მაინც ჩემი გახდები სანტოს… (მარიამი)

მუზადენდში ვზივარ. დილის 8 საათია. მეეზოვის ხმა მესმის მაგრამ იქით გვის. აქეთ არ მოდიან. მტკვარს ძინავს. 1-2 მანქანა თუ გაივლის სადმე და მორჩა. ლამპიონების შუქზე ვწერ, 58ის წინ. ცივა, დიახ ოდესგაც დახუთულ თბილიში ცივა. ჩემთვის ვკანკალებ და ვცდილობ გარკვევით გამოვიყვანო ასოები, რომ მერე წაკითხვა არ გამიჭირდეს.

ჩამეძინა…

ბომჟივით სკამზე მეძინა, ოღონდ გაშხლართულს კი არა მჯდომარეს. :დ ბავშვები წიკვინობენ. უკან მივიხედე დაა. ვაიმე.. გაეთრიეთ პეპლებო იქეთ. იქ დგას, ნაცნობ პოზაში და ვიღაც ბიჭს ელაპარაკება. ვიღაცას თუ სანდროს. ნუ რა მნიშვნელობა აქ. ეე უკვე 5 საათია.

ფრთხილათ წამოვდექი და გავიარ-გამოვიარე. ვაახ, მაინცდამაინც მაშინ გამოიხედა. “მაინც ჩემი გახდები სანტოს” გავიფიქრე დააა თვალი თვალში გავუყარე. ნახევარი წამი ან უფრო მეტი… უცებ თავი ჩამეღუნა…

ფუუ ამის… აუ გთხოვ არ გავწითლდე რაა, გთხოვ, გთხოვ…

ავტობუსში ვზივარ კისერწაგრძელებული და ქუჩებში მოფანტულ ლაბდიან, ქოლგიან ტიპებს ვუყურებ. მოკლე შორტი და კუბოკრული პერანგი მაცვია. მე ხომ არასდროს, არასდროს მაკანკალებს დაა არც ჭინჭრებივით მაყრის ხოლმე სიცივისგან…

(ნეტა ტყუილის თქმისას რატომ არვწითლდები?)

რა სულელური ამინდია.. 1-2 წვეთი ჩამოვარდება, უცებ ჩერდება და მერე ისევ… აი ახლა დაცხო. წვეთები ფანჯრის მინას ეწებება და ისედაც გაურკვეველ პეიზაჟს უარესს ხდის…

სად გეჩქარებათ ? წვიმაა მეორეთ მოსვლა კიარა.

ჩამოვედი… და ვნანობ. თითქოს ზამთრის ბოლოჯერ დადებული თოვლე გადავთელე ჭუჭყიანი ფეხებით. უკან მიბრუნებას აზრი არაქვს როგორც ყოველთვის.

სახლში არავინაა. სამაგიეროთ უამრავი ემოცია და მტკვირს სუნი მომყვა…

აუ ღმერთო შენ ხომ ყველაფერი იცი? გეხვეწები შეცვალე რაა.

სამყარო, ხალხიც, ურთიერთობებიც, არეულობაც, შიშიც…

ჰოო, გასაგებია რომ ჩვენი გაფუჭებული ჩვენვე უნდა გამოვასწოროთ, გასაგებია…

შენკიდე გირჩევნია ის სიწითლე არ დაგენახა!

რაგიხარია?!

“მაინც ჩემი გახდები სანტოს”

Advertisements

4 thoughts on “მაინც ჩემი გახდები სანტოს… (მარიამი)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s