მე ვგმობ! (თამუნა)

ჩემი ცხოვრების ერთი ჩვეულებრივი დღე გათენდა .გარეთ სიცოცხლე ისევ ისე ჩქეფდა ადამიანები ერთმანეთში ირეოდნენ .ირგვლივ ისევ ისეთი ხმაური და ჩვეული გარემო .მხოლოდ ერთი განსხვავებით. ქუჩებში საშინელი ამბავი ტრიალებდა.ყველა ერთიდაიგივე თემაზე აღშფოთებით საუბრობდა.სიმართლე გითხრათ ვერ მივხვდი რაში იყო საქმე და მოთმინებით დაველოდე როდის მივიდოდი სახლში რომ ინტერნეტში მაინც მეპოვა სათანადო ინფორმაცია მომხდარზე.ჩემდა სამწუხაროდ ინფორმაცია იმაზე უფრო შემზარავი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა

ერთი შეხედვით პატარა და წყნარ საქართველოში .დიდი აურზაური დატრიალდა.მთელი ინტერნეტ სივრცე მოიცვა ვიდეოებმა რომელიც მართლაც შემაძრწუნებელ რეალობას გვაჩვენებენ .მთელი ინტერნეტ სივრცე ,მოიცვა თანამედროვე ჯალათების ,ვითომდა სამართალ დამცველების საშინელმა საქციელმა.

არსებობენ ადამაინები რომლებმაც ცხოვრებაში შეცდომა დაუშვეს, და ამისათვის მათ წლობით 4 კედელს შუა ყოფნა მიესაჯათ, ხოლო არსებობენ ადამიანები რომლებიც მათი ტკივილით საზრდოობენ და არ აკმარებენ იმ სასჯელს რომელიც ჩვენმა “მართალმა” სასამართლომ ,ჩვენმა “უცოდველმა” ხელისუფლებამ მიანიჭა. მე ვგმობ ! მე ვამბობ გეყოთ.

მე არვიცი რაუქნეს ამ ადამიანებმა საქართველოს მაგრამ ფაქტი სამწუხარო და შემზარავია.ეს მხოლოდ დასაწყისია დასაწყისი იმ სიის დავინახოთ თუ რამდენხანს გვქონდა თვალები დახუჭული და თუ რა გამოვტოვეთ ამ 6 წლის განმავლობაში .როცა დღეს ფაქტი სახეზეა მე ვიმედოვნებ რომ ქართველი ერი გამოფხიზლდება .რომ მე შემეძლება შიშის გარეშე ვთქვა ჩემი სიტყვა “თავისუფალ საქართველოში”

მე არ მაქვს უფლება ვიოცნებო მშვიდობიან წარსულზე ან მქონდეს იმედი ლამაზი მომავლისა მე მხოლოდ უშფოთველი აწმყო მინდა. აწმყო რომლიდანაც მივიღებ სასიამოვნო მაქსიმუმს და არა შფოთვარე პროვოკაციულ მინიმუმს.და მე დღეს ხმამაღლა ვამბობ მე ვგმობ!

მხოლოდ საქართველოში ყველაფერი რაშიც ფული ურევია პოპულარულია .

მხოლოდ საქართველოში თუ ფულში იხრჩვები პატივსაცემი ადამიანი ხარ .დროა გამოვფხიზლდეთ ლამაზი სიზმრიდან და ფართოთ გახელილი თვალებით შევხედოთ დღევანდელი დღის სასტიკ რეალობას..

მე ვგმობ!

Advertisements

One thought on “მე ვგმობ! (თამუნა)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s