აჩვნეთ ჩემი თავი მსოფლიოს და… (თამუნა)

დღეს ცოტა ამაღლებულ ხასიათზე ვარ ,უი  არა რა ცოტა ზედმეტად ამაღლებულ ხასიათზე..ჩემი საყვარელი დამღლელი და პირველი პტოექტი დამთავრდა “speak up” ნუ პრესკონფერენცია ჩატარდა ,მერე სერთიპიკატები დაგვირიგეს და  დიდი ამბები მაგარამ მთავარი რაც ყველაზე მეტად მესიამოვნა იყო ,იქ მყოფი საზოგადოება.საზოგადოება სადაც მხოლოდ სტუდენტები იყვნენ:X სადაც ყველა ერთმანეთის მეგობრები არიან ,სადაც ყველა ერთმანეთს ესალმებოდა და ტკბილად იკითხავდენენ ერთმანეთის ამბებს ,სადაც ყოველ კუთხეში ისმოდა “უი გოგო ეს ის გოგო არაა..ბლა ბლა” ” უი ნახე რა აცვია, აკოკიალებულა მაღლებზე” ” აუ ის კაბა აცვია მე რომ მომწონდა” და ა.შ. 

მე მეამაყება ჩემი თავი:X (ხმამაღალი ნათქვამია არა?).არა თქვენ არ გეუბენით,არც შენ გახვევ თავზე ,უბრალოდ მიხარია და ვწერ. ვცდილობ ეს ემოცია კომპიუტერის კლავიშებზე გადავიტანო, ვცდილობ ჩემი ხმამაღალი ფიქრები მოვთოკო მაგრამ აბა როგორ? ,არ ჯობია თავის ნებაზე მივუშვა? დაე ერთი დღით იამაყოს ,იამაყოს რომ ამ მიწაზე დააბიჯებს ,ერთი თავმოყვარე ,უბრალო თუ ბრალიანი გოგონა,რომელსაც ისე უყვარს მისი თავი მაგრამ …( რას უშვება ხოლმე) სიმართლე გითხრათ დავიღალე,დავიღალე ამდენი თავშეკავებით.”ეს არ გააკეთო რას იფიქრებენ” ” დაუკვირდი რას იტყვი” ” აუ იმას ეწყინა? ეაფირისტე ეხა” 

ვერ წარმოიდგენთ როგორ მინდა დავაღო პირი და რაც მინდა ის ვთქა, ან რატომ უნდა გავუღიმო იმ ადამიანს ვინც არ მევასება? ნუთუ ასეთი კარგი აღზრდილი ვარ რომ ერთი გვარიანად შებღვერას ვერ ვბედავ? არა არამგონია ,აბა მაშ რა მაკავებს? აუ ახლა არ თქვა საზოგადოებაო,გადაბრალდა ყველაფერი საზოგადაოებას და იმას არავინ ამბობს რომ თვითონაც ბრბოს წევრია,სწორედ იმ ბრბოსი რომლისიც არაფერი მოსწონს და ხმის ამოღებასაც არ აპირებს..მე ვაპირებ ,მე ვაპირებ და ამოვიღებ კიდეც თუნდაც ჩამქოლონ ,ან არაფრად ჩააგდონ ჩემი აზრი , მე ვიტყვი ,მე ვიტყვი ყველგან და ყოველთვის

პ.ს ხო ხელიც მოვიტეხე და ფეხებიც კარგად გადავიტყავე :X ვის არ დამართნია არა? ანდა ბავშვს ხო, არ გავიტანდი არა? ნუ მოკლედ ისევე შეხორცდება როგორც დავიშავე მთავარია ჩემს თავს რა ეშველება თორე?:X

Advertisements

One thought on “აჩვნეთ ჩემი თავი მსოფლიოს და… (თამუნა)

  1. გამოხმაურება: შეცვლილი მეტიჩარა? მაინც მეტიჩარა სამუდამოდ! (თამუნა) | მეტიჩარა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s