ეგოისტური.. (თამუნა)

მძულს და მაინც ეგოსიტი ვარ, მძულს და მაინც ეჭვიანი ვარ.

ეჭვიანი ვარ ხო ხო თან ძალიან ..თან ჩემს გულში ,ვეჭვიანობ ვეგოისტობ ყველაფერზე..ვეგოისტობ ყველა შეყვარებულ წყვილზე. ბედნიერად მოციმციმე თვალებზე..ლამაზად დაბერებულ ადამიანზე..ვეჭვიანობ ყველა იმ ნიჭიერზე , ყველა ხელოვანზე,ყველა ჩემს კონკურენტზე..ხმამაღლა კი ვამბობ წარმატებები..

არა არ გეგონოთ სახლში ბოღმით ვივსებოდე, ან კეთილი სურვილები მხოლოდ სიტყვიერი იყოს,დამიჯერეთ ყველა ჩემს სიტყვას ჩემი სულის რაღაც ნაწიი მიჰყვება თან ,მაგარამ ვეგოისტობ მგონია რომ აღარ დამრჩება,ხელს ვუჭერ მოსაფერებელ სიტყვებს ,მგონია რომ ამით ადამაინი არ უნდა გაათამამო, ხელს ვუჭერ კოცნას, ჩახუტებას, ემოციების გამოვლენას..გარედან მოღუშული და უგრძობი ვჩანვარ? არადა არ ვარ ასეთ,რამდენჯერ მიოცნებია მივსულიყავი და ჩავხუტებოდი ,ჩავხუტებოდი მანამ სანამ ძალა გამომელეოდა,სანამ გონებას დავკარგავდი .არ ამოვისუნთქებდი თუ შენ ეს შეგაწუხებდა..

მაგრამ მე ვიეჭვიანებდი ,ვიეჭვიანებდი ყველაფერზე,სამყაროზე,სიტყვებზე,ჩემს თავზეც კი..მგონია რომ ჩემს მეს საგულდაგულოდ ვმალავ და როცა მივხვდები რომ ვიღაცამ ის იპოვა ,ვეგოისტობ , ვეჭვიანობ..მინდა სხვანაირი ვიყო .ვერ ვეგუები ჩემს ,უაზროდ მოწყენილ,უაზროდ მომღიმარ ,ვითომდა კეთილ,ვითომდა უხეშ,ვითომდა არაფრის მთქმელ ,ვითომდა არაფრის მგრძნობ  ჩემ მეს..ვერ ვეგუები ჩემს ხასიათს და ვეჭვიანობ..ხო ხო ვეჭვიანობ ყველაფერზე,აი იმაზეც რომ შენ ეს ჩემი პოსტი წაიკითხე და მერე სხვაზე გადადი. ან იქნებ კომენტარი სხვას დაუტოვო,ახლა ამას რომ ვწერ კი არ გაიძულებ ლამაზი სიტყვებით შემამკო,არადა არც მოგწონს ეს ჩემი ნაბოდვარი..არადა არც სხვა გზას გიტოვებ:) არვიცი მთვრალი ვარ ისე რომ არ დამილევია,მძინავს ისე რომ თვალები გახელილი მაქვს.მკვდარი ვარ და კიდევ ვცოცხლობ ,მწერალი არ ვარ და ვწერ..ეჭვიანი არ ვარ და ვეჭვიანობ.არც ეგოიტი ვარ დამიჯერებ? დამიჯერებ მე არ ვარ ცუდი ადამიანი ,უბრალოდ მეც მჭირდება შენი ყურადღება,სითბო..მე შენ მჭირდები,აი შენ როგორც მკითხველი ,როგორც ჩემი მეგობარი და როგორც ადამიანი:)

Advertisements

3 thoughts on “ეგოისტური.. (თამუნა)

  1. გამოხმაურება: შეცვლილი მეტიჩარა? მაინც მეტიჩარა სამუდამოდ! (თამუნა) | მეტიჩარა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s