ჰი-პო-პო-ტა-მი… (მარიამი)

ზიხარ პარკში მეგობრებთან ერთათ. პარკში რომელიც შენი სახლიდან ძალიან შორსაა. გაქვთ ცოტა (ცოტა?) სასმელი და ბევრი სალაპარაკო. სვავ შენს წილს და კიდევ უფრო მეტს. ხელში ატრიელებ პაწაწინა აბს და ორჭოფობ მიიღო თუ არა. მერე მაინც სინჯავ და დიდხანს ფიქრობ შედეგზე.

უცებ დამიარა მთელ სხეულში რაღაც ძლიერმა და მომინდა დაბლა დავწოლილიყავი ლამპიონის ქვეშ. მიუხედევად იმისა, რომ თეთრი შორტი მეცვა წითელ ქვიშას არ შვუშინდი (არცმიმიქცევია ყურადღება) და გავიშოტე. კარგია ქვევიდან ყურება. ხედავ ბნელ ცას (სოფელში ვარსკვლავებიანი იყო), სინათლეს და შეგიძლია მის წინ მბრუნავი სუყველა კოღო დაითვალო. ქვიშის ხრაშუნის ხმა გავიგონე. ვიღაც წამოგორდა ჩემ გვერდით. ყოველ ამოსუნთქვისას სიგარეტის ბოლს მასუნთქებს თმაში. ალბათ ძალით, დედამ რომ ნახოს და გამბრაზდეს. მომაწოდა კიდეც. უშნოდ დავიმანჭე. მაინც რა უნამუსოა არა?  ლამპიონის წინ კოღოები შეერთდნენ. ეე მარტორქა. მარა ხორთუმი რო აქ? აა უი სპილოა ალბათ… მომიახლოვდა და ყურში შემასხა წყალი. ხმამაღლა გადავიკისკისე… ბავშვებიც ამყვნენ.

-შენც მარტ… სპილოს ხედავ ზუკა?

-არა მე ჰიპოპოტამს

-ჰი-პო-პო-ტა-მი… ჰაჰაჰაა

-ადექი გოგო დაისვრები.-ჩემკენ გამოიწია იიკო.

-ოოო რო ავდგე მარტ… სპილო წავა.

უცებ იიკუნა ლოთებისთვის განკუთვნილი ფარდულიდან გამოძვრა და ჩემ გვერდით გაენთხა მიწაზე. ნელ-ნელა ქვიშის ხრაშუნმა მოიმატა და სულ ყველა გავმწკრივდით ლაპიონის გარშემო. ლუდის ბოთლის კაწვრის ხმა და სიგარეტის ბოლი თავს მტკენდა…

ანის ბებიამ დაურეკა წამოდიო. ადგა და მთელი ჯგროც თან გაიყოლა. დავრჩით მარტო მე, იიკო და ზუკა. აი ის მომენტი იყო ფილმებში ბოლოს შეყვარებული წყვილი რო რჩება. ავდექი და წავედი.

-იცი მე რას ვხედავ ზუკ?

-…

-შენ.

-…

-შენ რას ხედავ?

-ჰიპოპოტამს

-ჰი-პო-პო-ტა-მი…

Advertisements

4 thoughts on “ჰი-პო-პო-ტა-მი… (მარიამი)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s