ზენიტი… მტკივა…

ამბოლოდროს ყველაფერი მტკივა: თავი, ხელი, ფრჩხილი, ფილტვი, ბრმანაწლავი… ჰო ეგეც არ მეყოფოდა ვითომ და ახლა უსულო საგნებიც ამტკივდა. როგორც ამბობენ ზოგჯერ უსულო უფრო მეტს ამბობს ვიდრე მილარდი სიტყვა… მეც ვეთანხმები ასეთუისე. მაგრამ ძნელია რაღაც ისეთი რომ გტკივა ვერც ოპერაცია და ვერც დრო რომ ვერ უშველის.

ამწამს ზენიტი მტკივა….

თუ არიცით გეტყვით. ერთი მეტად საჭირო ნივთია, რომლის მოვალეობაც სურათების გადაღება იყო. თურმე ისეთი კარგი ფოტოები გამოსდიოდა პატრონს, უთქვამთ წვიმა რომ გადაიღო სველი მიწის სუნს გავიგებთო. ჰოდა იმ ბიჭსაც არ დაზარებია და გადაუღია წვიმები ბევრ ბევრ ქვეყანაში (რომლის ნახვის საშუალებასაც აძლევდა სსრკ).

ახლა ის ძველი აპარატი კარადაშია შენახული და გამოღების უფლება არ მაქ. ”უნიჭობა ისჯება ჩამორთმევით ერთი, ორი… კიარადა სამუდამოთ. გასაჩივრებას არ ექვემდებარება…”

ჰო რაგავაკეთო არვიცი. ისე მინდოდა დავხატე კიდეც. პოზორობაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. მიუხედავად იმისა, რომ იმ ბიჭს კიდევ 5 სხვა აპარატი უყიდია მე მაინც ზენიტი ამოვიჩემე. ისე შემიყვარდა, რომ მთელი 6 თვე ერთათ გავატარეთ. კისრით დავატარებდი 3 კილოიან ნივთს რომლის დანახვაზეც ზოგი ღადავს იწყებდა ზოგსაც გუგები უფართოვდებოდა.

ახლა წუწუნს აზრი აღარ აქვს. ცოტას კიდე დავიცდი იქნებ გადამიაროს… თუარადა განვაცხადებ რომ მის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია და სახლიდან წამოსვლით დავიმუქრები…

 

Advertisements

6 thoughts on “ზენიტი… მტკივა…

  1. როგორ მომწონს ძველი აპარატები… პირველი სურათი ძალიან პატარაა და წიგნზ სათარი რა აწერია ვერ ვხედავ… “ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე”?

  2. ამაზე ოდნავ უკეთესი “ზენიტი” მაქვს… მაგრამ მისით ფოტოების გადაღება და საერთოდ გამოყენება ცოტა ძვირი სიამოვნებაა.

    • რომელი მოდელი გაქ? ეს ეტეა. კიდევ მაქვს “ზენიტის” ერთი მოდელი, მაგრამ ვერ შევეჩვიე. ჰო ძვირია ნამდვილად, ოღონდ არც ისე, რომ უარი ვთქვა. თან შეგიძლია შავი ფირი სახლის პირობებში გაამჟღავნო. მე ვცადე ერთი და საკამაოთ კარგი სურათები გამომივიდა

      • ჯერ ლენტა,განჟღავნება,დაბეჭდვა…
        სტუდენტისთვის ძვირი სიამოვნებაა : )

      • მე უფასოთ ვამჟღავნებ. ჰო ისე მართლა ძნელია 15ლარს რო გადაიხდი და მთელი ლენტა გაფუჭებულია, ან არ მოგწონს. გამომიცდია და ვერ გეტყვი როგორ საზიზღარი გრძნობაა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s