ხართ თქვენ და ვარ მე.. (აბაზანაში დაწერილი პოსტი) ((მარიამი))

ალბათ ხშირად დადიხართ დედაენის ბაღში. ჰომ რავიცი ბევრი თქვენგანი მყავს ნანახი, ზოგი როლიკებზე, ზოგი მეგობრებთან ერთად. ამ ბოლო დოს ხშირად ვაფიქსირებ ერთ გოგოს თეთრი რეიბანებით და ნაჭრის ზურგჩანთით. ხელში ცისფერი კუბოკრული რვეული უჭირავს ხოლმე და მტკვართან ჯდება. ადრეც მოდიოდა ვიღაც ხუჭუჭა ბიჭთან და სკეიტიან გოგოსთან , ან მაღალ ბიჭთან და ფოტოაპარატიან გოგოსთან ერთად… (ფორევამეტიჩარა). ნუ მაგას რა მნიშვნელობა აქ? ახლა მარტოა ხოლმე და ეტყობა იმის დაბრუნება უნდა რაც დაკარგა. სავარაუდოდ მეგობრები… ვერ გაიხსენეთ? აიი 58-ის წინ ზის ხოლმე, წითელი ჯაბახანა მანქანა რომდგას, იმის გვერდით. თუ დაინტერესებული თვალებით გაივლი , გაგიღიმებს და წერას/ხატვას განაგრძობს. თუ დაცვა ხარ ან იდიოტი როჟით მიაშტერდი, ფეხების ჩამოწევას არ აპირებს 😀 რამდენჯერმე ვცადე ახლოს მისვლა, მესაინტერესოადამიანება, მაგრამ რაღაც ძალა მაკავებს. ერთხელ ყური მოვკარი (უბრალოდ ზედმეტად ხმამაღლა ლაპარაკობს ხოლმე ტელეფონზე) ვიღაცას ეუბნებოდა “მივიდე და ვუთხრა, იცი მე მარი მქვია შენი გაცნობა შეიძლებაო?” 😀 ხმამაღლა გამეცინა. გაკვირვებული სახით გამომხედა და საუბარი განაგრძო… აშკარად არ ვევასე. იმ წამს გადავწყვიტე ავმდგარიყავი და პირდაპირ მივჭრილიყავი. წარბაწეულმა გამომხედა “უკვე ვეღარც მცნობ შეჩემა?”

აღარ ვიცი რა ვქნა. ისე შევიცვალე საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ. მთელი დღე ვზივარ სკვერში, მარტო და ვცდილობ ოდნავ მაინც მივუახლოვდე სოციუმს. ყველა გამვლელს ვუღიმი, ვცდილობ პირველი ნაბიჯი გადავდგა, მაგრამ მცხვენია. მოგლეჯილ კიდურს ვგავარ, რომელიც გვერძე გდია და თავისთვის ყროლდება… არმინდოდა ამაზე დამეწერა, ერთი შეხედვით უკომპლექსო, თავისუფალი გოგოს შთაბეჭდილებას ვტოვებ, მაგრამ ვიხრწნები… ვიცი, რომ მეგობრებს სულაც არ უჭირთ ჩემ გარეშე, ჩვენ აღარ არსებობს. ხართ თქვენ და ვარ მე..

ღმერთს ალბათ შევეცოდე ბლოგინგშიც ფორევერელოუნობისთვის და თამუნა გამაცნო^^

პ.ს ოდესმე შეგიმჩნევიათ ზემოთქმული თეთრრეიბანებიანი გოგონა?

Advertisements

10 thoughts on “ხართ თქვენ და ვარ მე.. (აბაზანაში დაწერილი პოსტი) ((მარიამი))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s