგრეოდა რამის, ისეთ დღეში იყვნენ და ხმა არ ამოუღია. მეკიდე ჩუმათ ვიჯექი ჩემთვის და შემარცხვინა…

გარეთ?

აჯაფსანდალია და ისე საბლოოთ მე ყველას ვკიდივარ. ადრე არ მინდოდა დაჯერება მარა ეგრეა. არაფრით გამორჩეული, უტვინო, უხასიათო, ჯაჯღანა გოგო ვარ. აბა ვის მოუნდება ჩემთან მეგობრობა?

ლამაზი მაინც ვიყო და გამხდარი. ან კარგათ ვმღეროდე, ან ვხატავდე, ან ვაკეთო ის რაც მინდა და უაზრო შინასახლური კანონები არ გვქონდეს.

მინდა თვალები დავხუჭო და ჰაერში გამოვეკიდო, ოღონდ ისე რომ აღარასოდეს, აღარსოდეს არ დავბრუნდე მიწაზე.

Advertisements

11 thoughts on “ჰაერში

      • უფკაირაა შენ მეგობრობას იმას თუ ეძახიი რაღაცას რო ეტყვი და მერე დედამისმაც და დეჩემმაც ყველაფერი რო იციიის კიიი :@@@ მარა მე ისეთი მინდა მარტოო ჩემი როო იყოოს მარტოოო მერო ვუყვარდე და მარტო მერო მიყვარდეს არმჭირდება სხვისიიიი !!! და ეგეთი ვერ ვიპოვე : |||

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s