წერილიც და სიხარულიც (მარიამი)

მახსოვს ბავშვობაში მეკითხებოდნენ ”წერილი თუ სიხარული?”  სულ სიხარულს ვპასუხობდი… იმის შემდეგ დიდი დრო გავიდა და ერთ მზიან-ქარიან დღეს ორივე ერთად ვიპოვე.

მოკლედ გუშინ ქარის მოტანილი წერილების დღე იყო. დილიდანვე ვემზადებოდი. პირველი წერილი სკოლაში დავწერე, დანარჩენი სამი სახლში. ცოტა ხანი მოვიცადე და როცა დაბერა ქარმა გავედი გარეთ.

მარტო ვიყავი როგორც ყოველთვის. ეგრევე ვერის ბაღისკენ წავედი და ყველაზე სევდიანი წერილი იქვე დავტოვე ხის ქვეშ. წამოსული ცოტა შევფიქრიანდი. ნეტა ვინმე თუ იპოვისთქო გავიფირე… ხელმოწერაც ქონდა მაგრამ უკუღმა დავდე და არ მგონია გამოჩენილიყო ”წერილი ”მუზალენდიდან”” ეწერა ფანქრით. საკმაოდ საინტერესო გამომივიდა. ასე იწყება:

”როგორ ხარ? ალბათ კარგათ. ჰო შესანიშნავათ იქნები. მეც არამიშავს.გეტყვი რომ გამახსენდი. კიარადა მომენატრე. ძალიანძალიანძალიან. წერილებს ყოველ დილით ვატანდი ქარს შენთან. შემპირდა ფანჯრის რაფასთან მივუტანო. შენგან პასუხი არცერთხელ არ მიმიღია. მისამართი წესიერათ უთხარი. ხოიცი რა ცანცარაა?! ” მერე უახლოესი სიახლეების შეჯამება იყო და ხელმოწერა:

”ჩვენი მე- ჩიკო”

მეორე წერილი პარლამენტის წინ დავტოვე. უფრო სწორად დავაგდე. ქალმა გამაჩერე გოგონი რაღაც დაგივარდაო. იყოს მეთქი. საკმაოთ საინტერესო იყო და აი ისეთი ღიმილის გარეშე რომ ვერ ჩაიკითხავ. იპოვა ნინო ქოქაშვილმა.

მესამე წერილი დედაენის ბაღში დავტოვე. ჩემ საყვარელ ადგილას, რომელიც გააფარჩაკებული დამხვდა. ვიღაც ბიჭები მიყურებდნენ ზევიდან. სვარაუდოთ მაგათმა აიღეს და ნაგვის ურნაში ჩუძეხეს. ან ქარმა წაიღო მტკვარში, მაგრამ მეორეთ რომ მივედი აღარ დამხვდა. ეწერა :

”დღეს მზეა. გადავწყვიტე წერილი დავწერო და მეტიც ქარს გამოვატანო…. ვისთან მოვა არ ვიცი, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ წაიკითხავ. იმედია არ გეწყინება შენობით რომ მოგმართავ. წარმოდგენა არ მაქვს ვინ ხარ, უბრალოდ მინდა ბედნიერი იყო და დატკბე ცხოვრებით. ვიცი ყველას ტკივა ხანდახან. მეც, შენც ალბათ, მაგრამ…”

არცისე ვრცელი წერილი იყო, ხელმოწერის გარეშე.

მეოთხე წერილ/ნახატი რომელიც უიდეობის ზღვარზე დავხატე იპოვა სოფომ. სამაგიეროთ მე თავისის ჩარჭობა არ ვაცადე ხეში და ეგერევე გამოვართვი. იმედია მოეწონა.

ჰო სულ ეს იყო. ვიპოვე ერთი ბიჭის ბატიფეხური ნაწერი სადაც თავის სიყვარულის ისტორიაზე მიყვებოდა და ზემოთხსენებული სოფოს პაწაწუნა ქაღალდი. ძალიან გამიხარდა ემოციებით სავსე მოვედი სახლში.

ჰო კიდევ ჩემი უდიდესი მადლობა ორგანიზატორებს, რომლებმაც 1 ძალიან ლამაზი დღე გვაჩუქეს. უდიდესი მადლობა იდეის ავტორს და კიდევ იმათ ვისაც ახსოვთ რომ 22 სექტებმერს ქარის მოტანილი წერილების დღეა…

ბავშვობაში ბაღში რომ დავდიოდი და თავი დედამიწაზე ყველაზე დიდი გოგო მეგონა ვერ წარმოვიდგენდი წერილი და სიხარული ერთად თუ შეიძლება მეპოვნა. დღეს კი ვხედავდი როგორ იღებდნენ საგულდაგულოთ მიმალულ წერილს, კითხულობდნენ ღიმილით და იმ დროს ჩემზე ბედნიერი არავინ იყო გარშემო.

Advertisements

2 thoughts on “წერილიც და სიხარულიც (მარიამი)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s