ადამიანთთაგანი (თამუნა)

გარეთ წვიმს, ამაშიც კი მაჯობა ცამ ..მას შეუძლია იტიროს, დაგვანახოს მისი ცრემლები ,გაუზიაროს ადამიანებს და მერე,მერე გამოიდარებს ,ისევ კარგ ხასიათზე დადგება მზეს გამოაცხუნებს და გაგვათბობს. აი კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც უკვე ყელში მაქვს მობჯენილი სურვილი ვიყო ერთი ჩვეულებრივი ღრუბელი ,არა ერთ ერთი ადამიანთაგანი არამედ ღრუბელთაგანი, ზემოდან გადმოვხედავდი ამ ცხოვრებას და ადამიანების უტვინობით გამოწვეულ პრობლემებზე ვიტირებდი ,მათ მიღწევებზე გავიხარებდი, მათით ვიცხოვრებდი , ახლა კი ვზივარ ერთი ნორმალური ადამიანთთაგანი და რაღაცეებს ვჯღაბნი , არც ტირილი შემიძლია ,რომ დავიცალო ,მრგვალი ცრემლების ბურთი მახრჩობს ,გარეთ გამოსვლას ლამობს რომ ,კლავიაურა დამიბლაგვოს, მაქმანებიან გადასაფარებელს ერთ ერთ ყვავილად დაეხატოს ,მაგრამ თავისას ვერ მიაღწია, მე ხომ უუნარო ვარ .მეკითხბიან რა დაგემართაო. სწორედ ის დამემართა რომ არ ვიცი რა დამემართა. რავქნა როგორ გავიგო დავიღალე ჩემს თავში მუდმივი ქექვით, აღმოჩენებით იმის რაც უკვე დიდი ხანია აღმოვაჩინე, ამ სამყაროზე და ადამიანებზე ფიქრით, ნეტა ოდესმე თუ მეღირსება ამ აუტანელ ფიქრებს გავექცე, ნეტავ ოდესმე თუ მეღირსება ღრუბელივით ვიფარფატო ,არაფერზე ვიფიქრო და უბრალოდ ვიყო ადამიანთა შორის.?

Advertisements

5 thoughts on “ადამიანთთაგანი (თამუნა)

  1. ამ თაობის დაავადება მოწყენილობასა და სიკვდილზე სიმღერაა.. მეც ავადმყოფი ვარ 😀 მაგრამ ახლა უნდა გამოვჯამრთელდე თქვენც იგივეს გისურვებთ ნიჭიერო მწერალო..

  2. გამოხმაურება: შეცვლილი მეტიჩარა? მაინც მეტიჩარა სამუდამოდ! (თამუნა) | მეტიჩარა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s