ომი, რომელიც ჩვენც გადავიტანეთ

როგორ  იქნა მზე ამოვიდა, მაგრამ ძაღლებმა გამაღვიძეს. ვერცკი წარმოვიდგენდი ასეთი ხმაურის გამოწვევა თუ შეეძლოთ. დღეს ჩემი ნიკუშას დაბადების დღეა. თბილიში გუშინ ჩამოვედით. ვეცდები დავიძინო.

7 აგვისტო

მეორე (თუ მესამე) დღეს 31-ე ქარხანა დაბომბეს. მახსოვს ღამე იყო, ძაღლები ყეფავდნენ და მესმოდა დედას ყვირილი : მარიიი დროზე გარეთ.

მთელი ღამე ეზოში ვიყავი ხის ქვეშ და ვტიროდი. ბიძაჩემი საზღვარგარეთ იყო. მამისგან თითქმის ვერ ვანსხვავებ. და ვეღარ ვნახავდი… ისიც ვერ ნახავდა თავის შვილს, რომელიც 8 თვის დატოვა. იმ დღეს გახდა 4 წლის…

მთეელი დღეები მაგიდი ქვეშ ვიჯექი და თვითმფრიავის ხმის გაგონებაზე ტირილს ვიწყებდი.  ტელევიზორს რომ რთავდნენ ყურებზე ხელს ვიფარებდი. არმინდოდა მენახა და გამეგონა სისხლი, ტკივილი, უბედურება. ჩემი დახატული ზღაპარი მქონდა, სადაც ყველა ბედნიერი იყო, ვიქნებოდით რომ არა… აგვისტოს 5 დღე… რომელმაც სამუდამოდ დაასვა დაღი უამრავ ოჯახს. მზიანი, ბედნიერი დღე შეცვალა საზარელმა სიტუაციამ, ხალხისთვის მოულოდნელმა დაბობმებბმა და სისხლმა. ტკივილი,ყვირილი ექოსავით გაისმოდა ქალაქში გორში,ხალხი გონს ვერ მოსულიყო.

მე კიდე ვიჯექი ქუთაისში და არამარტო მე ველოდებოდი როდის გადმოცემდნენ ახალ სიუჟეტს ტელევიზიით.იმწამს უამრავი აზრი მერეოდა თავში,მოვიდოდნენ თუ არა ქუთაისამდე ,დაიღუპებოდა თუ არა ბევრი ადამიანი ,შემეძლო თუ არა ჩემი ოჯახის გადარჩენა,ვნახავდი თუარა საყვარელ ადამიანებს ისევ. იმ დღეებში ხალხისთვის მხოლოდ მინიმალური ინფორმაცია იყო ცნობილი, რომ რუსეთი თავს დაესხა სქართველოს, ვხედავდით როგორ იყრებოდა ბომბები ციდან და როგორ იღუპებოდა ხალხი, ვხედავდით როგორი თავგანწირვით იღებდნენ სიუჟეტებს ჟურნალისტები რომ რაღაც მაინც გვცოდნოდა.. მე ვერასდროს მივხვდები რა სიტუაცია იყო იქ, მაგარმ მთელი გულით ვგულშემატკივრობდი. ვლოცულობდი მათთვის და ჩემი ოჯახისათვის. 1 კვირა გორში მცხოვრებლებს სამუდამოდ დააწვებათ ზურგზე,როგორც დიდი ლოდი,მათ დაკარგეს სახლები, დაეღუპათ ახლობლები. განვიცდიდით და გული შეგვტკიოდა მაგარამ მათ მდგომარეობასთან ჩვენი წუხილი ახლოსაც ვერ მივა, სიტყვებით არავის შეუძლია აღწეროს აგვისტოს 8 რიცხვი ,არ შეუძლია გადმოგვცეს ის ტკივილი,მათ შორის არც მე ,მაგრამ მე მინდოდა ყურადღება გამემახვილებინა ამ თმაზე რადგან ეს ჩვენს გრძელ ისტორიას შეემატება როგორც ბრძოლა ქრისტიანებს შორის.

არ ვაპირებ აქ ან ვიქადაგო ან ქართული პოლიტიკა ვძაგო,ა რც იმის უნარი გამაჩნია გაგარკვიოთ რომელი მხარე იყო დამნაშავე და რა მოხდა მათ შორის, უბრალოდ ამ ყველაფრით მინდოდა იმ ადამიანთ ტკივილი გულთან მიგვეტან. იმედია საქართველოს ასეთი რაღაც აღარ ემუქრება, არცერთი ბავშვი და ოჯახი აღარ გამოცდის ომის სიმწარეს, არავინ აღარ დატოვებს ოჯახსა და საყვარელ ადამიანებს, მაშ ვილოცოთ ,უფალი იყოს ჩვენი მფარველი:)

პ.ს. პირველი ერთობლივი პოსტი

Advertisements

2 thoughts on “ომი, რომელიც ჩვენც გადავიტანეთ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s