ისე მჭირდებოდი ისე… (მარიამი)

დღეს სკოლიდან გვიან გამოვედი. 7 გვქონდა. როგორ ვერ ვიტან პატარების ჭყნავილს… კიდევ კარგი ბევრი არ იყო შემორჩენილი. დავინახე როგორ წავიდნენ გოგოები ერთად, ბიჭები რაღაცაზე კამათობდნენ მე კიდე ვიდექი კართან და გარეთ გასვლას ვცდილობდი. მშობლებმა მომიყოლეს. უცებ ძალიანძალიანძალიან კივილამდე, ხმის ჩახლეჩვამდე, იოგების დაწყვეტამდე მომინდა გარეთ ვინმე ყოფილიყო ჩემთან მოსული. ვინმე ნაცნობი, მეგობარი, ახლობელი… თბილად ჩამხუტებოდა და შუბლზე ეკოცნა.

ან… შენ, აბურძგნული თმით და ღიმილით. თეთრი მაისური და შავი ჯინსები გცმოდა. 2 რვეულით დამძიმებული მაგრამ განუყოფელი ზურგჩანთა გქონოდა, ჩემი კოპლებიანი პაწაწინაც გამოგერთმია და იქ შეგენახა. მერე თბილი ხელი მოგეკიდა და ერთათ წავსულიყავით სადმე. სამვერ ონლი ვი ნოუ…

ისე მჭირდებოდი ისე…

ქოლდფლეი ჩავრთე და მთელი გზა ვფიქრობდი, უფრო სწორედ პირველად დავფიქრდი სიტყვებზე.

მერე 1-2 წვეთი ცრემლიც გადმომვარდა.

სასცილოა არა?

ვიღაც უცხო ბიძიები სიმღერებს ”ჩემი” ტექსტებით წერენ…

Advertisements

7 thoughts on “ისე მჭირდებოდი ისე… (მარიამი)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s