”შესანიშნავი” სკოლის მინუსები და მარად უკმაყოფილო მე (მარიამი)

პატარა სკოლის ერთი ჩვეულებრივი, გამოურჩეველი მოსწავლე ვარ. არავის თვალში არ ვეჩხირები. სწავლის დაწყება მიხარიათქო რომ გითხრათ მოგატყუებთ. მძულს შურისგან და ბოღმისგან ჩახუთული საკლასო ოთხები, ყალბ ღიმილს ამოფარებული ბოროტი მზერები. ”დაქალობა” და ზურგს უკან ჭორაობა. ”ეს იმასთან ემზადება” ”ეს იმის დედაა”… მე როგორც ყოველთვის ვდევარ ჯერ ლოცვაზე, მერე გაკვეთილებზე და ერთადერთი ნათელი წერტილია თუ ვინმე  ჩანთაში დამალულ მობილურზე მომწერს ან ვიცი რომ გარეთ რამე მელოდება და სახლში მიბარტყუენება არ მიწევს. 10 თვე ისე მიიზლაზნება კვირაში ორჯერ ვკვდები, ხან სამჯერაც… ზომბებივით ფორმებით სიარული, თავზე საყრელი სამეცადინო, არანაირი თავისუფალი დრო.. მოკლედ ასეთია ჩემი სკოლა.

ყოველ წელს ახალი იმედებით ვიწყებ, წელს გამოვასწორებ, უკეთესი ვიქნები, უფრო მეტ 10ს გამოვიყოლებ, აღარ ვეტლიკინები მასწავლებლებს(კონკრეტულათ ქართულს), უფრო კონტაქტური გავხდები…

მერე იწყება საგიჟეთი, ვალაგებ, ვალაგებ  და უცებ ბრახ… გამოცდები… ყოველ წელს, ყოველი გამოცდების წინ გლოვის კარი მაქ გამართული , იქნებ გადამიყვანონ და ყველაფერი იმით მთავრდება რომ არაფერს არ ვიმეორებ და მაინც არ ვიღებ 5ს :@ არა გულის სიღრმეში ცულაც არ მინდა საშემოდგომო, მაგრამ არც განსაკუთრებული ტვინის სხმევის ცერემონიები არ მაქ ხოლმე ზოგიერთი კლასელისგან განსხვავებით რომლებსაც ყველაფრის თავიდან დაზუთხვა უწევთ.

კლასელები

ვეღარ გიტანთ იმის მერე რაც პირადი დღიური ამწკაპნეთ ჩანთიდან. იმედია დარჩენილი წლების გატარება თქვენთან აღარ მომიწევს. პირადად თქმა მერჩივნა მაგრამ არ მინდა იმიტომ რომ თავს ვეღარ შევიკავებ და გადაგხსნათ შუაზე. ყველა დეგენერატი ”შუტკის” გამო რომლითაც მიწასთან მასწორებთ, გულს მტკენთ და გგონიათ მაგით ვინმეზე უკეთესები გამოჩნდებით. ზურგს უკან ტლიკინის და გაუთავებელი თამაშების გამო… ჩემ მაღალ ნიშანზე რო იბოღმებით და გიხარიათ როცა რაღაცაში მჯობნით.

ჰო ყველას არ ეხება რათქმაუნდა.

ფორმები

”ყურადღება მიაქციეთ, რომ მოსწავლეები აუცილებლად შემოსილი უნდა იყვნენ თეთრი ფერის პერანგებით (და არა მაისურებით) და პერანგი უნდა იყოს სადა – ყოველგვარი წარწერებისა და ნახატების გარეშე.გიმნაზიაში მკაცრად გაკონტროლდება სასკოლო ფორმები. ფორმის გარეშე მოსწავლეები სასწავლებელში არ დაიშვებიან!”
                                                                                                                                     გიმნაზიის დირექცია  
ესეც ჩემი ძვირფასი ფორმა, რომლის განადგურების იდეას ყოველ დღე ვამუშავებ (კვირის გარდა)
      ამ კაბის დასვრა ჩემი კლასელი ბიჭების პირობებში ძალიან ადვილია. თუ კარგათ დააკვირდებით შეამჩნევთ მარჯვენა მხარეს მტვრის კვალს, რომელიც მარტო სველი ტილოთი იწმინდება.
 ესეც პიჯაკი. გასაოცარი ფერია. ვერცერთი ფეხსაცმელი ვერ შევუსაბამე გარდერობიდან.
შატალო
წასვლის შანსი მინიმუმია, მაგრამ თუ ძალიან მომინდება ალბათ დილით გაპარვას შეძლებ. უბრალოთ მარტო ბოდიალი მკლავს და ისევ გაკვეთილები მირჩევნია.
მასწავლებლები
ყოველ სემესტრში რო არ იცვლებოდეთ უკეთესი იქნებოდა და კიდევ მოსწავლეების ამოჩემება რომ არ იცოდეთ. იმედია წელს მაინც დაგვინდობთ და თავზე არ დაგვაყრით იმდენ მასალას, როგორც ზოგიერთებმა ქნეს მეორე სემესტრში. იმედია ძველებმა მაინც ”დაამუღამეთ” რომ ხელჩაწეულმაც ვიცი, ხმაურზე ვიბნევი და მეორე შანსს ყოველთვის ვამართლებ. იმედია წელსაც აღარ დაუთმობთ მთელ გაკვეთილს ვიღაც-ვიღაცების დაწყნარებას. იმედია უდანაშაულოთ ”ახსნა-განმარტების” დაწერა აღარ მომიწევს. ჰო და კიდევ რამდენიმე მასწავლებელს ნერვების დაწყნარება ნამდვილად მოუხდებოდა…
Advertisements

18 thoughts on “”შესანიშნავი” სკოლის მინუსები და მარად უკმაყოფილო მე (მარიამი)

  1. მმმ.. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა სიტუაცია არის სკოლაში. მე შენს მდგომარეობაძში რომ ვიყო, წამითაც არ დავფიქრდებოდი ისე გადავიდოდი.
    მშობლებს დაელაპარაკე და გადასვლის მიზეზი უთხარიი(ეს პოსტი წაააკითხე), არ მგონია, ვერ გაგიგონ.

  2. რა საშინელებაა, ან რა ფორმაა… და მშობლები რას გეუბნებიან? რატომ არ გადაყავხარ სხვა სკოლაში? ცუდია,რომ ბავშვები ასეთი განწყობით იწყებენ სწავლას.

  3. ოო, რამდენი მტკივნეული მომენტი გამახსენდა ჩემი ბავშვობიდან :)) იცი, საერთოდ ვერ ვხვდები ფორმის აზრს და არ მომწონს, როცა ადამიანებს ინდივიდუალობას უკარგავენ. პიჯაკი მომეწონა, აი კაბის რა გითხრა :)) შენ იცი, გაუძელი, სამაგიეროდ მეტიჩარა კლასელებზე უკეთესი იქნები :)))

  4. რომელ კლასში ხარ? თუ გინდა ნუ მეტყვი… მე მე-10-ში ვარ და რავიცი, არ მეგონია შავნაბადაში ეგეთი ბავშვები თუ სწავლობდნენ… სიტუაცია ისე ჩაამუქე რომ უცხო რომ ვყოფილიყავი, დავიჯერებდი რომ სკოლა კი არა ნამდვილი საგიჟეთია. ფორმები დიდად არც მე მომწონს მაგრამ, სიტუაციას უკვე მოვერგე და მშვენივრად შევუხამე კეტებიც და ბალეტკებიც… 🙂

  5. გამოხმაურება: აბდაუბდა ზღაპრის ფორმატში (მარიამი) | მეტიჩარა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s