“ძღნერი თაობა” (მარიამი)

თამუნას პოსტი წავიკითხე ოცდამეერთე საუკუნეზე. მეცმინდოდა დამეწერა, ოღონდ სხვა მიმართულებით. ჰოდა ვწერ

პირველ რიგში მინდა დავიწყო იმით, რომ უფროსებმა მოგვაწებეს “ძღნერი თაობის” იარლიყი. ყველა ზრდილობიანიც და უზნეოც ერთ ქვაბში ვართ მოქცეული…

საკმაოდ ხშირად ვმოძრაობ საზოგადეობრივი (ყვითელი) ტრანსპორტით. ზოგჯერ არის ხოლმე შემთხევები, როცა მართლა დაღლილ ვარ და გადაპრანჭულ ბებოს იმის გამო უნდა დავუთმო ადგილი, რომ მოხცია? თუ ფეხზე დგომა არ შეუძლია მაგას ერთი შეხედვით ვხვდები, მაგრამ ეს გადაპრანჭული ბებოები არ მევასებიან. გუშინ ქობულეთის ქუჩიდან ჭავჭავაძემდე სირბილით დავეშვი, ძლივს მივუსწარი ავტობუსს და თურმე ქალს, რომელსაც ჩემი წონა სამკაული უკეთია ადგილი უნდა დავუთმო. ასე ნაგლად დამადგა, მოხუცს პატივს რატო არცემო და ამაგდო.

აუ რას გვერჩიან? კი ვიცით, რომ მაშინ სხვა დრო, იყო ახლა სხვაა, მაგრამ არ შეიძლება ხელი შეგვიწყონ და გაგვიგონ? ალბათ შეუძლიათ..ფიქრობენ, რომ მათ დროს იყო ყველაფერი სწორად, ახლა კი “გადატრიალდა!” არაფერიც არ გადატრიალებულა და არც ჩვენ ვართ ცუდები! არც ჩვენს მშობლებს და არც მასწავლებლებს არ მიუძღვით დანაშაული იმაში, რომ ბებია-ბაბუები ვერ გვიგებენ! უკვე მოვკვდი რა! ყველგან კრიტიკა მესმის. რეები აცვიათ? არ ცხვენიათ? ეს რა თაობა მოვდა… მცხელა ვაახ! არ შეიძლება შორტები ჩავიცვა? თუ ნებართვა მეზობელი ცაროსგან უნდა ავიღო? ან ჩაცმულობა და ღმერთი რა შუაშია ერთმანეთთან? ამათ გადამკიდე არსად აღარ მიშვებს მამაჩემი.(კიდეკაი დედაჩემი პოსტსაბჭოურად არ აზროვნებს) არც შორტებს მაცმევდა სანამ ერთი ამბები არ ავტეხე. თურმე მაყვალას შვილიშვილი რომ ეწევა მაგის გამო გარეთ არ უნდა გავიდე. ვაბშე მაგ ბავშთან კონტაქტი არცმაქ, მარა საკმაოდ ბევრი მეგობარი ეწევა. ეს იმას არნიშნავს, რომ მეცდავიწყებ. და რომ მდომებოდა აქამდე კაი ხნით ადრე დავიწყებდი.

ამას რომ ვწერ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენი თაობა არაფერს აშავებს და ანგელოზები ვართ. თუ ხედავთ, რომ მოხუცი დაჭყეტილი სახით გიყურებთ ესეიგი ან საუბარს უნდა ჩაუწიოთ ან ადგილი დაუთმოთ. თუ ტუჩები აქვთ აპრუწული – ჩაცმულობა არ მოწონს. თუ თვალები აქვთ გადმოკარკვლაზე- კევს ღეჭავთ განსხვავებულად… დაა კიდევ ერთს გთხოვთ რაა აიი ჩათვალეთ, რომ უმცროსი და გეხვეწებათ : წესიერად მოიპყარით ასეთ ენა მოხუცებს, თორე ბევრს გვექმნება პრობლემები თუნდაც ოჯახში… იცხოვრეთ ისე, რომ დაბერების არ შეგეშინდეთ ^^^

ბეე ყველაზე მაგრად მიყვარხარ ^^ ვიცი, რომ შენ ასე არასდროს მოიქცევი!! მინდა მალე გამოკეთდე და დაუსრულებლად გიყვებოდე სკოლის ამბებს.

პ.ს მადლობა მაკოს დახმარებისთვის ^^

Advertisements

19 thoughts on ““ძღნერი თაობა” (მარიამი)

  1. მართლა კარგია, მეც არ მიყვარს გადაპრანჩული მოხუცები, ისეთ ბებიებს მაგონებენ სიბერეში შვილიშვილშ შოკოლადებს რომ “უჟმოტავენ”:დ

  2. მაგაზე გული არ დაგწყდეს, ყველა მომავალი თაობა, ითვლება რომ არის უფრო უზრდელი წინასთან შედარებით, ცუდად აღზრდილი, გათამამებული… “ჩვენ დროს სად იყო” იქნება ყოველთვის:)

  3. აუ ძააან გულზე მომხვდა :))) ყვითელი ავტობუსი დიდი ხნის წინ დავივიწყე, გადავედი მარშუტკაზე იქაც იგივე, მერე ტახი ეხლა მძროლები და ეხლა ფრენას ვაპირებ :))) აიი გუშნ ტაქსის მძღოლი მეკითხება (ტუცზე პირსინგი მაქვს და ) წვენს რომ სვამ წყალი არ გამოგდის ?? _არა.. რო დაიგუბო მაინც არ გამოგივა?? _ ალბათ არა.. დედამ და მამამ რა გითხრა?? _არაფერი.. არც შორტებზე და წითლ თმაზე გეუბნებიან ?? _ არა.. ვახხ არ გყავს ხო მშობლები.. _მე მოვედი აქ გააჩერეთ :))))))

    • ტაქსის მძღოლების გაუთავებელ ტლიკინს ისევ ყვითელი ავტობუსი მირჩევნია. ^^ ახლა სკოლისთვის უნდა შვიღებო ლურტათ თმა და მერე ნახე რა საინტერესო პოსტი გამომივა :დდ

  4. იასნია მადლობა მაკოს : DD მე რო არ გყავდე რა გეშველება?! : DD ისე სათაური მაგრად მევასა : DD არა მე მაგას ვერ დავწერდი : DD მაინც ხო იცი ! : DD

  5. მომენატრა ის დრო ესეთ პოსტებს , რომ ვწერდი და სადარდებელიც დიკუნას გარდა მარტო ესეთი საზიზღრობები მქონდა : X

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s