უნდა ვიპოვო ის (თამუნა)

მე ერთი ტურისტივარ .მარტოდმარტო მოსიარულე და საქართველოს ბუნების ცქერისგან ალბათ გაგიჟებულიც  კი.მარტო რატომ ვმოგზაურობ ? არვიცი.არც ის ვიცი სანამ ჩემს ისტორიას მოგიყვებით როგორი ვიყავი ,ან როგორ ვცხოვრობდი.ან ვცხოვრობდი კი? ნეტა იცოდეთ რამოდენიმე წუთმა როგორ შეცვალა ჩემი ცხოვრბა.დიდად გადმოცემის უნარი არ მაქვს რადგან ჩემი დღიურის მერე ეს ჩემი პირველი ჩანაწერია რომელსაც მხოლოდ მე არ წავიკითხავ .ყველაფერი კი დაიწყო თავიდან

როდესაც პირველად სვანეთის ბუნებას შევხედე,ტანში ჟრუანტელმა დამიარა მითუმეტეს რომ სენტიმენტალური ბიჭი არსდროს ვყოფილვარ ,იმავწამს ჩემი mp3 გავხსენი და სადღაც მიყრუებულში ძლივს ნაზი მუსიკა ამოვქექე,ამდენი როკის შემდეგ მართლაც გულზე მომხვდა. ჩამოვჯექი და ისეთ რაღაცეებზე დავიწყე ფიქრი რაც ადრე თავშიც კი არ გამივლია.ფიქრებში ჩაძირულს არვიცი როგორ მოვახერხე რომ ერთი გაჭაღარავებული მოხუცი დავინახე ჯოხს დაყრდნობოდა და სადღაც ცაში იყურებოდა,თითქოს იქ ვიღაცას ხედავსო და უფრო მეტიც ელაპარაკებაო.გავბედე და უფრო ახლოს მივედი ,მაგარამ მისი იდილიის დარღვევა ვერ შევძელი ამიტომ ქურდულად მისი დიალოგის მოპარვა და მოსმენა გადავწყვიტე.

” ძალიან ვნანობ ,უნდა მაპატიო გესმის? უნდა მაპატიო.მე მე უბრალოდ ,უბრალოდ არ შემეძლო გესმის? არ შემეძლო. თავნება ,გათამამებულ ბიჭს მეღიარებინა რომ გოგო შემიყვარდა თავდავიწყებით, რომ მან ჩემი სული დაიპყრო გულზე რომ არაფერი ვთქვა. უბრალოდ არ შემეძლო მოვსულიყავი და მეთქვა თუ რამდენს ნიშნავდი ჩემთვის, არ შემეძლო მეთქვა თუ რაოდენ მომხიბვლელი იყო შენი თვალები და რამდენჯერ მოვმკვდარვარ როცა შემომხედავდი ხოლმე.ვიცი ლაჩარი ვიყავი, ვერ შევძელი გამებედნიერებიე, უნდა მაპატიო გესმის? აღარ შემიძლია უშენოდ სიცოცხლე.წამიყვანე გთხოვ,მომეცი შანსი გითხრა ის რასაც ამ წლების განმავლობაში გულში ვინახავდი”

შემდეგ თითქოს მოხუცი შეჩერდაო,სახეზე ღიმილი გამოესახა და თითქოს დაარტყესო წაიქცა.მეტს ვეღარ მოვითმენდი მივედი და დახმარება ვსცადე და იცით რა მითხრა?”მან მაპატია გესმის? მაპატია. და ამისათვის მთელი ცხოვრება შევალიე.ახალგაზრდავ მოუსმინე შენს გულს” და გაღიმებულს თვალები მშვიდად დაეხუჭა. ადგილზე გავხევდი არ ვიცოდი რა შეიძლება მექნა, იმწამს კი თავში მხოლოდ მისი სიტყვები ჩამესმოდა

ახლა? ახლა ისევ მარტო ვმოგზაურობ? და რა შეიცვალა? მე მე შევიცვალე,ახლა ვმოგზაურობ რომ ვიპოვო დაკარგული .რომ ვიპოვო გოოგო რომელსაც შეეძლება ჩემს გულში ჩახედვა,ყოველგვარი სიტყვების გარეშე,რომელსაც შეეძლება იცოდეს თუ რაოდენ მეყვარება იგი:)

Advertisements

3 thoughts on “უნდა ვიპოვო ის (თამუნა)

  1. გამოხმაურება: შეცვლილი მეტიჩარა? მაინც მეტიჩარა სამუდამოდ! (თამუნა) | მეტიჩარა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s